Home სხვადასხვა დაიჯესტი MI6-ის ხელმძღვანელად დიდი თურანის მომხრე რიჩარდ მური დანიშნეს

MI6-ის ხელმძღვანელად დიდი თურანის მომხრე რიჩარდ მური დანიშნეს

951
MI6-ის ხელმძღვანელად დიდი თურანის მომხრე რიჩარდ მური დანიშნეს

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დიდი მოვლენები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში

დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური დაზვერვის _ MI6-ის ხელმძღვანელის პოსტი დიდი ბრიტანეთის სამინისტროში პოლიტიკური და თანამეგობრობის საკითხების დირექტორმა რიჩარდ მურმა დაიკავა.

რიჩარდ მური 2014-2018 წლებში ბრიტანეთის ელჩი იყო თურქეთში. არის ერდოღანის მეგობარი. ამბობენ, რომ თურქეთში ბრიტანეთის ელჩობისას არა მხოლოდ პირადად უჭერდა მხარს ერდოღანს, არამედ დიდად შეუწყო ხელი მის მოგზაურობას ლონდონში და მიღებას სამეფო სახლში.

მური ყველა ადგილობრივ მედიაში უჭერდა მხარს ერდოღანს და მის პარტიას. მიუხედავად ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან თურქეთის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკისა საგანგებო მდგომარეობის შემოღების, დაკავებების, სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი ადამიანების წამების გამო, რიჩარდ მურის წყალობით, ლონდონი ანკარის უახლოესი მოკავშირე გახდა.

მურს არასოდეს დაუმალავს, რომ თურქეთსა და თურქულ სამყაროში რეგიონული ოპერატორის დიდ პოტენციალს ხედავს, მათ შორის, რეგიონიდან რუსეთის, ჩინეთისა და გერმანიის განსადევნად. რიჩარდ მური ჩავიდა ბაქოში, იცნობს აზერბაიჯანის ელიტას. აქტიურად სწავლობდა ვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთში, წინააღმდეგია ქურთისტანის იდეისა და ქურთების. მური დაიბადა ლიბიაში და, როგორც ჩანს, სურს ლიბიაში თურქეთის გავლენის გაძლიერება და მართული კონფლიქტის სცენარი.

ანკარაში დანიშვნამდე იყო ევროპის, ლათინური ამერიკისა და გლობალიზაციის საკითხების დირექტორი (2010-2012 წ.), აგრეთვე, ცვლილებების პროგრამების დირექტორი (2008-2010 წ.), მუშაობდა ვიეტნამში, თურქეთში (1990-1992 წ.), პაკისტანსა და მალაიზიაში; 2007 წელს _ სტენფორდის საშემსრულებლო პროგრამაში.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დიდი მოვლენები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში.

bbc.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here