მთავარი Facebook ფრაზები „დედაქალაქის ნებისმიერ უბანში დილადან საღამომდე ნარკოტიკებით ,,გახურებული” ვაჭრობაა“

„დედაქალაქის ნებისმიერ უბანში დილადან საღამომდე ნარკოტიკებით ,,გახურებული” ვაჭრობაა“

25668
გააზიარეთ

სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრი, , ქართველ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ჭაია სოციალურ ქსელში ნარკოდამოკიდებულებაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ნარკოტიკებს მ ი ა ქ ვ ს საქართველო, ნარკოვაჭრობა ყ ვ ა ვ ი ს დედაქალაქში, თბილისის ნებისმიერ უბანში დილადან საღამომდე ნ ა რ კ ო ტ ი კ ე ბ ი თ ,,გახურებული” ვ ა ჭ რ ო ბ ა ა, აქ ნებისმიერ ნარკოტიკს – ,,საქუჩოს”, ,,საუბნოს”, ,,საკლუბოს”, ,,საპრეზენტაციოს”, ,,საივენთოს”, ,,საყმაწვილოს”, ,,სასკოლოს” თუ ,,საბავშვოს” (როგორც დღეს ,,მოფერებით” ეძახიან, ყურს, რომ ,,ცუდად” არ მოხვდეს), ,,ხელმისაწვდომ” ფასებში, ადვილად და უწვალებლად შეიძენთ, გ ა ს ა ღ ე ბ ა და ,,სერვისი” იმდენად ,,დაიხვეწა”, რომ ნარკოტიკების ყ ი დ ვ ა ს, ინტერნეტით, სოც. ქსელებით და პირადი სატელეფონო გზავნილებითაც კი გ თ ა ვ ა ზ ო ბ ე ნ, როგორც ბ ი თ უ მ ა დ,  ისე ც ა ლ ო ბ ი თ, ,,საქონლის” ფართო ა რ ჩ ე ვ ა ნ ი თ ა და ,,ფასდაკლების” გათვალისწინებით.

,,დახლი” კი უ დ გ ა თ ყველგან, ცნობისმოყვარე ყმაწვილებს და ბავშვებს ითრევენ, წამლავენ, აავადებენ, ღუპავენ, კლავენ და თუ ურემი არ გადაბრუნდა (როგორც შარშან ანაკლიაში), ყიდვა-გაყიდვა დ უ ღ ს და ყ ვ ა ვ ი ს. ბავშვების თ ვ ა ლ წ ი ნ, უბნებში, ბაღებში და სკვერებში, ,,იღება” და ს ა ღ დ ე ბ ა ნარკოტიკები. ჩვენი მძიმე დ ე მ ო გ რ ა ფ ი უ ლ ი მდგომარეობის გათვალისწინებით კი, ეს ნ ა რ კ ო შ ე მ ო ტ ე ვ ა, ერის საწინააღმდეგო დ ი ვ ე რ ს ი ი ს ელფერს იძენს. მდგომარეობის მთელ ტ რ ა გ ი ზ მ ს ბუნებრივია გვერდს არ უვლის მისი უწმინდესობა საქართველოს კ ა თ ა ლ ი კ ო ს-პ ა ტ რ ი ა რ ქ ი, რომელიც საშობაო ე პ ი ს ტ ო ლ ე თ ი, სახელმწიფოს ,,ახალაგაზრდობის დაცვას”, ,,სასკოლო ასაკიდანვე მათი ცნობიერების ამაღლებას”, ,,ამ უმძიმეს სენთან უარყოფითი განწყობის შექმნას”, ,,სარეაბლიტაციო ცენტერების შექმნას” და ,,კომპლექსურ მიდგომათა განხორციელებას” თხოვს, რომელიც შეამცირებს ამ შავი ჭ ი რ ი ს გავლენას, მართლაც ,,გზააბნეულ” ყ მ ა წ ვ ი ლ ე ბ ზ ე.

სახელმწიფომ კი ახლა მაინც, მ ტ კ ი ც ე ნებით, ც ი ვ ი გონებითა და უ მ კ ა ც რ ე ს ი ხელით (კანონის ფარგლებში), უნდა შ ე ა მ ც ი რ ო ს (აღკვეთოს) საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა, ბრუნვა, ვაჭრობა და გასაღება, მკაცრად ა ლ ა გ მ ო ს ყველა ნარკო ვაჭარი, ი ზ რ უ ნ ო ს სნეულთა განკურნებაზე, მ ო ა ხ დ ი ნ ო ს ჯანსაღი წესით ცხოვრების პოპულარიზაცია, ხოლო საზოგადოებამ ხმა უნდა ა ღ ი მ ა ღ ლ ო ს და წინ უნდა ა ღ უ დ გ ე ს ,,თეთრ სიკვდილს”, რომელიც ბავშვების სულებით იკვებება!

ნარკოტიკი !

ნ ა რ კ ო ტ ი კ ი – (ბერძნ. „ναρκωτικός”) — პირველად ტერმინი, ანტიკური მ ე დ ი ც ი ნ ი ს ბერძენმა ვარსკვლავმა — ჰ ი პ ო კ რ ა ტ ე მ გამოიყენა, შემდეგ კი ბერძენმა ექიმმა გ ა ლ ე ნ ი ო ს მ ა, იმ წამლების აღსანიშნავად, რომლებიც იწვევდა ტკივილის გაყუჩებას ან დამბლას.

ნ ა რ კ ო მ ა ნ ი ა (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი”, „გაშტერება” და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე”, „ლტოლვა”, „მიდრეკილება”) კი დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც ნ ა რ კ ო ტ ი კ ე ბ ი ს მოხმარებითაა გამოწვეული.

ნებისმიერი ნ ა რ კ ო ტ ი კ ი ზემოქმედებს თავის ტ ვ ი ნ ზე და ნარკოტიკების ა რ ა ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო დანიშნულებით მ ო ხ მ ა რ ე ბ ა იწვევს:

ფ ს ი ქ ი კ უ რ ი უნარების – დაქვეითებას

მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი ასპექტების – დაქვეითებას

ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ი ს უნარის – დაქვეითებას

ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ი ს უნარის – დაქვეითებას

ფ ი ქ რ ი ს უნარის – დაქვეითებას

გ ა ნ ს ჯ ი ს უნარის – დაქვეითებას

კ ო ნ ც ე ნ ტ რ ა ც ი ი ს უნარის – დაქვეითებას

ს ი ტ უ ა ც ი ი ს შეფასების უნარის – დაქვეითებას

ე მ ო ც ი ე ბ ი ს – დაქვეითებას

მ ე ხ ს ი ე რ ე ბ ი ს -დაქვეითებას

ფ ი ზ ი კ უ რ ი აქტივობის – დაქვეითებას

მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ი ს – გაბუნდოვანებას

მ ო ძ რ ა ო ბ ი ს კოორდინაციის – დარღვევას

მ ა ნ ძ ი ლ ი ს განსაზღვრის უნარის – დაქვეითებას

დ რ ო ი ს შეგრძნების უნარის – დაქვეითებას

ს ი ვ რ ც ი ს შეგრძნების უნარის – დაქვეითებას

მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ი ს – შეცვლას (გაურკვევლობას)

გ ე მ ო ვ ნ ე ბ ი ს შეგრძნების – დაქვეითებას

ფ ს ი ქ ი კ უ რ – აშლილობას

ფ ს ი ქ ო ზ ს ჰ ა ლ უ ც ი ნ ა ც ი ე ბ ს ე ი ფ ო რ ი ა ს (მოკლევადიანს)

კ ე თ ი ლ დ ღ ე ო ბ ი ს შეგრძნებას (მოკლევადიანს)

ხ ა ს ი ა თ ი ს უარყოფით ცვლილებებს

ა პ ა თ ი ა ს მ ო ტ ი ვ ა ც ი ი ს შემცირებას

პ ი რ ო ვ ნ ე ბ ი ს აღქმის უნარის – დაქვეითებას

ტ კ ი ვ ი ლ ე ბ ს (ფიზიკურს)

თ ვ ი თ მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ი ს ჩადენის სურვილს

ნარკოტიკები გ ა მ ო უ ს წ ო რ ე ბ ე ლ ზიანს აყენებს: გ უ ლ ს,

ღ ვ ი ძ ლ ს,

თ ი რ კ მ ე ლ ე ბ ს,

ფ ი ლ ტ ვ ე ბ ს,

ს ა ს უ ნ თ ქ ორგანოებს

ი მ უ ნ უ რ სისტემას

მეგობრებო, მოერიდეთ და მოარიდეთ ახალგაზრდები, ყმაწვილები და ბავშვები ნარკოტიკებს, ნარკოტიკი კ ლ ა ვ ს!“,-წერს ზაზა ჭაია.

 

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. გამოსავალი იმის ცოდნაა რომ როგორ არ გახდნენ დამოკიდებულები. ასეთ ფინანსურად ძვირად ღირებულ დინებებს აკრძალვით მხოლოდ ბნელ კულუარებში გადაამისამართებთ სადაც გაცილებით მეტი დაფარული და უკონტროლო მსხვერპლი იქნება.ფინანსურ დინებებისჯებირებს შევწვდებით?

  2. ალკოჰოლურ სასმელებს და სიგარეტს უფრო მეტი ზიანი მოაქვს და ამაზე არაფერს ამბობთ ბ-ტნო ჭაია?!და თუ ასე გტკივათ ის რასაც წერთ?ეს ყველაფერი ისევ და ისევ სამართალ დამცავ ორგანოებში უნდა მოიკითხოთ და,რომ არა მათი ჩართულობა ამ სიბინძურეში ვერავინ გაბედავს მსგავსი სიბინძურის კეთებას. თუ არ იცით მე გეტყვით,რომ მოყოლებული კომუნისტების დროიდან ყველა ოპერმუშაკს ქონდა ნებისმიერი ნარკოტიკი,ნებისმიერი რაოდენობით და საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ კანონსაწინააღმდეგოდ და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს იყენებენ დღემდე.

  3. იმას, ვინც უკვე ეზიარა ამ საწამლავს, რასაკვირველია უდა შევთავაზოთ მკურნალობის სერვისები, რასაკვირველია თუ მოინდომებენ თავის დანებებას, რაც ძალზე იშვიათობაა, კაცი რომელიც წამალს გაიკეთებს, ჩამოხტომა ძალზე უჭირს, ან არ უნდა. ეს ერთი პრობლემაა. ამჟამად უფრო მწვავედ მომავალი თაობის როგორმე ფხიზლად შენარჩუნების საკითხი დგას. ეს ძალზე რთული საქმეა დღევანდელ პირობებში. ყოველი მხრიდან გვიტევენ რაც შეუძლიათ, რომ კარგად გაგვრყნან და შემდეგ იოლი სამართავები ვიყოთ. ჩემო ძვირფასებო, ალბათ მიხვდით რომ დღევანდელ საქართველოს ძალზე ჭკვიანი და ცბიერი მ ტ რ ე ბ ი ჰყავს “მეგობრების” ტყავში გადაცმული. და ამიტომაა საჭირო ერთად დგომა და ჩვენი უწმინდესის ნათქვამის კარგად გააზრება. დროზე მოვეგოთ გონს თორემ სულ მალე ძალზე გვიანი იქნება. მე ოჯკახი არ მეგულება, რომ ეს პრობლემა პირდაპირ ან ირიბად არ ეხებოდეს. მოკლედ რაღაცნაირად უნდა გავერთიანდეთ. ილია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here