გიორგი მარგველაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია პრეზიდენტის შავი პიარით დაიწყო

1054
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

პრეზიდენტმა ისაუბრა სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებულ ცვლილებებზე, რომელიც ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს ეხება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური შეთავაზება.

“ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას.

აქტიური განხილვის ფაზაშია საკითხი. ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც აღმოფხვრის შესაძლებლობას სისტემური დანაშაულისა და სამართლებრივ და მართლმსაჯულების სისტემაში ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის საგანი. დღეს, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც დაგვიცავს მომავალში ასეთი ტრაგედიისგან ან ტრაგედიებისგან, რომლის მომსწრენიც გავხდით. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის წარსულზე ფიქრი. პრევენციის თვალსაზრით მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, მათ ხელში არ უნდა იყოს და ვერ განხორციელება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა შეწყალების წესთან დაკავშირებით.

ახალი რეგულაციებით, არაძალადობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს შეწყალების მოთხოვნა პატიმრობის პირველივე დღეს შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელის 1/3-ის ან ნახევრის მოხდა საჭირო აღარ არის. კერძოდ, ცვლილება შეეხება ნარკოდანაშაულს, თუ ის რეალიზაციის ნიშნებს არ შეიცავს, ასევე შეეხება სამოხელეო და ეკონომიკურ მუხლებს.

„ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის ამ ინიციატივას აკრიტიკებენ. აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის არჩევნებისთვის ემზადება და ეს ინიციატივაც მისი პოლიტიკური აქტია და არა ჰუმანური გადაწყვეტილება.

გიორგი მარგველაშვილმა სულ 3 671 პატიმარი შეიწყალა, მათგან 2 384 გაათავისუფლა, ხოლო 1054-ს სასჯელი შეუმცირა. ამ მხრივ რეკორდსმენი მიხეილ სააკაშვილია, მან ჯამში 35 000 მსჯავრდებული შეიწყალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here