Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი:  სწორედ ახლა უნდა დავსხდეთ ქართველები და რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან; დავსხდეთ...

მიხეილ ჟღენტი:  სწორედ ახლა უნდა დავსხდეთ ქართველები და რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან; დავსხდეთ იქ, სადაც მოსახერხებელია _ მოსკოვში, თბილისში, სოხუმში, ცხინვალში, მინსკში, სადაც გნებათ, ოღონდ დავიწყოთ

“დაიწყება 30-წლიანი კოლონიზაციის დასასრული, თუ “ოცნებამ” სწორად გამოიყენა ის ისტორიული შანსი, რომელიც ბოლო წელს გაჩნდა”

435

რუსეთის ნაციონალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან კომუნიკაციის ზრდის რეჟიმი გამოიკვლია. ამ კვლევამ, რომელიც 2022 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მიმდინარეობდა, აჩვენა ასეთი შედეგი: რუსეთთან მეგობრულად განწყობილია 8 პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მათგან ორს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვს, 4 კი არამეგობრულად არის განწყობილი. აღნიშნულ ცხრილში საქართველოც შედის. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს რუსეთთან მეგობრულობის სარეიტინგო მაჩვენებელი 4,4 პროცენტი ჰქონია, 2022 წელს კი 24, 2 პროცენტი აქვს.

რუსეთის ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ვლადისლავ გასუმიანოვი წერს: მეგობრულობის რეიტინგი _ ეს არის ორიენტირი როგორც რუსეთისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. რუსეთისთვის  ეს არის შესაძლებლობა, შეაფასოს და გადახედოს მეზობლებთან ურთიერთობის პერსპექტივებს, მათთან ურთიერთობების სისტემასა და მიმართულებებს; მეზობლებისთვის კი არის დაფიქრების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და საათების გასწორების საბაბი. დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ის, რასაც დღეს გააკეთებთ, არა მხოლოდ აისახება მომავალზე, არამედ განსაზღვრავს მას. რუსეთი იყო და რჩება ევრაზიული სივრცის სისტემის შემქმნელ სახელმწიფოდ და გლობალური პროცესების მთავარ სუბიექტად. რუსეთი თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად სწორედ ახლა უყრის საფუძველს მომავალ ურთიერთობებსა და ახალ მსოფლიო წესრიგსთითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რა ადგილს დაიკავებს ის კოორდინატთა ახალ სისტემაშიმიუხედავადკოლექტიური დასავლეთისუპრეცედენტო ძალისხმევისა, შექმნას აგრესიული გარემო რუსეთის ირგვლივ, ჩვენ ვხედავთ მეგობრულობის ზრდას სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებს შორის. …რუსეთი ყოველთვის მიმზიდველი იყო თავისი სულიერებით, კულტურით, დახმარებისა და სამართლიანი სამყაროს შექმნის სურვილით. მატერიალური ფასეულობები არ იყო რუსების მთავარი მიზანი. რუსეთი არ აზროვნებდა კულტურული უპირატესობის, ჰეგემონიზმისა და კოლონიალიზმზის კატეგორიებით. ჩვენ არ გვყავდა მონები და არ ვამცირებდით ხალხებს. რუსეთმა თავისი წვლილი შეიტანა სხვა ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში. და დღეს რუსეთი გვთავაზობს მსოფლიო წესრიგის მოდელს, რომელშიც არ არიან პრივილეგირებულნი და გარიყულები; სადაც არ არის პირველი, მეორე და მესამე სამყარო; სადაც დიალოგი შესაძლებელია თანაბარ პირობებში; სადაც ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სანქციების, სიღარიბისა და საერთაშორისო იზოლაციის შიშის ქვეშ. ამ ფონზე სავალალოა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი პატარა ქვეყნების ყურება. ისინი ხტებიან მიმავალი მატარებლის ბოლო ვაგონში, რომელიც უფკრულისკენ მიექანება…”

სათქმელი ღიად ითქვა. ახლა მთავარია, რას მოიმოქმედებს ქართული მხარე, საქართველოს ხელისუფლება.

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი _ მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

_ დაიწყება 30-წლიანი კოლონიზაციის დასასრული, თუ “ოცნებამ” სწორად გამოიყენა ის ისტორიული შანსი, რომელიც ბოლო წელს გაჩნდა. რატომ ვახსენებ კოლონიზაციას? სსრკ-ის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, როგორც “ტროფეი”, ისე გადაეცა აშშ-ს, მათ შორის, რუსეთიც ელცინის მეთაურობისას. კარგად მახსოვს 1993-2000 წლების რუსეთი. იმხანად ჯერ პარლამენტის სპიკერის თანაშემწე გახლდით, მოგვიანებით _ ,,საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის” აღმასრულებელი მდივანი. იქ, რუსეთში, იმ პერიოდში რუსს თითქმის ვერ ვპოულობდი. კი, იყვნენ რუსული გვარებით, მაგრამ დასავლური მენტალობით, საქართველოშიც ანალოგიური რამ ხდებოდა, განსაკუთრებით _ 1996 წლიდან, როდესაც საქართველო გადაეშვა დასავლურ ჭაობში. დიახ, გზა, რომელსაც დავადექით, ჩვენთვის ჭაობი აღმოჩნდა…

რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი? დღეს ჩვენ გაგვიჩნდა ისტორიული შანსი და ეს მოხდა არა ჩვენი მცდელობის შედეგად, არამედ დრომ მოიტანა, მაგრამ საქართველომ უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯი და “ოცნების” ხელისუფლებამ თავიც და ქვეყანაც უნდა გადაარჩინოს _ სასწაფოდ დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, სწორედ ისე, როგორიც ეს გააკეთა ორგანიზციამ “სოლიდარობა მშვიდობისათვის”. ვთვლი, რომ აუცილებელია ბოლო 33-34 წლის სრული ანალიზი, როგორც აქ, ისე მოსკოვში. აუცილებელია აღიარება იმ კატასტროფული შეცდომების, რომლებიც რუსეთმა დაუშვა ჩვენთან ურთიერთობაში, ხოლო ჩვენ დავუშვით აფხაზი და ოსი ხალხების წინაშე…

დღეს ხშირად ისმის რუსულ სატელევიზიო სივრცეში, რომ დღემდე რუსეთი რჩება ნახევრადკოლონიურ მდგომარეობაში დასავლეთთან, განსაკუთრებით, საბანკო-საფინანსო კუთხით. ამ ფონზე საქართველოს ეკონომოკის ზრდას რუსეთი უზრუნველყოფს, თუ რით უზრუნველგვყოფს, ეს გრძელი ჩამონათვალია და არ დავღლი მკითხველს… მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორისაა, ჩვენი ქვეყანა, ალბათ, ერთადერთია (ბელარუსს თუ არ ჩავთვლით), რომელიც ერთგულად დაუდგა მოსკოვს გვერდით ამ 11 თვის განმავლობაში _ საქართველოს მეზობელი ქვეყნისთვის პრობლემა არ შეუქმნია; პირიქით, ამ პოლიტიკის წყალობით, საქართველო გახდა ათასი ჯურის პოლიტიკოსების საჯიჯგნი. ვისაც არ დაეზარა, ყველა ჩვენ გვადანაშაულებდა და გვლანძღავდა, გვეუბნებოდნენ და ახლაც გვაძახებენ, რომ რუსეთს ვუჭერთ მხარს, მაგრამ საქართველოს ეს გადაწყვეტილება, რომ პრობლემები არ შეუქმნას რუსეთს, სწორი და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა.

_ როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას ძალიან მოსწონს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ პრობლემები არ შეუქმნას რუსეთს, რადგან არც ერთი დეტალი არ რჩებათ უყურადღებოდ ქართული მხარის ქმედებებში.

_ ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: რუსეთი გვერიდება. რუსეთს სჭირდება საქართველო და საქართველოსაც ჰაერივით სჭირდება რუსეთი. სამწუხაროდ, ეს კარგად იციან ოკეანის გაღმაც, მოსკოვშიც და თბილისშიც. აი, სწორედ ამიტომ არის ასეთი სასტიკი ბრძოლა, რომ ჩვენი ქვეყნები მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში იყვნენ. ამ თემაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ეს მერმისისთვის გადავდოთ.

მეგობრულ ან ნახევრად მეგობრული სახელწიფოების სიაში  რომ მოვხვდით, კარგია, მაგრამ, თუ რუსეთის მხრიდან არ იქნება გადადგმული რეალური და მკვეთრი ნაბიჯები საქართველოს მიმართ, აქ  ისევ დასავლური პროპაგანდა იმძლავრებს. მაგალითად, ასეთი: აი თქვენი რუსეთი, ხომ ყველაფერს უკეთებთ და არც უვიზო რეჟიმის შემოღებას აპირებს, არც ავიამიმოსვლის აღდგენას, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, სამაჩაბლოზე…

ბევრი მსმენია და მონაწილეც ვარ 1992-93 წლების დამღუპველი ომის, მაგრამ ცოტას თუ უთქვამს, ვინ მოგვახვია თავს ეს ყველაფერი და რატომ. ეს ომი იყო გამიზნული აფხაზეთის დასაკარგავად და რკინიგზის პარალიზებისთვის, საქართველის საბოლოოდ მოსაწყვეტად რუსული ორბიტიდან. და ახლა თქვენ გააკეთთ დასკვნავის ინტერესებში შედიოდა საქართველოს გადაქცევა სატრანსპორტო  ჩიხად. ეს მაშინ, როდესაც რუსეთს მართავდა მარიონეტი ელცინი, ხოლო საქართველოს _ სსრკის დამშლელი შევარდნაძე.

სამუშაო ბევრია, სათქმელი _ უფრო მეტი, მაგრამ, სანამ საქართველო და რუსეთი არ დაიწყებენ პირდაპირ დიალოგს, როგორც გურულები ამბობენ, აფერი გამოვა. ამას კი, ისევ ვიმეორებ, ორივე მხრიდან ბოლო 33 წლის  განმავლობაში დაშვებული  შეცდომების აღიარება სჭირდება. გასუმიანოვი წერს: “სწორედ ახლა რუსეთი თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად საფუძველს უყრის მომავალ ურთიერთობებს და ახალ მსოფლიო წესრიგს. თითოეული ქვეყნისთვის კი მნიშვნელოვანია, რა ადგილს დაიკავებს ის კოორდინატთა ახალ სისტემაში”. ჰოდა, სწორედ ახლა უნდა დავსხდეთ ქართველები და რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან; დავსხდეთ იქ, სადაც მოსახერხებელია _ მოსკოვში, თბილისში, სოხუმში, ცხინვალში, მინსკში, სადაც გნებათ, ოღონდ დავიწყოთ, გადავდგათ ნაბიჯი თამამად, რადგან დრო ძალიან ცოტაა და, თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ იპოვის თავის თავში ამის ძალას, მაშინ, ალბათ, სხვა ხელისუფლება დაიწყებს ამ      “უმადურ”, მაგრამ საშვილიშვილო საქმეს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here