Home ახალი ამბები ზღვაში ნავის გადაბრუნებას, 80-ზე მეტი მიგრანტი ემსხვერპლა

ზღვაში ნავის გადაბრუნებას, 80-ზე მეტი მიგრანტი ემსხვერპლა

663

ხმელთაშუა ზღვაში მცურავი ნავი, რომლითაც აფრიკელი მიგრანტები ევროპის სანაპირომდე უნდა მისულიყვნენ, დაძვრიდან მალევე გადაყირავდა და 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გადარჩა მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორმა ნაპირამდე გამოცურვა შეძლო, ერთი კი სათავზაო ნავით დააბრუნეს ხმელეთზე.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დაღუპული ან დაკარგული მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 3 ათასზე მეტი ადამიანი ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობდა ევროპაში ჩასვლას.

ყველაზე ხშირად კი, უბედური შემთხვევების მთავარი მიზეზი ნავის გადაბრუნებაა, რადგან საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილებას იმაზე მეტი მიგრანტი ცდილობს, ვიდრე ნავს შეუძლია დაიტიოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here