შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის ივლისიდან, ქულათა სისტემის ამოქმედებიდან ნოემბრის ჩათვლით, ქულები გაუნულდა და მართვის მოწმობა ჩამოერთვა 12 პირს.
100 ქულიანი ლიმიტიდან, 20 ქულა აქვს დარჩენილი – 32 პირს, 15 ქულა აქვს დარჩენილი – 22 პირს; 10 ქულა აქვს დარჩენილი – 14 პირს; 5 ქულა აქვს დარჩენილი – 2 პირს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს ამოქმედებული კანონის თანახმად, მართვის მოწმობის მფლობელ ყველა მოქალაქეს 100 ქულა დაერიცხა, საიდანაც, სხვადასხვა დარღვევების გამო, ქულათა გარკვეული რაოდენობის ჩამოკლება ხდება.
100-ქულიანი ლიმიტი მძღოლებს მიმდინარე წლის ბოლომდე აქვთ, პირველ იანვრიდან კი მათ დარჩენილი ქულები გაუუქმდებათ და 100 ქულა ხელახლა დაერიცხებათ, რომელთა მოქმედების ვადაც ერთი წელია.