სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის მდივანის გიორგი მღებრიშვილს ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კაპიტალი კრიპტოვალუტაშიც აქვს დაგროვებული.
ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
მღებრიშვილმა კრიპტოვალუტა, კერძოდ – ბიტკოინი მაშინ იყიდა, როდესაც ერთის ფასი 870$-ს შეადგენდა. მას შემდეგ ერთი ბიტკოინის ფასი 8 444$-ით გაიზარდა. მღებრიშვილს დეკლარაციის მიხედვით 12 ბიტკოინი აქვს, შესაბამისად მათი ღირებულება საერთო ჯამში 111 768$-ს შეადგენს.