Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: ფაშინიანი მეორე ზელენსკი  უნდა გახდეს

მიხეილ ჟღენტი: ფაშინიანი მეორე ზელენსკი  უნდა გახდეს

“უკრაინასთან ვერ მოახერხეს ჩვენი მიბმა და ახლა სომხეთთან დაგვაწყვილეს. ეს უფრო საშიშია. ერთი საზღვარი გვაქვს და კარის მეზობლები ვართ, არც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის სიმცირეს არ ვუჩივით, ამიტომ სწორედ ახლა გვაქვს ათი ყური და ათი თვალი გამოსაბმელი”

927

სომხური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი მარტში სომხეთს ეწვევა. ამერიკული გამოცემაპოლიტიკოწერს, რომ ზელენსკის ვიზიტი სომხეთში გასაკვირი არ არის, რადგან სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, დიდი ხანია, რუსეთის მტრის მხარეს დგომა არჩია. ასევე, საუბარია იმაზე, რომ სომხეთში გმირად აქციეს გარეგინ ნჟდე, ადამიანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა, ვერმახტის სომხური ლეგიონის წევრი იყო.

რა საფრთხეს უქმნის კავკასიას უკრაინის პრეზიდენტის  ვიზიტი? იკვეთება თუ არა სომხეთში ფაშიზმის ნიშნები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიისსოლიდარობა მშვიდობისათვისერთერთი ლიდერი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

_ ფაშისტი ზელენსკი სომხეთში ფაშისტ ნჟდესთვის პატივის მისაგებად მიემგზავრება. ამ ვიზიტით იწყება კავკასიის აფეთქების დასკვნითი ეტაპი.

მოდი, ცოტა უკან დავბრუნდეთ და შეძლებისდაგვარად შევაფასოთ ყარაბაღის დათმობა თუ ჩაბარების ფაქტი. მთავარი არის ის, რომ დასავლეთმა ამით ფაშინიანს საბაბი მისცა, რუსეთზე გაბრაზებულიყო. აი, თქვენ არ დაგვეხმარეთ “ოდეკაბეს” (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია _ რედ.) წევრს და ძალიან გავბრაზდითო. მოსკოვიდან დისტანციურად დილიჟანის ცივი წყლის მირთმევა ურჩიეს. შედეგად სომხეთის მოსახლეობა განაწყენდა რუსეთზე. ერევანმა დატოვა “ოდეკაბე”, შეიძლება უკანონოდ გამოაცხადოს გიუმრის ბაზაც და რუსეთს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდოს…

მოკლედ, ამის შემდეგ საჭიროა ესკალაცია და უკვე საფრანგეთი იქნება სომხეთისათვის იარაღის მიწოდების მთავარი გარანტი. დიდი რაოდენობით იარაღი ჩადის სომხეთში. ფაშინიანი მეორე ზელენსკი  უნდა გახდეს, მხოლოდ იმ განსხვავებით, როგორი ტერიტორიული სხვაობაც არის ამ ორ ქვეყანას შორის. დასავლეთმა, პოლონელების შემყურემ, იფიქრა, სანამ პოლონეთს, ბალტიისპირელებსა და ფინეთს შევაბამ უღელს, აგერ კავკასიას ავაფეთქებ, იქნებ ქართველებიც ჩავითრიო და დამიდგება სრული ნირვანაო, მაგრამ რეალობას ვერ ითვალისწინებენ. ფაშინიანი იმასაც დაკარგავს, რაც დარჩა, უფრო ზუსტად, დააკარგვინებენ ქვეყანას, ამისთვის მოიყვანეს კიდეც ხელისუფლების სათავეში. ფაშიზმი დადის ევროპაში და, სავარაუდოდ, ისევე დაასრულებს, როგორც ადოლფ ჰიტლერის მიერ გასულელებულმა გერმანიამ. არ გამოვრიცხავ, რუსული ტანკი დაბზრიალდეს “ბერლინსა შინა”…

_ რას ნიშნავს ზელენსკის ვიზიტი კავკასიაში?

_ მარიონეტი-მასხარა ზელენსკი აამოძრავეს და დაჰპირდნენ: თუ გადარჩენა გინდა, უნდა ააფეთქო რომელიმე რეგიონიო. ღმერთმა დაგვიფაროს სამხრეთ კავკასიის აფეთქება. ამას რუსეთი მყისიერად ჩათვლის თავის ეგზისტენციალურ საფრთხედ, რომლის შედეგადაც  ძლივს დალაგებული ჩრდილოეთ კავკასიაც აუფეთქდება. ფაშისტ ზელენსკის სხვა გზა არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ზედოზირება” განაღდებული აქვს. ფაშინიანიც დაიღუპება, მაგრამ მე ერთ კითხვას ვერ გავეცი პასუხი: სომეხი ხალხიც მოექცა ჭინკების გავლენის ქვეშ? სამწუხაროა. მტერს ჰქონდეს აშშ-ის იმედი!

გავიხსენოთ ისრაელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო უსაფრთხების სრული გარანტიის ქვეშ, დღეს კი რას ვხედავთ? აშშ დაზავებისკენ მოუწოდებს ნეთანიაჰუს, რითაც მიანიშნებს, “მე ის თამრო აღარ ვარ”,  ვერ დაგიცავ და მიხედე საკუთარ ქვეყანასო. ასე რომ, მტერს ჰქონდეს აშშ-ის იმედი. ატეხს აურზაურს და მერე მიაგდებს ქვეყნებს. მგონია, რომ 2028 წლისთვის კავკასია რუსეთის სრული გავლენის ქვეშ იქნება. რა სტატუსით და როგორ, ვნახოთ. თუმცა, რაც უფრო გართულდება ვითარება კავკასიაში, მით მეტად ხისტი იქნება რუსეთი.

_ რა საფრთხის შემცველია ფაშინიანის ქმედებები?

_ უკვე ითქვა, რომ “სომხეთს ძალიან კარგი და სასიკეთი ცვლილებები ელის გაზაფხულზე”. მტრისას ის ცვლილებები, რომლებიც სომხეთს მოელის, თუ ფაშისტი  ზელენსკის ჭკუაზე ივლის. ფაშინიანისა და კიდევ ბევრი პოსტსაბჭოთა ლიდერის ფაშისტური რიტორიკა-ქმედებები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ფაშიზმი სხვადასხვა ფორმით მხოლოდ ევროპაში იბადება. ევროპა თავისი დამპყრობლური გენით შობს ფაშიზმს და, ბოლო 2 საუკუნეა, უტევს რუსეთს… ისე, 25 თებერვალი ისტორიული დღეა _ 103 წლის წინათ, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბოლოო დაშლა-დაქუცმაცებას გადაურჩა და აყვავებულ ქვეყნად იქცა. ჩვენთან ფაშიზმი მძვინვარებს ზუსტად იმ ლიბერალიზმის სახით, რომელმაც მესამე რაიხის ფაშიზმი ჩაანაცვლა.

_ რა როლს თამაშობს სომხეთის პოლიტიკაში საფრანგეთი?

_ საფრანგეთმა პრეზიდენტ სარკოზის დახმარებით ერთხელ უკვე გაგვაბედნიერა, “სარკო, სარკოს” ბღავილით რომ იდგა მოტყუებული ხალხი რუსთაველზე 2008 წლის 12 აგვისტოს, ზუსტად ასე მოიქცევა საფრანგეთი ბოლოს სომხეთშიც… ნატომ კავკასია ახლა საფრანგეთს უბოძა. სომხებს ხომ სენტიმენტები აქვთ საფრანგეთის მიმართ და აი, “პატრონიც” მოუვლინეს. აშშ, მძინარე ჯოს გადამკიდე, ასტრალშია გასული, გერმანია _ რეცესიაში, ხოლო დანარჩენი ევროპა “ზოგი საქეიფოდ, ზოგი უქეიფოდაა”.

 მომიტევეთ, მაგრამ ევროპაზე რომ ვიწყებ საუბარს, ხუმრობის განწყობაზე ვდგები, მაგრამ საფრთხე დიდია. საფრანგეთის გააქტიურება კავკასიაში და ნატოს წვრთნები, ამას პლუს თურქული ბაზებიდან დიდძალი იარაღისა და ტექნიკის გადასროლა ბელარუსმოლდოვის მიმართულებით აშშის ბოროტ განზრახვაზე მიმანიშებს _ როგორც უკრაინა გაწირეს და შეალეწეს რუსეთს, ასევე შეალეწავენ ევროპასაც და სწორედ ამ მომენტში უნდა აფეთქდეს კავკასია. ამ კონფიგურაციაში ხშირად გვავიწყდება ირანი. მზარდი პოლიტიკური ამბიციებითა და რეგიონში ლიდერობის სურვილით.

დასავლეთს ომი წაგებული აქვს, ნერვები ღალატობს და ამით რუსეთი მეტ ბერკეტებს იძენს. 

“გიჟი ძაღლიშვილი”, _ ასე მოიხსენია ბაიდენმა რუსეთის ლიდერი. სწორედ ეს უნდა რუსეთს. ვლადიმერ პუტინი ნებისმიერ შეცდომას ოსტატურად იყენებს. ვხედავთ ისტერიკაში ჩავარდნილ დასავლეთს და თავდაჯერებულ რუსეთს.

დავუბრუნდეთ ისევ ფაშისტების შთამომავალსა და ლიბერალ-ფაშისტ ფაშინიანს. მიუნხენის კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს რუსეთის სამხედრო ოპერაციას და ამით თავისი პოზიცია გამოხატა.

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო გაემიჯნება სომხეთს, მაგრამ მაშფოთებს ჩვენი ხელისუფლების ხშირი კონტაქტი ერევანთან. აქაურმა ლიბერალ-ფაშისტებმა უნისონში შეიძლება იმოქმედონ უკრაინელ და სომეხ ლიბერალ-ფაშისტებთან და გამოიწვიონ სამოქალაქო დაპირისპირება. მით უფრო, რომ საკრალური მსხვერპლი სააკაშვილი თადარიგში ჰყავთ და, როდის გამოუშვებენ, არავინ იცის.

უკრაინასთან ვერ მოახერხეს  ჩვენი მიბმა და ახლა სომხეთთან დაგვაწყვილეს. ეს უფრო საშიშია. ერთი საზღვარი გვაქვს და კარის მეზობლები ვართ, არც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის სიმცირეს არ ვუჩივით, ამიტომ სწორედ ახლა გვაქვს ათი ყური და ათი თვალი გამოსაბმელი.

ერთ რჩევას კი მივცემ ხელისუფლებას: ჩადით მოსკოვში, სანამ გვიან არ არის. თავსაც გადაირჩენთ და ქვეყანასაც.

არავის ვუსურვებ, საქმე ჰქონდეს გაბრაზებულ რუსეთთან და მით უფრო _ მის სამხედრო მანქანასთან. ერთმა Су-35-მა რომ გადმოუფრინოს თბილისს დაბალ სიმაღლეზე, დეზოდორანტები არ ეყოფათ აქაურ ლიბერალ-ფაშისტებს  ჰაერის გასაწმენდად. ნანახი მაქვს ეს კინო 2008-ში, ნანახი…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here