Home ახალი ამბები საქართველო მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის რეგიონულ კონფერენციაში

მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის რეგიონულ კონფერენციაში

88

ყველა ადამიანს აქვს უფლება ეპყრობოდნენ ღირსებით, პატივისცემით, ჰქონდეს თავისუფლად ცხოვრების უფლება, შიშის გარეშე, განურჩევლად იმისა, ვინ არიან ან ვინ უყვართ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის რეგიონულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, განვიხილავთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას LGBT Q+ თემი საქართველოსა და რეგიონში. ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებები პოლიტიკის პრიორიტეტის რანგში აქვს, რადგან გვჯერა , რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ეპყრობოდნენ ღირსებით, პატივისცემით, ჰქონდეს თავისუფლად ცხოვრების უფლება, შიშის გარეშე, განურჩევლად იმისა, ვინ არიან ან ვინ უყვართ. მათი ეს უფლება არ შეურაცხყოფს სხვის უფლებას, არ ლახავს საზოგადოებას, კულტურას ან ტრადიციას. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომელიც განმტკიცებულია როგორც აშშ-ის, ასევე, საქართველოს კონსტიტუციაში და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა კონვენციაში. ეს ძალიან ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ადამიანს უნდა ეპყრობოდნენ ღირსებით, პატივისცემითა და ტოლერანტობით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here