Home ახალი ამბები მსოფლიო მეორეხარისხოვანი საკვები პროდუქტები აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობისთვის, ჩვენთვის, ალბათ, მესამეხარისხოვანი

მეორეხარისხოვანი საკვები პროდუქტები აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობისთვის, ჩვენთვის, ალბათ, მესამეხარისხოვანი

887

როგორც საკვები პროდუქტების საკონტროლო შესყიდვის შედეგებმა აჩვენა, ტესტირებაგავლილი პროდუქტების მესამედის შეფუთვაზე დატანილი მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება. 

შეფუთვა ხშირად ატყუებს მომხმარებელს. ეს ოფიციალურად არის დადასტურებული მოხსენებაში, რომელიც ევროპის კომისიამ გამოაქვეყნა ევროპის 19 ქვეყნის მაღაზიებში ნაყიდი საკვები პროდუქტების შემოწმების შედეგების მიხედვით. პროდუქტების მხოლოდ 2/3-ს ჰქონდა ერთნაირი ხარისხი და შემადგენლობა სხვადასხვა რეგიონში. შემთხვევათა 9 პროცენტში იდენტური შეფუთვაც კი არ იყო საკვების ერთნაირი შემადგენლობის გარანტია. პროდუქტების 22 პროცენტი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მსგავსი დასახელებისა და გაფორმების მიუხედავად.

პოლინ კონსტანი _ მომხმარებელთა ევროპული ორგანიზაცია: ეს აჩვენებს, რომ საკვები პროდუქტების ხარისხში განსხვავება, მითი კი არა, რეალობაა. თუ ნახავთ ციფრებს, შემოწმებული პროდუქტების მესამედს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა. და ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ მხოლოდ ერთ შემოწმებაზე.

განსხვავებული ხარისხის მქონე ერთსა და იმავე პროდუქტზე ჯერ კიდევ საკონტროლო შესყიდვებამდე ჩიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლები, უფრო ხშირად _ აღმოსავლეთ ევროპისა;

მომხმარებელი: ვიმედოვნებთ, ბოლოს და ბოლოს, გაირკვევა, რომ აქ, უნგრეთში, ბრენდული პროდუქტის სახელით ცუდი ხარისხის პროდუქტები იყიდება. მეორე მომხმარებელი: აი, მაგალითად, ამ მაღაზიაში, რომელიც გერმანულ კომპანიას ეკუთვნის, “ნუტელას” სხვა გემო აქვს, ვიდრე იმ “ნუტელას”, რომელიც სხვა მაღაზიაში იყიდება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here