Home სხვადასხვა Facebook ფრაზები ქარსელაძე: ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, საკმარისია თაობების სიკვდილი

ქარსელაძე: ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, საკმარისია თაობების სიკვდილი

9006

მომღერალი ნინი ქარსელაძე, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გარშემო მიმდინარე  მოვლენებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია ვაი ამ სიცოცხლეს. სხვათაშორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახისშვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა? უმრავლესობა ჩემთვის ავადსასხსენებელმა- ნარკოტიკმა შეიწირა.

ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. საკმარისია!!! ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ, მხოლოდ ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს…შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან რაში აქვთ თავი გაყოფილი… დროა მორჩეს იმ ხალხის “გაპიარება” ტელევიზიებით, რომელიც ცოტა “გასული”, კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს.

რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ…

P.S.  პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც… და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს…”,-წერს ნინი ქარსილაძე.

 

2 COMMENTS

  1. შენ გაიხარე შვილო, ისევ თქვენ თუ უშველით ახალგაზრდობას და საქართველოს

  2. არაფერი არ გვეშველება იმიტომ რომ:განათლება,ინტელექტი,მორალი,ზრდილობა,ერუდიცია და სიბრძნე ამხელა ისტორიის მქონე ერში საერთოდ აღარ არსებობს,კი არა და ეგეთი მცნებები თუ არი ისიც კი არ ახსოვთ!!! მორჩა, ცოდვა გამხელილი ჯობიაო!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here