Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: საქართველოში დესტაბილიზაციისა და ტერორისტული შეტევების საფრთხე არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოიმატებს”

მიხეილ ჟღენტი: საქართველოში დესტაბილიზაციისა და ტერორისტული შეტევების საფრთხე არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოიმატებს”

“ბიზნესმენები საქართველოში არ ზრუნავენ ხალხზე; ზემოგებას გამოკიდებულნი ყველაფერზე მიდიან. სამწუხაროდ, რუსეთის მაგალითი, ეტყობა, არ არის მათთვის საკმარისი. რუსეთში იაფი სამუშაო ძალა ე.წ. გასტერბაიტერები არიან, რომლებიც შეიძლება ტერორისტებად გადაიქცნენ”

648
მიხეილ ჟღენტი
მიხეილ ჟღენტი

22 მარტს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ერთერთ დიდ საკონცერტო დარბაზში ტერორისტული აქტი განხორციელდა. ტერორისტები, როგორც გაირკვა, ძირითადად, აზიის ქვეყნებიდან იყვნენ. აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულები საქართველოშიც ბევრნი არიან და, როგორც ჩანს, მათი შემოყვანა კვლავ იგეგმება. ისინი ბიზნესმენებს იაფ მუშახელად სჭირდებათ

კომპანიაარსისგენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ სამშენებლო სექტორი უცხოელ მუშახელს მასობრივად, სავარაუდოდ, წელს შემოიყვანს. ამის მიზეზი კი დაგეგმილი მასშტაბური პროექტებია, რომლებიც მწირი ადამიანური რესურსით ვერ განხორციელდება.

ბიზნესმენები გეგმავენ, იაფი მუშახელი თურქეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან შემოიყვანონ.

საქართველო დაიცალა, ბევრი გარბის ქვეყნიდან. აქ უცხოს შემოყვანა ისედაც არ უნდა იყოს კარგი აზრი, ამასთანავე, რუსეთში მომხდარი ბარბაროსული ტერაქტის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება მოკრძალებით, მაგრამ მაინც უწევს წინააღმდეგობას დასავლეთს. რუსეთი ძლიერი ქვეყანა და დასავლეთის აგრესიის სერიოზული მოწინააღმდეგეა, მაგრამ მაინც გაუბედეს ტერაქტის მოწყობა სწორედ იმ .. იაფი მუშახელის გამოყენებით

 ვდგავართ თუ არა ტერორისტული საფრთხის წინაშე ქართველები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიისსოლიდარობა მშვიდობისათვისერთერთი ლიდერი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

_ ნება მომეცით, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთში მოწყობილი ტერაქტის გამო და მივუსამძიმრო რუსეთის ხელისუფლებას, რუს ხალხსა და გარდაცვლილთა ოჯახებს!

ის, რაც რუსეთში მოხდა, მოსალოდნელი იყო, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა არნახული მხარდაჭერა მიიღო მოსახლეობისგან. ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობა მივიდა არჩევნებზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ვლადიმერ პუტინის კურსის დიდ მხარდაჭერაზე.

ჩვენი პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ამ არჩევნებზე წარმოდგენელი იყო, როგორც დამკვირვებელი და აღვნიშნავ, რომ, როგორც რიგითი ამომრჩევლები, ისე ოფიციალური პირები სიხარულით შეხვდნენ ჩვენი დელეგაციის იქ ყოფნას.

დასავლეთმა არ აპატია რუსეთს ეს არჩევანი. მისთვის მიუღებელია რუსეთის პრეზიდენტის მაღალი ლეგიტიმაციის ნებისმიერი გამოვლინება. რატომ ვამბობ ლეგიტიმაციას? ეს ის მანდატია, რომელიც რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტს ხელ-ფეხს უხსნის იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც მის ქვეყანას სჭირდება.

ანგლოსაქსების მთავარი ამოცანა არა რუსეთთან თანამშრომლობა, არამედ მისი განადგურებაა, როგორც საუკუნეების განმავლობაში იყო. ივანე მრისხანეს პერიოდით დაწყებული, სტალინით დამთავრებული, რუსეთი ბუნებრივ წინაღობად იქცა მსოფლიოზე ანგლოსაქსების გაბატონების გზაზე. ახლა დასავლეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება შემსრულებელი, მათი მთავარი მიზანი დესტაბილიზაცია და ხელისუფლების შეცვლაა. 

ჩვენ, 32 წელიწადია, საფრთხის წინაშე ვდგავართ. დასავლეთს საქართველოსთვის მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს _ გააღიზიანოს რუსეთი და იყოს დესტაბილიზაციის წყარო. კოლონიას ყოველთვის ანიჭებენ  კონკრეტულ მისიას. აქ დესტაბილიზაციისა და ტერორისტული შეტევების საფრთხე არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოიმატებს. დღეს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს მოკრძალებულ  წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ მალე დადგება დრო, როდესაც მოგვიწევს არჩევანის გაკეთება _ სად უნდა დავდგეთ და ვისთან. ჩვენ უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რა გარანტია შეიძლება მისცეს დასავლეთმა კოლონიურ ქვეყნებს და არც საქართველო იქნება გამონაკლისი. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ფაქტია.

_ როგორც იტყვიან, ვინც დედამ დაწყევლა, ყველა საქართველოში ჩამოდის, ამას ხელს ბიზნესმენებიც უწყობენ. სამშენებლო კომპანიაარსისგენდირექტორმა განაცხადა, რომ მშენებლობებზე აზიის ქვეყნებიდან იაფ მუშახელს ჩამოიყვანს

_ ქვეყანა აღარ ვართ და ეს უკვე, დიდი ხანია, ფაქტია. ეს დღეს არ დაწყებულა და მხოლოდ “ოცნებას” არ ეხება. ჩვენ კოლონიად გვაქცია დასავლეთმა და გაულაიტერებად აშშ-ის  ელჩებს გვიგზავნის. ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უფლება, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელოს, ვერ განაცხადებს პრეტენზიას ვერც დემოგრაფიაზე, ვერც ეკონომიკაზეჯერ სად ვართ, საქართველოში მალე კვალიფიცირებული მუშახელი აღარ იქნება და გადამთიელები შეავსებენ ამ დანაკარგს. ამაში არაფერია ახალი, ეს გავლილი გზაა საქართველოს ისტორიაში. იყო პერიოდი, როდესაც თბილისში ქართველები უმცირესობაში გახლდნენ. სამწუხაროდ, ისტორია მეორდება. რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს, დადგება დრო, ის ძალიან მწარედ ინანებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მოგების გაზრდის მიზნით აკეთებს. უნდათ, ეს გაფრთხილებად მიიღონ, უნდათ _ რჩევად…

_ ვის დავალებას ასრულებენ ბიზნესმენები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებენ?

_ ბიზნესმენები საქართველოში არ ზრუნავენ ხალხზე. ზემოგებას გამოდევნებულნი ყველაფერს კადრულობენ. სამწუხაროდ, რუსეთის მაგალითი, ეტყობა, არ არის მათთვის საკმარისი. რუსეთში იაფი სამუშაო ძალა ე.წ. გასტერბაიტერები არიან, რომლებიც, სამწუხაროდ, შეიძლება ტეროტისტებად გადაიქცნენ.

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვინ აკონტროლებს აქ ჩამოსულთა წარსულს, აწმყოსა და მომავალს? ვინ იცის, რა მიზნით ჩამოვიდნენ?! ერთ მშვენიერ დღეს სამშენებლო იარაღი საბრძოლო იარაღში რომ გაცვალონ? თუ შეიძლება, 5 000 დოლარად დაიქირავო მკვლელი, მაშინ შესაძლებელია ყველაფერი  მოხდეს. არავის ვაშინებ, მაგრამ, როდესაც ქვეყანა ნარკომანიამ და პროსტიტუციამ შეჭამა, როდესაც ხალხი ყოველდღიური სარჩოსთვის იბრძვის, ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასი ხდება. იმ ავად სახსენებელ პერიოდში, კომუნისტურ ეპოქას რომ ეძახიან, ადამიანის მკვლელობა ერის ტრაგედიად ცხადდებოდა… კოლონიაში სიცოცხლე გაუფასურდა, ადამიანი გამდიდრების, ექსპლუატაციისა და ჩაგვრის ობიექტად იქცა _ აი, რა პრინციპით მუშაობს ქართული ბიზნესი

_ როგორ ავირიდოთ საფრთხე ქართველებმა, ვის შევაფაროთ თავი, სიფრთხილის რა ზომებს მივმართოთ?

_ საქართველო მხოლოდ  ღმერთის იმედადაა დარჩენილი. დღეს ჩვენ არავინ არაფერს აღარ გვეკითხება. ჩვენ მაგივრად “დიდი ბიძიები” საუბრობენ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ისე გამოურეცხეს ტვინი ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ მტერ-მოყვარე აგვერია. სამწუხაროდ, იქით მიდის საქმე, რომ მართლაც თავის შეფარება მოგვიწევს და არა ღირსეული თანამშრომლობა. როდესაც რუსეთის გასახელებლად ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის კავკასიაში, როდესაც ისევ “ნატო-ნატოს” გავიძახით და  ახალ რეალობას ვერ ვითვალისწინებთ, ყველაფერია მოსალოდნელი. არადა,  გამოფხიზლება ძალიან მძიმე იქნება.

დასასრულ, გამოვიდეთ ილუზიებიდან. მიმდინარეობს მსოფლიოს გადანაწილების ახალი ეტაპი და ჩვენი ადგილი ისევ იქ იქნება, საიდანაც  ოთხმოცდაათიანების დასაწყისში დიდი ზარ-ზეიმით გამოვედით და გვეგონა, ბორჯომი და ჩაი გვარჩენდა. მოკვდა ილუზიები, დადგა რეალობა და ეს რეალობა რუსეთია.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here