Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “მართლა მასობრივად დაბოლდით?! აირჩიეთ ან უხელფეხო საქართველო, ან NATO!“

“მართლა მასობრივად დაბოლდით?! აირჩიეთ ან უხელფეხო საქართველო, ან NATO!“

2325

მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.

“მართლა მასობრივად დაბოლდით?!

ისტორიული ტყუილის ისტერიული გადაწყვეტილება!!!

ახლა კარგად მომისმინეთ: როგორ შეიძლება, მე არ მინდოდეს ევროპა?

მე, რომელსაც მთელი ოჯახი საფრანგეთსა და შვეიცარიაში მყავს?

როგორ შეიძლება, მე არ მინდოდეს NAთO-ს ძლევამოსილებით ზურგის გამაგრება???

მაგრამ მაშინ რა გამოდის?

ჩემს წარსულს ვუღალატო?

ჩემი მეგობრები დავივიწყო,

ვისი სისხლითაც მოირწყა აფხაზეთი და ე.წ.სამხრეთ ოსეთი??

გახსოვთ, ზაფხულში ევროკავშირი და ეუთო ერთმანეთის წინსწრებით რომ ულოცავდნენ ბიბილოვს გაპრეზიდენტებას, მაშინ რატომ დადუმდით?

ხომ გაფრთხილებდით, მახეა-თქო?

ხოდა, ახლა აირჩიეთ ან უხელფეხო საქართველო, ან NAთO!

მე პირადად მტკაველიც არ მემეტება!

P.შ. არავინ დაიწყოს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები…
მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით!
ამოცანა მარტივია – ან ვიჭრით ჯიგარს, ვივიწყებთ ჩვენი ბიჭების დაფლეთილ სულებს და სხეულებს,
ვაჟანგებთ ხმალს და რუქაზე ბათუმს, მარნეულს, ახალციხეს და ახალქალაქსაც თვალს ვარიდებთ,
როგორც პოტენციურად დასაკარგად გამზადებულ ტერიტორიებს,
ან ვაგრძელებთ იმ იმედით ცხოვრებას, რომ ოსი და აფხაზი ძმები, მალე ისევ ჩვენი განუყოფელი სანათესაო და სამეგობრო გახდება, თორემ მარტო
შავი მიწა-უპატრონო მკვდარსაც აყრია“,-წერს მოროშკინა.

 

2 COMMENTS

  1. რა ყველას დაგიღიათ პირი და ერთი და ლაპარაკობთ.თქვენ მინისტრებო და მოადგილეებო თუ რამის გაკეთება გინდათ ქვეყნისთვის დავდაღუნულმა და ჭორიკნობის გარეშე გააკეთეთ.აბა რა შევიდეს ისტორიაში თქვენი წამხდარი სულის ამოძახილები.ან როდის იყო ვინმეს რამე გაინტერესებდათ ერთი ადგილის გარდა?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Kakha Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here