Home ახალი ამბები მსოფლიო mpsh.ru: ბულგარეთისა და რუმინეთის ეკონომიკების კრახი ევროკავშირში შესვლის შემდეგ

mpsh.ru: ბულგარეთისა და რუმინეთის ეკონომიკების კრახი ევროკავშირში შესვლის შემდეგ

3518
ბულგარეთი

ობივატელის თვალთახედვით, ევროინტეგრაციის პროცესი ნირვანაში ჩაძირვის ან მიწიერ სამოთხეში აღზევების მსგავსი რამ უნდა ყოფილიყო. ბოლო 15 წლის უმნიშვნელოვანესი ლოზუნგი იყოევროინტეგრაცია უპირველეს ყოვლისა!”. რეფორმებით გამოწვეულ ტკივილს, ეკონომიკურ პრობლემებს, ყველა არეულობასა და შეუსაბამობას ამართლებენ ან ევროინტეგრაციისთვის გაღებული მსხვერპლით, ან იმით, რომ ქვეყანამ ნაკლებად იზრუნა ევროინტეგრაციის დაჩქარებაზე.

რა შერჩა ხელთ რუმინეთისა და ბულგარეთის ხალხებს ევროინტეგრაციის შემდეგ, რომელიც ამჟამადაც გრძელდება? დღეს განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ ანგრევდნენ ამ ქვეყნების ეკონომიკებს.

2004 წელს რუმინეთში პრივატიზებულ იქნა სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrom-ი. ლოზუნგი ასეთი იყო: “ჩვენ უნდა გადავიხადოთ ევროკავშირში შესასვლელი ბილეთის ღირებულება!”. “პეტრომი” იყიდა ავსტრიულმა კომპანია OMV-მ. ევროპელი მოხელეები, რომლებიც მიაწყდნენ ბუქარესტს, ხელისუფლებას არწმუნებდნენ, რომ ემოქმედა პრინციპით _ სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკის მართვაში საშინელი ანტიევროპული ბოროტებაა, თუმცა თვითონ არ ჩქარობდნენ თავიანთ ქვეყნებში ამ “მთავარი პრინციპის” განხორციელებას.

პრობლემა იყო ის, რომ ავსტრიელების მიერ გადახდილი საფასური 15 პროცენტითაც ვერ ანაზღაურებდა ნავთობის მოძიებული მარაგის ღირებულებას, ესეც იმ ტექნიკისა და მომსახურე პენსონალის ანაზღაურების ჩაუთვლელად, რომლებიც საძიებო სამუშაოებში იყო ჩართული. ზუსტი ციფრები, ავსტრიელთა და რუმინეთის მთავრობის გარდა, არავინ იცის: კონტრაქტის გარკვეული ნაწილი გასაიდუმლოებულია, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან არ გაანაწყენონ ელექტორატი.

რუმინეთის ნავთობთან დაკავშირებული სიტუაცია ნეოკოლონიალიზმის თვალსაჩინო მაგალითია.

შეიძლება მავანმა თქვას, რომ ევროკავშირი დაეხმარა რუმინეთს ტერიტორიულ დავაში, რომლის საგანი კუნძულ ზმეინის შელფი იყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ რუმინეთი თითქმის არაფერს მიიღებს იქ აღმოჩენილი რესურსებიდან, რადგან ამ მარაგის მოპოვებას ავსტრიელები და ამერიკელები იმ ხელშეკრულების თანახმად განახორციელებენ, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიდო.

ევროკავშირისკენ მიმავალი ხანგრძლივი და მძიმე გზის ბოლოს გაირკვა, რომ რუმინელები თავიანთ ქვეყანაში არენდატორების როლში აღმოჩნდნენ, ბანკებიც სხვისია, ნავთობიც და სავარგულებიც. ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ილუზია იაფი ევროპული კრედიტებისა უძრავი ქონების ბუმის წყალობით არსებობდა. სპეკულატიური ბუმი დამთავრდა, დარჩა ვალები, ქვეყანა კი აღარ არსებობს.

ახლა ბულგარეთი განვიხილოთ.

ბულგარეთი კი შევიდა ევროკავშირში, მაგრამ ევროკავშირი არ შევიდა ბულგარეთში. ქვეყანაში დარჩა იგივე კორუმპირებული მთავრობა, იგივე სინდისგარეცხილი მოხელეები გამრავლებული ევროკავშირის მკაცრ ნორმატივებსა და წესებზე.

უნიჭო მთავრობამ დააგროვა ევროკავშირის კრედიტები, ამ ევროპულმა გაერთიანებამ ქვეყანას თავს მოახვიაახალიეკონომიკური პოლიტიკა, მკაცრი პირობები, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, დაანგრია ბულგარეთის ეკონომიკა.

მეთოდურად განადგურდა მთელი ინდუსტრია, გაიყიდა ყველაფერი, რისი დაჭრა და ჯართად გატანა შეიძლებოდა. მთლიანად განადგურდა სოფლის მეურნეობა. მართალია, ნება დართეს, მეცხოველეობის დარგში გაეგრძელებინათ საქმიანობა, მაგრამ დააწესეს თავიანთი მიზერული შესასყიდი ფასები, რამაც გააღატაკა გლეხობა. ასე მოხდა ყველა დარგში. ქვეყანა სრულად იმპორტზეა დამოკიდებული.

ჩვენ სხვა ცხოვრება გვინდოდა, ასეთი _ არა. ჩვენ სამარცხვინოდ მოგვატყუეს. ისე შეგვათრიეს ევროკავშირში, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. დასავლურმა პროპაგანდამ წაგვლეკა. ვიმედოვნებდით, რომ ევროკავშირში შესვლით ცხოვრებას გავიუმჯობესებდით. არა! ცხოვრება არ გაუმჯობესებულა. ცხოვრება აუტანელი გახდა!” _ ასეთია ბულგარეთის მოსახლეობის სულის ყივილი.

ბულგარეთისა და რუმინეთის ევროკავშირში შესვლა ერთი მუჭა ამერიკელი ოლიგარქებისთვის იყო მომგებიანი, რომლებმაც სახალხო მეურნეობისა და საერთო ეკონომიკის განადგურებაზე ხელი საკმაოდ მოითბეს. ამ ქვეყნებში კარგად მხოლოდ ზოგიერთი ცხოვრობს, უმეტესობას ძლივს გააქვს თავი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here