Home ახალი ამბები საქართველო „მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია“

„მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია“

1065

ჩვენი განათლებული მკითხველი ადვილად მიხვდება, ამ გენიალური ხალხური ანდაზის სათაურქვეშ რაზე და ვისზე გვექნება საუბარი.

დიახ, ამ 25-30 წლის წინათ მოყვრის ნიღბით საქართველოში შემოსული ანგლოსაქსები, იგივე აშშ, მოუშორებელ ჭირად ექცა საქართველოს. აშშ, რომელმაც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირისა თუ პარტნიორის სტატუსით დაგვაკარგვინა მიწიერი სამოთხე _ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი; დიახ, პირველ რიგში _ აშშ-მა და შემდეგ _ რუსეთმა. სტრატეგიული პარტნიორის (მოყვრად მოსული მტრის) დახმარების იმედით, ქართულმა არტილერიამ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მეორე დღიდან ქართული ჯარი მცირე ხნით (სანამ რუსეთის „ჟანგიანი“ ტანკები როკის გვირაბით შემოვიდოდნენ ცხინვალში) აკონტროლებდნენ ცხინვალსა და მის ახლომახლო მდებარე რამდენიმე სოფელს, რომლებსაც „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა რამდენიმე დღის შემდეგ ცინიკურად უწოდა ქვების გროვა. რუსეთის დანაშაული იყო ის, რომ დე ფაქტო ისედაც დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლოს „ქვების გროვა“ დე იურედაც დამოუკიდებლად აღიარა. მას შემდეგ, რომ იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ე.წ. კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ის ხელმძღვანელობით, რუსეთის დაშლის უტოპიურ ამოცანაზე ოცნებას ვერა და ვერ შეელია და, აჰა, დადგა ამა წლის 24 თებერვალიც, დღე, როდესაც რუსი „აგრესორები“ დონბას-ლუგანსკის დასაბრუნებლად შეტევაზე გადავიდნენ. დიახ, დასაბრუნებლად, რადგან ეს ტერიტორიები, კიევის ჩათვლით, არასდროს ყოფილა უკრაინის _ ამიტომ უწდებენ რუსები კიევს ასე _ Мать городов русских. მოკლედ, ერთი რამ ცხადია: 24 თებერვლის შემდეგ კაცობრიობა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ეს რომ ასეა,  უკრაინის მიწაზე აშშ-და და რუსეთს შორის მიმდინარე ომიც მოწმობს. რუსეთს ებრძვის „დემოკრატიულ“- ლიბერასტული ე.წ. კოლექტიური დასავლეთი აშშ-ის „თამადობით“. მაგრამ, უკაცრავად და, ჯერჯერობით ფეხები ვერ მოჭამეს _ პუტინი ნელა, მაგრამ გეგმაზომიერად წინ მიიწევს. ერთი შეხედვით თითქოს პარადოქსია, მაგრამ რუსეთის არმიის ასეთი „სიზანტე“ იმის ბრალია, რომ პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს მაქსიმალურად უფრთხილდება, რადგან რუსეთის პრეზიდენტს კარგად ესმის: მოძმე სლავებს შორის ომი ძმათამკვლელი ომია და და სლავები, რაც მეტს დახოცავენ ერთმანეთს, მით უკეთესია უკრაინაშიმოყვრად მისულიანგლოსაქსებისთვის.

 24 თებერვლის სინდრომი (თუ ასე თქმა უპრიანია) ზემოხსენებული გლობალური მასშტაბით მოთამაშე გიგანტებთან შედარებით პატარა ჭანჭიკ საქართველოსაც შეეხო _ 24 თებერვლის შემდეგ აღარც საქართველოა ისეთი, როგორიც მანამდე იყო…    „ოცნებიდან“ გასულმა „ტროიკამ“ აშშ-ის ელჩ კელი დენგანს მეორე ღია წერილით მიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, პირველის ბედს გაიზიარებს _ წაუკითხავად მოისვრიან უნიტაზში. სამაგიეროდ, ქალბატონმა კელიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა კეზერაშვილის ნულოვანი რეიტინგის მქონე ტელევიზია „ფორმულას“…

  გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მასალის მოკლე სათაური იტევს ჩვენი ცხოვრების დიდ ტრაგიკომედიას _ 30 წელიწადია, რაც ვითომდა მოყვრად მოსული ანგლოსაქსები, ევროკავშირის შარლ მიშელები, ურსულა ფონ დერ ლაიენები და უთვალავი შინაური თუ გარეული .. არასამთავრობო ხლისტები (არაფერს ვამბობ კუბილიუსების მსგავს ევროლიფსიტებზე) საქართველოს  სახელმწიფროების უბოროტესი მტრები არიან. ამაზე ვწერდით 13 წლის განმავლობაში, ანუ გაზეთ „საქართველო და მსოფლოს“ დაარსებიდან დღემდე…

 მას შემდეგ, რაცტროიკამაშშის საელჩოსა და ელჩ კელი დენგანის შესახებსაიდუმლომასალები გამოაქვეყნა, თავმოყვარე და, რაც მთავარია, სუვერენული სახელმწიფო ღია წერილების წერას კი არ დაიწყებდა, არამედ, სულ ცოტა, საგარეო სამინისტროში დაიბარებდა კელი დეგნანს, რომელიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებით ყოფილა დაკავებული. და, წესით, აშშის ელჩი საქართველოს პრეზიდენტს პერსონა ნონ გრანტად უნდა გამოეცხადებინა და ქვეყნიდან გაეძევებინა.

აშშ-ის ელჩის დუმილი ამ შემთხვევაში პასუხია და იმას ნიშნავს, რომ ყველა მინისტრი და პრეზიდენტიც კი კელი დეგნანია, ანუ აშშ. ვირი ხეზე უფრო ავა, ვიდრე კელი დენგანს საქართველოს საგარეო სამინისტროში გამოძახებას გაუბედავენ.

კელი დეგნანი

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დასავლური (საითაც მივდივართ) მედიასტანდარტებით, დიდი პოლიტიკური სკანდალია, რომელზეცდემოკრატიულიმედია ხმას არ იღებს. ეს უეჭველი დასტურია იმისა, რომ თბილისში აშშის საელჩოს ქმედება თუ უმოქმედობა კელი დენგანის თვითშემოქმედება კი არა, აშშის საგარეო პოლიტიკის ვექტორია. ნებისმიერ ფასად უკრაინარუსეთის ომში საქართველოს ჩათრევა კი მეორე ფრონტის გახსნაა. უკრაინელი ფსევდო სამხედრო ექსპერტთა აზრით, რუსეთის ცოცხალი ძალისა და ათიათასობით (დიახ თვალი არ გატყუებთ, ასეთი იდიოტური მოსაზრებებიც არსებობს) ერთეული სამხედრო ტექნიკის მეორე ფრონტზე გაგზავნით უკრაინაში საომარი ვითარება ბანდერელ ფაშისტთა სასარგებლოდ შეიცვლება. იმაზე კი არავინ ფიქრობს, რომ მეორე ფრონტის შემთხვევაში რუსეთის არმიას ბევრი მანევრი არ დასჭირდება, რადგან, ერთი მხრივ, აფხაზეთის და, მეორე მხრივ, ცხინვალის სამხედრო ბაზებზე დაქოქილ ტანკებს “პაემანის” ადგილად თბილისს მოუნიშნავენ. შედეგად, 3-4 დღეში აფხაზები და ოსები ქართველებზე მორიგი გამარჯვების ნიშნად თავისუფლების მოედანზე შამპანურის ბოთლებს „ააფეთქებენ“.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ჯარისკაცთა ვაჟკაცობაში დარწმუნებული ვარ, ვიმეორებ: ომი თუ მოხდა, დიდხანს ვერ გაგრძელდება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი .. დეკაბეს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრია და რუსეთის უმძლავრესი სამხედრო ბაზა, რომელიც ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებს, ჩვენგან ახლოს, ქალაქ გიუმრიშია განლაგებული.

30 წელიწადია, სტრატეგიული მეგობარი აშშ აფხაზებსა და ოსებთან ერთი ერთზე მოლაპარაკების ნებას არ გვაძლევს. ამერიკელები უხეშად ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში და თავხედურად მიგვითითებენ, ვინ დავიჭიროთ და ვინ გავათავისუფლოთ ციხიდან;

50 მილიონის მომპარავ გიგი უგულავას, მწამებელ ბაჩო ახალაიასა და პროფესიონალ მკვლელ ჟორიკა რურუას, რომელმაც ვერაზე ოთხსულიანი ოჯახი ავტომატით ჩაცხრილა და რომელსაც გაუჭირდება, ზუსტად გაიხსენოს, რამდენი კაცი მოუკლავს, პოლიტპატიმრის სტატუსით რომ გაათავისუფლებინებ ციხიდან, ეს არის სტრატეგიული მოკავშირეობა?

“ოცნებიდან” „გასულებო“, ერთი მხრივ, ღია წერილების მთები დააყენეთ, რომელთა მიხედვით, აშშ-ის დიპმისია საქართველოდან გასაძევებელი კი არა, დასახვრეტია და, მეორე მხრივ, ამერიკასთან სტრატეგიულ მოკავშირეობას ხოტბა-დიდებას ასხამთ?! არ არის ეს ორმაგი სტანდარტებით თამაში, რაშიც სხვებს ამუნათებთ?

თუ კიდევ აპირებთ წერილების წერას, ჯობია, წინამდებარე წერილის სათაური  ასე გადააკეთოთ: ანგლოსაქსებო, დროზე აახვიეთ საქართველოდან და ერთმორწმუნე რუსეთთან თვისობრივად ახალ ურთიერთობებს მოყვრულად მოსული მტრების, ანუ თქვენ გარეშე დავამყარებთ!”

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here