Home ახალი ამბები მსოფლიო ორიოდე დღის წინ, მექსიკის პრეზიდენტმა, ობრადორმა, საკმაოდ მწვავედ ისაუბრა დასავლეთის პოლიტიკაზე უკრაინის...

ორიოდე დღის წინ, მექსიკის პრეზიდენტმა, ობრადორმა, საკმაოდ მწვავედ ისაუბრა დასავლეთის პოლიტიკაზე უკრაინის ომთან დაკავშირებით

180
მექსიკის პრეზიდენტი ობრადორი

“ასე როგორ შეიძლება? ერთის მხრივ, ნატო უარს ამბობს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე. მეორეს მხრივ კი, მას სთავაზობენ იარაღს და აწესებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ამძაფრებს კონფლიქტს, ზრდის დაზარალებულთა და ლტოლვილთა ტანჯვას, აღრმავებს საკვებისა და ენერგიის დეფიციტს და აჩქარებს გლობალურ ინფლაციას. ეს ყველაფერი ზიანს აყენებს მსოფლიოს ხალხთა აბსოლუტურ უმრავლესობას. დიდი სახელმწიფოები ღიად თუ ჩუმად პოზიციონირებენ უკრაინაში კონფლიქტის წინაშე მხოლოდ იმისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ომი, მართალია გარყვნილი და წარმოუდგენელი ჩანს, სამხედრო ინდუსტრიის ინტერესებს ემსახურება”, – თქვა ობრადორმა.

ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მექსიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი “არადასავლური” ქვეყანაა და “დიდი ოცეულის” წევრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here