Home ახალი ამბები საქართველო ნამგალი და ურო

ნამგალი და ურო

ღვთისგან ბოლომდე განდგომილი და ზნეობისგან მთლიანად დაცლილი დასავლეთის სიკვდილისწინა პოლიტიკური ჰალუცინაციები

553

გასულ კვირას უკრაინის  რადამ პირველი წაკითხვით მიიღო კანონი მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის შესახებ. კანონპროექტი განსახილველად რადაში უკრაინის მთავრობამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით შეიტანა. ისტორიის, თანამედროვეობისა და მომავლის წინაშე ჩადენილი ამ დანაშაულის მონაწილეა ხელისუფლების ყველა შტოპრეზიდენტი, მთავრობა, რადა (პარლამენტი), რომლის 267-მა წევრმა ამ დანაშაულებრივ კანონს მხარი დაუჭირა, მოწინააღმდეგე და თავშეკავებული კი მხოლოდ 34 დეპუტატი აღმოჩნდა.

რას ნიშნავს ეს?

ვინ ებრძვის და რატომ ებრძვის მართლმადიდებლობას უკრაინაში და საერთოდ?

ცნობილი ფრაზა, რომელიც ზბიგნევ ბჟეზინსკის მიეწერება, ასეთია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი მთავარი სამიზნე მართლმადიდებლობაა!” არ აქვს მნიშვნელობა, ბჟეზინსკიმ თქვა ეს წინადადება თუ ვინმე სხვამ. მთავარი ის არის, რომ ეს ფრაზა ამერიკულ პოლიტიკურ განწყობას სწორად ასახავს. მართლმადიდებელი რელიგიის მიმართ დასავლეთის ამგვარ დამოკიდებულებას აქვს ახსნა: რუსეთისთვის საბჭოთა კავშირი ის გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური საყრდენი თუ იყო, რომელიც მას ფართო ასპარეზს აძლევდა, მართლმადიდებლობა სარწმუნოებრივმსოფლმხედველობრივი საყრდენია, რომელიც ამ სახელმწიფოს არანაკლებ სივრცესა და გასაქანს აძლევს, ვიდრე საბჭოთა კავშირი აძლევდა, ვინაიდან რუსეთი ამ უზარმაზარი რელიგიურფილოსოფიურკულტურული ერთობის ცენტრია, ამიტომ ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ასე წარმოუდგენიათ: საბჭოთა კავშირის დაშლა რუსეთისთვის გეოპოლიტიკური ფრთების შეკვეცა თუ იყო, მართლმადიდებლობის ნგრევა მისთვის სულიერი ფრთების შეკვეცა იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის რა ძალის დარტყმაც საბჭოთა კავშირის დაშლა იყო, მართლმადიდებლობის ნგრევაც იმავე ძალის დარტყმა იქნება.

ეს არის ამ საკითხის არსი.

ნათქვამი მაქვს და, როგორც ჩანს, ბევრჯერ მომიწევს გამეორება, რომ აშშ,  დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა მოქმედებდეს, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს. იმ ფაქტში, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკელებს რუსეთის დაშლის სურვილი ამოძრავებთ, ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ, რუსეთთან პირდაპირ ომში გარანტირებული გამარჯვების რესურსი რაკი არ გააჩნიათ, ისინი ამ ქვეყნისთვის იმ საყრდენების გამოცლის გზას დაადგნენ, რომელთა გარეშეც იგი საგრძობლად სუსტდება. ერთ შემთხვევაში ეს საბჭოთა კავშირი თუ იყო, მეორე შემთხვევაში მართლმადიდებლობაა. აი, რატომ იქცა მართლმადიდებლობა ამერიკელებისთვის მთავარ სამიზნედ მას შემდეგ, რაც მათ საბჭოთა კავშირის დაშლას მიაღწიეს. უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვა  დასავლეთის მიერ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ომის ერთი კონკრეტული გამოხატულებაა. დასავლეთის დამანგრეველ გავლენას თავი თუ ვერ დავაღწიეთ, ანალოგიური ვითარება,  დანარჩენ მართლმადიდებელ სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოშიც ძალიან მალე შეიქმნება.

ეს ამ საკითხის პოლიტიკური ასპექტია, მაგრამ მას სხვა ასპექტებიც გააჩნია. მეორე (პოლიტიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანი) ასპექტი ზნეობაა. მართლმადიდებლობასთან ბრძოლა იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელიც დასავლური იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების –  გარყვნილების, შემაკავებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გარყვნილებას ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ მოვლენის მიმართ ყველაზე შეურიგებელი მაინც მართლმადიდებლობაა. არც ერთ მართლმადიდებელ პატრიარქს არ ჰქონია გარყვნილებისა და დაცემის დასავლური კულტის წინაშე იმგვარი კაპიტულანტური დამოკიდებულება, როგორიც რომის პაპმა ფრანცისკემ გამოავლინა. “ჰომოსექსუალი ადამიანებიც ღვთის შვილები არიან. მათაც აქვთ უფლება, ჰყავდეთ ოჯახი”, –   ბრძანა კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. ამის შემდეგ აშშ-ის პოლიტიკური ლიდერები, რა თქმა უნდა, არ იტყვიან, კათოლიკური ეკლესია ჩვენი უპირველესი სამიზნეაო, მაგრამ მართლმადიდებლობა სამიზნედ აქციეს, ვინაიდან იციან, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს შეურიგდება დასავლურ გარყვნილებას. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიდგომა რომის პაპის მიდგომებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია: “ერთნაირქესიანთა ქორწინება ადამიანის არჩევანია, მაგრამ ეს ღმერთის წინაშე ჩადენილი ცოდვაა. ჩვენ ნაკლებად გვაშფოთებს ამ ცოდვის არსებობა. იგი ყოველთვის არსებობდა. ჩვენ ის გვაშფოთებს, რომ ადამიანთა მოდგმის ისტორიაში პირველად ვხედავთ ცოდვათაგან განწმენდის მცდელობას კანონთა მეშვეობით”. ეს არის, როგორც მას ისტორიულად ეწოდა, მესამე რომის, ანუ მართლმადიდებლობის თანამედროვე ცენტრის პოზიცია. ანალოგიურია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორ დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც.

აი, ეს არის განსხვავება ქრისტიანული რელიგიის ორ ძირითად მიმართულებას – კათოლიკეობასა და მართლმადიდებლობას შორის;

აი, სად იკვეთება ობიექტური, ფუნდამენტური სულიერი კავშირი ორ მართლმადიდებელ სახელმწიფოს – საქართველოსა და რუსეთს შორის.

აი, რატომ ცდილობენ ამერიკელები, საბჭოთა კავშირის კვალდაკვალ დაანგრიონ და ცხელი შანთით ამოწვან რელიგიური მიმართულება, რომელმაც მართლმადიდებლობის სახელით საუკუნეების განმავლობაში უზარმაზარი კულტურა შექმნა მსოფლიოში;

აი, რატომ ცდილობენ ამერიკელები, რომ მართლმადიდებელ სახელმწიფოთა შორის ყველგან შუღლი და სიძულვილი თესონ;

აი, რატომ ცდილობენ ამერიკელები, რომ რუსეთი და საქართველო მუდმივად დაპირისპირებულ სახელმწიფოებად დარჩნენ.

ამ დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ იმავე უკრაინაში, მართლმადიდებლობის ამკრძალავი კანონპროექტის განხილვისა და პირველი წაკითხვით მიღების პარალელურად იხილებოდა ე.წ. ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების დაშვების საკითხი. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმდინარე წლის მაისში ერთნაირსქესიანი ქორწინების შესახებ პეტიციის პასუხად მინისტრთა კაბინეტს დაავალა, დაემუშავებინათ კანონი რეგისტრირებული სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ. ეს კანონი  2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და ლეგალურს გახდის და მწვანე შუქს აუნთებს ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრებას უკრაინაში. რაც შეეხება ასეთი  წყვილებისთვის შვილების აყვანის უფლების მიცემას, უკრაინის პარლამენტის დეპუტატ ინა სოვსუნას განცხადებით, რომელიც შესაბამისი კანონპროექტის განხილვის ინიციატორია, იუსტიციის სამინისტრომ მხარი დაუჭირა ამ კანონის მიღებას. ე.ი., უკრაინაში სახელმწიფო დონეზე იკრძალება მართლმადიდებელი ეკლესია და, ამის პარალელურად, გზა ეხსნება ერთნაირსქესიანთა  ქორწინებასა და მათ მიერ შვილების აყვანას.

ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთის მედია იუწყებოდა უკრაინის არმიაში ათეულათასობით ლგბტ ჯარისკაცის არსებობის შესახებ.

ესტონეთის პარლამენტმა უკვე დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და მათ მიერ შვილების აყვანის უფლება.

მხოლოდ ეს მონაცემებიც კი სრულიად საკმარისია ჩვენ მიერ სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად – ვინ ებრძვის და რატომ ებრძვის მართლმადიდებლობას?  ამ მაგალითების ფონზეც კი, რომელიც მსოფლიოში შექმნილი უმძიმესი ვითარების მხოლოდ მცირე ფრაგმენტია, სავსებით ნათელია, რომ ეს უბედურება აშშ-დან და კოლექტიური დასავლეთიდან ვრცელდება მსოფლიოში და პლანეტაზე გასაბატონებლად მიმართული ღონისძიებების ორგანული შემადგენელი ნაწილია.

ამერიკელების ოფიციალური იდეოლოგია (დემოკრატია) თავიდან ბოლომდე ყალბია. ყალბია მისი შემადგენელი ყოველი კომპონენტი – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. სამაგიეროდ, ნამდვილია მათი არაოფიციალური იდეოლოგიამსოფლიოზე გაბატონება გადაბირების, მოსყიდვის, ძალადობის, ტერორის, ომების, ადამიანისა და საზოგადოების დეგრადაციის, გარყვნის, ცხოველური ინსტინქტების გაღვივების გზით.

აქედან გამომდინარე, გასაგებია,  რატომ ებრძვიან ეს ძალები მართლმადიდებლობასა და რუსეთს. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა ზნეობის ბურჯია, რუსეთი კი ცენტრია მსოფლიო მართლმადიდებლობისა, რომელიც ამერიკული წარმოდგენებით ამ სახელმწიფოს ხელში ისეთსავე ძალას იძენს, რა ძალაც საბჭოთა კავშირის ხელში ნამგალსა და უროს ჰქონდა, რომელიც არამხოლოდ შრომის, არამედ სამართლიანობის სიმბოლოც იყოსაერთო, საყოველთაო, დიდებული და, თუ გნებავთ, ღვთაებრივი სიმბოლო.

აი, რა იწვევს აშშ-ის ცხოველურ შიშს მართლმადიდებლობისა და რუსეთის წინაშე;

აი, რა არის მიზეზი აშშ-ის გააფთრებული ბრძოლისა მართლმადიდებლობისა და რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინაში განცდილი მარცხის შემდეგ აშშის მიერ მსოფლიოსთვის ასე საშიში ომის ხანძრის გაჩაღება ახლო აღმოსავლეთში გლობალური ქაოსის ახალი კერის გაჩაღების მცდელობაა, რაც შემადგენელი ნაწილი და გაგრძელებაა მართლმადიდებლობასა და რუსეთთან სამარცხვინო და ყოვლად უსამართლო ბრძოლისა.

სისტემურ კრიზისში ჩაფლული, ღვთისგან საბოლოოდ განდგომილი და ზნეობისგან მთლიანად დაცლილი ამერიკა გარდაუვალი დაღუპვის მოლოდინში მართლმადიდებლობასა და რუსეთთან ერთად სრულიად მსოფლიოს აუჯანყდა და, საბოლოო ჯამში, საკუთარ პოლიტიკურ ჰალუცინაციებთან ბრძოლაში გადაეშვა.

ვალერი კვარაცხელია                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here