Home ახალი ამბები საქართველო მთვარის დაბნელება – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე

მთვარის დაბნელება – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე

3835
მთვარის დაბნელება, რომელიც 170 წელიწადში ერთხელ ხდება, მსოფლიო ამ ფაქტის შემსწრე მიმდინარე წლის 31 იანვარს გახდა.

როგორც, ასტროლოგი  სოფია ბზეკალავა  “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, განსაკუთრებით ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებზე იმოქმდებს, თუმცა ასევე იგრძნობენ მძაფრად მორიელები, კუროები და მერწყულები.

“მეგობრებო, 31 იანვარს ველოდებით მთვარის დაბნელებას, ეს იშვიათი დაბნელებაა, ისეთი როგორიც 170 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე. ეს არის ე.წ “ცისფერი მთვარე” და მთვარის სრული დაბნელება ხდება ლომის ზოდიაქოს ნიშანში. შესაბამისად ყველაზე დიდი სიფრთხილისა და მობილაზიისკენ ზუსტად ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს მოვუწოდებ. (განსაკუთრებით მათ ვინც დაიბადა ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოს ათ რიცხვამდე რადიუსში). ასევე იგრძნობენ ამ დაბნელებას მძაფრად მორიელები, კუროები და მერწყულები. დაბნელების დღეებში 2-3 დღით წინ და უკან, ადამიანებში მატულობს ემოციური ფონი, შფოთვა, ბევრი სუსტი ფსიქიკის მქონე ინდივიდი მიდრეკილია გაუაზრებელი, იმპულსური საქციელისკენ. ასეთი ხალხი ხშირად ქვეცნობიერის კარნახით მოქმედებს ხოლმე დაბნელების ენერგეტიკიდან გამომდინარე ამიტომ არიან იმპულსურები, აგრესიულებიც რიგ შემთხვევაში. დაბნელება ააქტიურებს ადამიანის ღრმა ქვეცნობიერს. შესაბამისად ზედაპირზე ამოდის ყველა ის თვისება რომელსაც სხვა, ჩვეულებრივ დღეებში ასე თუ ისე ნიღბავს ადამიანი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ უახლოესი ერთი კვირა მაქსიმალური სიფრთხილით და წინდახედულებით გაიაროთ. გააქტიუროთ საკუთარ თავში ლომის ე.წ “დადებითი თვისებები”. – გამოიჩინოთ მაქსიმალური სიყვარული ახლობელი ადამიანების მიმართ, გულით მიიღოთ გადაწყვეტილებები, აღმოაჩინოთ და განავითაროთ საკუთარ თავში შემოქმედებითი უნარები, გასცეთ დიდი დოზით სიყვარული და რაც მთავარია გამოხატოთ ღიად, აქტიურად ეს გრძნობა”, – წერს ასტროლოგი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here