Home ახალი ამბები საქართველო მზე ჩასვლის შემდეგაც მნათობად რჩება

მზე ჩასვლის შემდეგაც მნათობად რჩება

არმაზ სანებლიძის გახსენება

758

უკვე ორმოცი დღე გავიდა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის _ არმაზ სანებლიძის, ჩვენთვის კი, უბრალოდ, ძვირფასი ადამიანისა და უფროსი კოლეგისიმიერში გადასახლებიდან.

რა  სწრაფად გაირბინა დრომ…

მასავით გაუტეხელი ბუნების ადამიანს შეეძლო, ყოველთვის იქ ყოფილიყო, სადაც საჭიროდ ჩათვლიდა _ არ შეშინებოდა არც ჩერნობილის რადიოაქტიური დასხივების, არც ომში ტყვიების ზუზუნის… და მოემზადებინა რეპორტაჟები ცხელი წერტილებიდან.

ყველაფერ ამას კი მოჰყვა ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 1978 წელს დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით; 1986 წელს კი _ შრომის წითელი დროშის ორდენით, მიღებული ჰქონდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია; 1996 წელს გადაეცა ღირსების ორდენი ქართულ პრესაში, ტელევიზიასა და რადიოში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი  მამაცობისა და თავდადებისთვის; 2001 წელს _ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.

ბატონ არმაზს ამ ჯილდოებზე მეტად ამკობდა ის ადამიანური თვისებები, რომელთა გამოც მისმა გარდაცვალებამ გული ძალიან დაგვწყვიტა. ძალიან დაგვაკლდა, დაგვაკლდა და მოგვენატრა მისი ომახიანი ხმის გაგონება; ხუმრობა და საინტერესო მოგონებების მოსმენა; გამხნევება, ზოგჯერ ძალიან რომ გვჭირდებოდა; მოყვასის თანადგომა, რომელიც მას სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი; მეგობრული რჩევები, რომლებსაც აუცილებლად მიიღებდი და გაითვალისწინებდი, რადგან გულწრფელი იყო _ გულიდან მოდიოდა და გაძლიერებდა…

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” შემოქმედებითი კოლექტივი მას არასოდეს დაივიწყებს.

მზე ჩასვლის შემდეგაც მნათობად რჩება.

“საქართველო და მსოფლიო”

წყალტუბო. სტუმრად ოტია იოსელიანთან
გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here