Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: საქართველოში ნეოლიბერალებმა ტომრებით რომ ჩამოყარონ ფული, ქართველი ხალხი მათ გვერდით...

ნანა კაკაბაძე: საქართველოში ნეოლიბერალებმა ტომრებით რომ ჩამოყარონ ფული, ქართველი ხალხი მათ გვერდით მაინც არ დადგება!

“რამდენიმე ათეული წლის წინათ ამერიკაც ვერ იფიქრებდა, რომ რომელიმე საბჭოთა რესპუბლიკას ხელში ჩაიგდებდა, განსაკუთრებით საქართველოს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოცნება რეალობად ექცათ ამერიკასაც და ევროპასაც, მათ ციხე შიგნიდან გატეხეს და დაიწყეს საქართველოში აგენტურის დაფინანსება”

216

ამა წლის 15 სექტემბერსნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა და მათმა სატელიტებმა სხვადასხვა ქალაქში .. პატიული აქტივობები გამართეს, რომლებიც საკმაოდ აგრესიული იყო. ისინი ემუქრებოდნენ ხელისუფლებას და ამბობდნენ, რომ  მოვლენ ქვეყნის სათავეში, ანუ დაბრუნდებიან

ცოტა დაგვრჩა და დიდი გამარჯვების გოლს გავიტანთ თქვენთან ერთად”, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ 15 სექტემბერს ქუთაისში პარტიულ აქტივთან შეხვედრისას და დაამატა: “აი, ამის პირობას ვდებთ ახლა, თქვენ წინაშე. ლევანთან, ახალგაზრდებთან, ყველა თაობის ადამიანთან ერთად, რომლებიც დღეს მონდომებულინი არიან ერთი რამისთვის _ გავათავისუფლოთ საქართველო რუსებისგან, მოვიტანოთ ევროკავშირი საქართველოსთვის, დავიწყოთ მიშასთან ერთად დიდი აღმშენებლობის პროცესი. აი, ამას გავაკეთებთ ჩვენ”.

დესტრუქციული ძალები არეულობით გვემუქრებიან, რის გაკეთება შეუძლიათ მათ, ვისი ზურგით, ვისი იმედით? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებების დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ სამშობლოს მოღალატე ძალები დღეს აქტიურობენ იმისთვის, რომ საქართველო დაღუპონ… ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყეს ევროპამ და ამერიკამ.

რამდენიმე ათეული წლის წინათ კი ამერიკაც ვერ იფიქრებდა, რომ რომელიმე საბჭოთა რესპუბლიკას ხელში ჩაიგდებდა, განსაკუთრებით საქართველოს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოცნება რეალობად ექცათ ამერიკასაც და ევროპასაც, მათ ციხე შიგნიდან გატეხეს და დაიწყეს საქართველოში აგენტურის დაფინანსება _ ამერიკის დაქვემდებარებაში საქართველოს გადაყვანა. ეს პროცესი გრძელდება… ქვეყნის 20 პროცენტი თუ რუსეთს აქვს ოკუპირებული, 80 პროცენტი ამერიკა-ევროპის ოკუპირებულია და ამას აკეთებენ ის ძალები, რომელთა სახელის ხსენებაც კი მძულს. ესენი არიან მოღალატეები, როგორც ამბობენ, დესტრუქციული ძალები… მათ მიაჩნიათ, რომ ქართველები ამერიკისა და ევროპის უღელქვეშ უნდა ვიყოთ.

ჩვენ თვითმყოფადობა უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენი ადათი უნდა შევინარჩუნოთ. ამის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი _ სად, როგორ, ვისთან შევძლებთ ჩვენი იდენტობის შენარჩუნებას. იქით უნდა წავიდეთ, სადაც ჩვენი იდენტობა იქნება დაცული და არა იქით, სადაც ჩვენი თვითმყოფადობა ეჭვქვეშ დადგება. ქართველებს არავინ გვეუბნება, რა გველის ევროკავშირში… ჰორიზონტს გავყურებთ, მომავალში რა გველის, არავინ იცის…

_ ქართველმა საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანას მოღალატეები ჰყავს, მათი რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ გავლენებია დიდი ევროპისა და ამერიკის, რომლებიც მათ მართავენ. ამჟამინდელი მსოფლიო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რის დაშავება შეუძლიათ მათ საქართველოსთვის?

_ ჩვენ ვუპირისპირდებით ძალას, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაშალა, ჩვენ ვუპირისპირდებით დასავლელ ნეოლიბერალებს და არა ხაბეიშვილებსა და მისნაირებს… ხაბეიშვილვაშაძეხაზარაძეები აქ, საერთოდ, რა შუაშია?! ეს ხალხი სალაპარაკოდაც არ ღირს…

მსოფლიოში დაწყებულია პროცესი ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ. ახლა მნიშვნელოვანია, ნეოლიბერალებთან დაპირისპირებული ძალები რამდენად ძლიერნი არიან. თუ ნეოლიბერალიზმი მსოფლიოში დამარცხდება, ეს ჩვენც შეგვეხება, მაგრამ დამარცხებამდე ისინი საშიშნი არიან.

ქართველ საზოგადოებას აქვს მოთხოვნა, დაამარცხოს ეს სამშობლოს მტერი ნეოლიბერალები _ ვაშაძე, ხაბეიშვილი და სხვები, მაგრამ აქ გლობალურ ძალებზეა საუბარი. ნეოლიბერალების უკან უზარაზარი მაფია დგას მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც… მთავარია, ყურადღებით ვიყოთ. უნდა ვადევნოთ თვალყური, როგორ და რა ფორმით გაიმარჯვებენ კონსერვატორები ამა თუ იმ ქვეყანაში და ჩვენც ანალოგიური გზებით ვიაროთ.

_ საქართველოში მოქმედ ნეოლიბერალებს საზოგადოება პატივს არ სცემს, ხალხს სურს, დესტრუქციული ძალები ხელისუფლებამ შეაჩეროს

_ დასავლეთი საქართველოსთვის ბრძოლას არ შეწყვეტს და ამას ვხედავთ. დასავლეთმა პარტია შეუქმნა ლომჯარიას _ ქალს, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი და აცხადებდა: საქართველომ თავი შეირცხვინა უკრაინასთან  და ამ სირცხვილს მირჩევნია, ბომბებისგან მიღებული ცეცხლით ვიწვოდეთო. აი, ამ სიტყვების ავტორი დასავლეთმა დიდძალი ფულით დააფინანსა, ამით ყველაფერია ნათქვამი.

საქართველოს მოსახლეობისთვის ცნობილია ლომჯარიასა და ხაბეიშვილისნაირების იდეოლოგია, ისინი ყოფილი ნაციონალები არიან. ხალხს ახსოვს მათი იდეოლოგიის შედეგი.

12 წელიწადია, ეს დესტრუქციული ძალები ცდილობენ არეულობის მოწყობას, მაგრამ ვერ შეძლეს. ხალხი, ქართველი ხალხი მათ მხარეს არ არის… ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების სიმშვიდეც ქართველი ხალხის კისერზეა. ბრძენი ქართველი ხალხი არ დაუშვებს აქ არეულობას და ნეოლიბერალების დაბრუნებას. ხელისუფლებამ კი, სჯობს, პარტია გაწმინდოს ნაცებისგან, რადგან დრო ცოტაა არჩევმებამდე.

 2024 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია _ ლიბერალებს მძიმე დრო უდგათ. ყველგან, სადაც ნეოლიბერალები ბობოქრობენ, არჩევნებია ამ წელს და ცუდად აქვთ საქმე…

საქართველოში ნეოლიბერალებმა ტომრებით რომ ჩამოყარონ ფული, ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დადგება!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here