მთავარი მსოფლიო National Interest: მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთი საბჭოთა კავშირში შეჭრას აპირებდა

National Interest: მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთი საბჭოთა კავშირში შეჭრას აპირებდა

გააზიარეთ
იუნსტონ ჩერჩილი

ისტორიკოს ჯონათან უოლკერის აზრით, 1945 წლის გაზაფხულზე უინსტონ ჩერჩილმა გასცა ბრძანება, მოემზადებინათ სსრკში შეჭრის გეგმა კოდური სახელწოდებითწარმოუდგენელი”. განზრახული იყო, ბრიტანეთის ჯარი საბჭოთა კავშირში 1945 წლის 1 აგვისტოს შესულიყო.

თავდასხმას ხელი შეუშალა რამდენიმე სერიოზულმა პრობლემამ. მათ შორის უდიდესმა მანძილმა, რომელიც ყოფილ მოკავშირეს საბჭოთა საზღვრამდე მისასვლელად უნდა გადაელახა.

ჩაიფუშა თავდაპირველი ჩანაფიქრიც, რომელიც ითვალისწინებდა ათი გერმანული სადესანტო დივიზიის გამოყენებას: ამერიკელი მოკავშირეების დახმარებითაც კი შეუძლებელი იყო ნაცისტური ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის აღდგენა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბრიტანელების თავდასხმა რომც განხორციელებულიყო, ისინი “უმძლავრესი მსოფლიო სახელმწიფოს ხაფანგში აღმოჩნდებოდნენ”.

1 COMMENT

  1. გორელ ბიჭს გაუმარჯოს, ლორდთა პალატაში
    გაზრდილ ჩერჩილი ფეხზე ადგომით რომ ხვდებოდა!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here