Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: მინდა, იმ უცხოელების გასაგონად ვთქვა, რომლებიც ახლა ბოკერიას აქეზებენ _...

ნანა კაკაბაძე: მინდა, იმ უცხოელების გასაგონად ვთქვა, რომლებიც ახლა ბოკერიას აქეზებენ _ თქვე დალოცვილებო, თუ იცოდით, რომ ბუჩამდე აფხაზეთი იყო, რატომ მოაწყვეთ პროვოკაცია უკრაინაში?! 

226

ხელისუფლება სახალხო დამცველის არჩევას .. არასამთარობოებს იმიტომ უთმობს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომედაციაში წერია ასე, და ამას აკეთებენ არაფრისთვის, რადგან ევროკავშირი არაფერს გვპირდება. სახალხო დამცველის არჩევნები გადაულოცეს დამნაშავეებს 12 პუნქტიდან ერთერთის შესასრულებლად

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 29 წლისთავზე, “ევროპული საქართველოსინიციატივით, სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან გაიმართა აქცია სახელწოდებითბუჩამდე იყო აფხაზეთი”…

ამ აქციას გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და ის შეაფასაამერიკის საელჩოსა და USAID-ის მიერ სტიმულირებულ პროვოკაციად, რომელიც აფხაზ საზოგადოებაში უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს.

გაუგებარია, რა მიზანი აქვს დღეს ენგურის ხიდთან ორგანიზებას აქციისა, რომელიც საქართველოსთვის არანაირი სიკეთის მომტანი არ არის და აფხაზ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას იწვევს. აშკარაა, რომ აქციის ორგანიზატორებს ამ შემთხვევაშიც ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი _ მეორე ფრონტის გახსნა”, _ განაცხადეს საპარლამენტო უმრავლესობიდანსიმართლის სათქმელადწამოსულმა დეპუტატებმა.

სიმართლე ვიცით, მაგრამ ამ სიმართლეზე რატომ არ რეაგირებენ დანაშაულის აღსაკვეთადვერ გავიგეთ. სწორედ ამ შეკითხვით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა კაკაბაძეს

_ რუხში, ენგურის ხიდთან აქცია სახალწოდებით “ბუჩამდე იყო საქართველო” ჩაატარა გიგა ბოკერიამ. ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია და მაინტერესებს, ახლა შეიტყო ეს ამბავი? როდესაც ხელისუფლებაში იყო, მაშინ რატომ არ ატარებდა მსგავს აქციებს? თუ ეს ყველაფერი მიმართულია მეორე ფრონტის გახსნისკენ?

ბოკერია რამდენიმე წლის წინათ იყო ხელისუფლებაში და სწორედ მან და მისმა ხელისუფლებამ მოხდინეს ომის პროვოცირება ცხინვალში, აღარ ახსოვს?!

ახლა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ვადევნებ თვალს და იქ დასავლელი სპიკერები, თუ რაც ჰქვიათ, რომ გამოდიან, საუბარს იწყებენ სიტყვებით _ “არაპროვოცირებული ომი უკრაინაში” და მიჩნდება განცდა, უფრო ზუსტად, ვიცი, რომ 2008 წელს საქართველოში პროვოცირებული ომი მოხდა. მინდა, ამ უცხოელების გასაგონად ვთქვა, მათ გასაგონად, ვინც ახლა ბოკერიას აქეზებს: თქვე დალოცვილებო, თუ იცოდით, რომ ბუჩამდე აფხაზეთი იყო, რატომ მოაწყვეთ პროვოკაცია უკრაინაში?! 

2008-ში ბოკერიასა და მისი ხელისუფლების ინტერესებში იყო ომი და ახლა იგივე ბოკერია ევროპელს დაიქმევს, აფხაზს, აფრიკელს თუ სხვა რამეს, მაინც ბოკერიაა და არის უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში. ხელისუფლებაში ყოფნისას ბოკერია მუდმივად ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს დასასვენებლად და ახლა რა შეიცვალა?!

ბოკერიას ქმედებები დღეს უფრო საშიშია, ვიდრე აქამდე იყო. ის ბრიყვი არ არის, ყველაფერს აკეთებს გამიზნულად, ამიტომ აუცილებელია, დაიკითხოს, ჰკითხონ _ როდის გააცნობიერა აფხაზეთი რომ დაპყრობილია, რომ ტერიტორიები დაკარგულიაამ შეკითხვებზე პასუხს თუ გასცემს, დავინახავთ, რომ მოღალატეა, აგენტია. ბოკერიას ქმედებებს საერთო არაფერი აქვს ჩვენი ქვეყნის ინეტერესებთან. ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, თავი ავარიდოთ ომს, საქართველო დენთის კასრზე ზის და ამ დროს ბოკერია და მისი დამქაშები მეორე ფრონტის გახსნის პროვოცირებას ცდილობენ…

_ დღეს ვითარება ძალიან მძიმეა ჩვენ გარშემო, ჩვენს რეგიონში და ყველა სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს, არათუ, ქმედებას. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ძალიან უარყოფითად შეაფასა ენგურის ხიდთან ჩატარებული აქცია. მან თქვა, _ ქართველები ომის პროვიცირებას ცდილობენო

_ ნათქვამია, “ურემი როცა გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო”. დაიბარონ გიგა ბოკერია, დაჰკითხონ, რადგან ომის პროპაგანდა ისჯება ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც. ბოკერიას საქციელი უნდა შეფასდეს, როგორც ომის პროპაგანდა.

28 სექტემბერს პარტია “დროამ” ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარება გადაწყვიტა… ესეც დაუშვებელია და მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამ ეს პროვოკაცია აღვეთა. აქვე ვიტყვი, რომ ხელისუფლებამ გარკვეული რეგულაციები უნდა შემოიღოს რუსეთიდან შემომსვლელთა მიმართ, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ვინ შემოდის და რა ხნით რჩება ქვეყანაში, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შეიძლება სასურსათო პრობლემა შეგვექმნას…

რაც შეეხება ხოშტარიასა და “დროას” აქციას, ვიტყვი, რომ ელენე ხოშტარიას საერთოდ არ ადარდებს, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა. მას სხვა ქვეყნიდან აქვს დავალება, რომ საქართველოში არიოს ვითარება. ხოშტარია და მისნაირები არასოდეს მუშაობდნენ ქვეყნის  სასარგებლოდ.

ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ: ის პარტიები, რომლებსაც დღეს ოპოზიციური ნიშა აქვთ დაკავებული, კრიმინალები იყვნენ _ ამ პარტიების წარმომადგენლები შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კრიმინალები იყვნენ ხელისუფლებაშიც და ახლაც, როდესაც ე.წ. ოპოზიცია ჰქვიათ. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო გადატრიალებით და მას შემდეგ პოზიციებს ინარჩუნებდნენ გაყალბებით, შანტაჟით, ძალადობით, მიტაცებით და .. ნაციონალებს მიტაცებული ჰქონდათ ხელისუფლება, დღეს კი მიტაცებული აქვთ ოპოზიციური ნიშა, თანაც ამას ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ახერხებენ, მათ სურთ ხელისუფლების ჩამოშლა და დამხობა, ამიტომ მათი ყოველი ქმედება გამოსაძიებელია. აუცილებლად უნდა გამოეძიებინათ 2008 წლის ომის მიზეზები და შედეგები, რადგან ომის დაწყებას უამრავი რამ უძღოდა წინ. მაგალითად, რატომ გადაერქვა კოდორის ხეობას სახელი და დაერქვა _ ზემო აფხაზეთი, რატომ გაზარდეს ცხინვალის ოლქის საზღვრები? და .. ახლაც საფრთხეებს ქმნიან და ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა

ხელისუფლება ცდება, როცა არ ცდილობს ამ ე.წ. ოპოზიციის განადგურებას და არ აძლევს შანსს სხვა ძალებს, რომ ჯანსაღი ოპოზიცია იყოს ქვეყანაში, ისეთი, რომელიც კონკურენციას გაუწევს. თუ ასე გაგრძელდება, “ოცნება” სულ ხელისუფლებაში დარჩება. ოცნებახელს უშლის დემოკრატიულ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში.

მესმის “ოცნების”, რომ ნაცების ყოფნა ოპოზიციაში ხელსაყრელია, რადგან ადვილი მოსაგერიელებლები არიან, ეს ხელისუფლებისთვის კომფორტულია, ხალხისთვის _ არა. კრიმინალებს ოკუპირებული აქვთ ოპოზიციური ველი, მათ ხელშია ყველა ტელევიზია და საინფორმაციო საშულებების დიდი ნაწილი, ეს ძალიან ცუდია.

_ თქვენსავით გაბრაზებული არიან ხელისუფლებიდან წამოსული დეპუტატები, რომლებიც არ ერიდებიან სიმართლის თქმასმათ დაუფარავად ისაუბრეს იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ენგურის ხიდთან გიგა ბოკერიას მისვლას და ძახილს _ “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”, მაგრამ ამ ამბავს რეაგირება არ მოჰყოლია. ხალხს გვაწვდიან ინფორმაციას, მაგრამ ხალხმა რა ქნას? ძალა ხომ ხელისუფლების  ხელშია და რეაგირებაც მისი პრეროგატივაა?

_ სულ მაგას ვამბობ, რომ გამოსაძიებელია ოპოზიციაში მყოფი ადამიანების კრიმინალური წარსული… საუბრობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების  ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე და არ მესმის, რატომ არიან ეს ადამიანები დაუსჯელები. ვფიქრობ, რაღაც თამაშთან გვაქვს საქმე… ფაქტების დეკლარირებას ახდენენ, მაგრამ გაუგებარია რისთვის, თუ მას რეაგირება არ მოჰყვება. თუ ეშინიათ, რომ დამნაშავის დაკითხვისა და დასჯის შემთხვევაში ამერიკას გაანაწყენებენ და ისევ მონური შიში აქვთ, მაშინ ეს ოთხი კაცი რისთვის გამოუშვეს, რატომღა ალაპარაკებენ?!

ვფიქრობ, მხოლოდ რეიტინგისთვის სჭირდებოდათ “სიმართლის თქმა”, რადგან დაპირებები ვერ შეასრულეს. არადა, ყველა არჩევნების წინ გვპირდებოდნენ, მომავალ წელს მივხედავთ ყველაფერსო, მაგრამ 10 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს, ხალხმა ნდობა დაკარგა, არჩევნებში გამარჯვება მმართველ გუნდს გაუჭირდებოდა და ამიტომაც შეიქნა საჭირო “სიმართლის თქმა”. მათი ყველა მხილება კრიმინალურ დანაშაულს ეხება, სისხლის სამართლის დანაშაულებზე საუბრობენ და არც ერთი საქმის გამოძიება არ დაწყებულა. “ოთხეულის” საუბარს ლოგიკური გაგრძელება არ აქვს, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე გათვლილი არ არის.

_ ქალბატონო ნანა, დეკემბერში ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიონ, ამ შემთხვევაშიც ხელი დაიბანა ხელისუფლებამ _ გადაწყვიტაეს საქმე მთლიანად ოპოზიციას გადაულოცოს, უფლებას აძლევს, ვინც უნდათ, ის აირჩიონ

_ დიახ, ხელისუფლებამ სახალხო დამცველის არჩევნები გიგა ბოკერიას და მის განაყოფებს მიანდო. სახალხო დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე მის არსებობას ვერ გრძნობს, მაინც მნიშვნელოვანია. ხელისუფლება არ რეაგირებს იმაზე, რომ ლომჯარიას რიგითი მოქალაქის ან რომელიმე პატიმრის ერთი საქმეც კი არ აქვს წარმოებული, მხოლოდ სააკაშვილსა და ნაცებზე მუშაობდა

ხელისუფლება სახალხო დამცველის არჩევას .. არასამთარობოებს იმიტომ უთმობს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომედაციაში წერია ასე. ეს პირდაპირ უნდა ითქვას და ამას აკეთებენ არაფრისთვის, რადგან ევროკავშირი არაფერს გვპირდება. სახალხო დამცველის არჩევნები გადაულოცეს დამნაშავეებს 12 პუნქტიდან ერთ-ერთის შესასრულებლად.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here