Home ახალი ამბები მსოფლიო მოლდოვაში მომიტინგეებმა რუსეთთან თანამშრომლობის განმტკიცება მოითხოვეს

მოლდოვაში მომიტინგეებმა რუსეთთან თანამშრომლობის განმტკიცება მოითხოვეს

55

მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის სამი დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებმა მიტინგი გამართეს და ფასების მომატება გააპროტესტეს. მათ, აგრეთვე, მოითხოვეს მოლდოვასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება.

აქციები გაიმართა კომრატში (ავტონომიის დედაქალაქი), ვულკანეშტახსა და ჩადირლუნგეში, ორგანიზატორები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და გაგაუზიის სახალხო საკრებულოს (ადგილობრივი პარლამენტი) დეპუტატები. მიტინგი გადაიცემოდა სოციალურ ქსელში, _ იუწყება “რია ნოვოსტი”.

მანიფესტანტები სკანდირებდნენ: “ძირს მაია სანდუ!”, “არა ფასების მატებას!”, “გაგაუზია მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრობას!”, “გაგაუზები და მოლდოველები ძმები არიან!”, “მოლდოვა, რუსეთი!”.

გამომსვლელებმა გააკრიტიკეს ქვეყნის ხელმძღვანელობა და ფასების მატების ფონზე მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს. კომრატში აქციის მონაწილეებმა მიიღეს საერთო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნეს მოთხოვნები ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

28 ივლისს დეპუტატებმა 8 აგვისტომდე გაახანგრძლივეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომლის მიხედვით აკრძალულია მასობრივი საპროტესტო აქციებისა და მანიფესტაციების გამართვა. ამ მომენტში პარლამენტის შენობასთან ლოზუნგით “ძირს რეჟიმი!” მიტინგი გამართეს პარტია სოციალისტების მომხრეებმა, რომელსაც ცოტა ხნის წინათ სათავეში ედგა სახელმწიფოს ყოფილი მეთაური იგორ დოდონი. მომიტინგეებმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და მმართველ პარტია “მოქმედება და სოლიდარობას” ბრალი დასდეს, რომ მათ გამო რესპუბლიკაში ინფლაციამ 32%-ს მიაღწია და ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ისეთი ტარიფები დაწესდა,  რომ მოსახლეობას გადახდა ძალიან უჭირს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here