Home ახალი ამბები საქართველო მანქურთის ვნებანი

მანქურთის ვნებანი

მეოცე საუკუნეში ევროპული ფაშიზმი თუ ანადგურებდა მსოფლიოს, ოცდამეერთე საუკუნეში ამას აშშ-ის ლიბერალური ფაშიზმი აპირებს!

524

კართაგენი უნდა დაინგრეს!” – ორი ათასზე მეტი ხნის ისტორია აქვს ამ ცნობილ გამონათქვამს. ამჯერად კართაგენზე არ ვსაუბრობ, მხოლოდ ალეგორიად ვიყენებ. კართაგენს ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იმ ძალას კი, რომლის ალეგორიადაც ამ სიტყვას ვიყენებ, ასეთი მასშტაბი არ გააჩნია, მაგრამ რაღაცით წააგავს მას. რომსა და კართაგენს შორის ხანგრძლივი ომი წარმოებდა. 120 წელიწადი დასჭირდათ რომაელებს, რომ კართაგენი წაექციათ. ქართველებსაც აგვეკიდა ერთი მოუცილებელი ჭირი. 120 წელიწადი არა, მაგრამ 20 წელიწადი პირწმინდად შევალიეთ ამ სიბინძურის მოცილებას. “ნაციონალური მოძრაობააამ ჭირის სახელი.

ის, ვინც პოლიტიკაში ეროვნული ან რელიგიური გრძნობებით აპელირებს, შესაძლებელია მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც წილნაყარია ნაციზმსა და ფაშიზმთან; ხოლო ისინი, ვინც პირდაპირ ირქმევს “ეროვნულს” და “ნაციონალურს”, იმთავითვე ფაშისტური სულისკვეთებით არიან გამსჭვალულნი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნული საქმე არავინ  უნდა აკეთოს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეროვნული საქმის კეთება ერთია, საკუთარი ეროვნული გრძნობების გაფეტიშება კი – მეორე. ეს საშიში მოვლენაა, ვინაიდან აქედან ეროვნული ნიშნით სხვათა სიძულვილამდე ნაბიჯიც აღარაა დარჩენილი. ასეთი ძალები, გარეგნულად როგორც უნდა შენიღბონ და მოთოკონ ეროვნული ვნებები, შინაგანად საკუთარი ერის სიყვარულზე მაღლა სხვა ერების სიძულვილს აყენებენ. საკუთარი ერის სიყვარული, რომელიც სხვა ერების სიძულვილითაა ნასაზრდოები, დანაშაულია, როგორც იმ სხვა ერების, ასევე საკუთარი ერის წინაშეც! ეროვნული ან რელიგიური ნიშნით აღტყინებული ამგვარი ძალებისთვის მამოძრავებელი  მოტივი იმ (სხვა) ერების გაღიზიანებაა, რომლებიც, მათი აზრით, პრობლემებს იმით ქმნიან, რომ ან ცხოვრობენ მათ ტერიტორიებზე, ან გარედან იჩენენ მათ მიმართ დაინტერესებას, ან ისტორიულ მტრებად განიხილებიან. ასეთი ძალები, რომლებიც შინ და გარეთ არამხოლოდ ეძებენ მტრებს, არამედ ქმნიან კიდეც მათ, ხშირად თამაშობენ ტოლერანტობასა და დემოკრატიას, მაგრამ რომელიღაც კრიტიკულ წერტილამდე მისვლის შემდეგ მათი “ტოლერანტობაც” და “დემოკრატიაც” უკვალოდ ქრება და იწყება ის, რასაც ნაციზმი და ფაშიზმი ჰქვია, რომლებიც საფუძვლად ედება ისეთ საშინელ გამოვლინებებს, როგორიც, მაგალითად, გასულ საუკუნეში ანტისემიტიზმი იყო, მიმდინარე საუკუნეში კი რუსოფობიაა.

ჯერ “ეროვნულმა მოძრაობამ”, შემდეგ კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” –  აბსოლუტურად ერთი ყაიდის ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ისტორიულად მრავალეროვანი, მრავალკონფესიური და ინტერნაციონალური საქართველო ცნობიერ და ტერიტორიულ რღვევამდე მიიყვანა. ამ ძალების გასამართლებლად გარეგანი ფაქტორის მოშველიება, რომელიც, რა თქმა უნდა, მოქმედებდა და მომავალშიც იმოქმედებს, სასურველ შედეგამდე ვერ მიდის. ფაშიზმს გამართლება (ვერც გარეგანი და ვერც შინაგანი) არ აქვს და ვერც ექნება. მადლობა ღმერთს, რომ სადავო არ არის, საიდანაც იღებს სათავეს ნაცისტური და ფაშისტური განწყობილებები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის იმ უსაშინლეს ბატალიებს დაედო საფუძვლად, 70 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რომ შეეწირა. ევროპაა ნაციზმისა და ფაშიზმის მისამართი.

მეოცე საუკუნეში ევროპული ფაშიზმი თუ ანადგურებდა მსოფლიოს, ოცდამეერთე საუკუნეში ამას აშშის ლიბერალური ფაშიზმი აპირებს!

ამ უვერაგეს ბაცილას ამერიკელები მათ მიერვე დანერგილი ფერადი რევულუციებითა და სახელმწიფო გადატრიალებების გზით ავრცელებენ მსოფლიოში. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ამერიკელებმა ეს “ბედნიერება” აჩუქეს, საქართველო იყო. ვარდების რევოლუციისსახელით ცნობილილიბერალურისიბინძურე დაედო საფუძვლად საქართველოში პირსისხლიანი რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთპიროვნული ლიდერი და დიქტატორი მიხეილ სააკაშვილი ღია ტექსტით, დაუფარავად აცხადებდა: “ჩვენ მათთვის ტყვიები არ გვენანება!” როდესაც იგი ამ ნაცვალსახელს (“მათთვის”) წარმოთქვამდა,  გულისხმობდა ყველას, ვინც რეჟიმთან დაპირისპირებას გაბედავდა და არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, თუ ვინ იქნებოდა ასეთი პირი – მისი დღევანდელი მტერი თუ მისი გუშინდელი თანამებრძოლი.

* ჯერ კიდევ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ ჩადენილი რამდენი მკვლელობის საქმეა გაუხსნელი და მტვრიან თაროებზე შემოდებული?!

* ჯერ კიდევ რამდენი საზოგადოებრივი ეჭვი, ტკივილი და შეურაცხყოფაა გამოსაძიებელი და გამოსავლენი?!

* ჯერ კიდევ რამდენი მიწაში ჩატანილი საიდუმლოა შესასწავლი და ფარდა ასახდელი?!

* ჯერ კიდევ გულში ჩაკლული და ვერავისთან გასაზიარებელი დარდით მოგვრილი რამდენი ცრემლია შესამშრალებელი?!

* ჯერ კიდევ ვერაგულად ჩადენილი რამდენი ბოროტებაა გამოსააშკარავებელი, გასასამართლებელი, მოსანანიებელი?!

საქართველოში გვყავს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ოცი წლის წინათ სახელმწიფო გადატრიალების გზით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების არც ერთ ეტაპზე რეალური ლეგიტიმაცია არ ჰქონია, მუდმივ მოძალადედ რჩებოდა. მკვლელი, მანიაკი, პატიმართა მწამებელი და გამაუპატიურებელი, ქართული ტერიტორიების გამფლანგველი და გამანიავებელი, საქართველოს მოქალაქეობის დამთმობი და უკვე დიდი ხნის წინათ მანქურთად ჩამოყალიბებული ეს ყოვლად ამორალური პიროვნება სამკურნალო დაწესებულების აპარტამენტებიდან, სადაც ვითომ სასჯელს იხდის, საშინლად დამახინჯებულად და გულისამრევი პათოსით გვიკითხავს ვაჟა-ფშაველას “არწივს”. ცოდვისშვილი ნიკა გვარამია კი გვიხსნის და გვასწავლის, რომ ამ დიდებულ ლექსში საქართველო კი არა, თურმე სააკაშვილი უნდა ვიგულისხმოთ. საქართველოს საზოგადოებრივპოლიტიკური მოწყობა სეთი აბსურდულია, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციანაციონალური მოძრაობადღემდე მეორე პოლიტიკურ ძალად ითვლება, ფაშისტი მიხეილ სააკაშვილი კი ვითომ სასჯელს იხდის, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკური ლიდერია და ხალხს სამედიცინო დაწესებულებიდან, სასამართლო დარბაზის გავლით, ტელეეკრანებიდან პოლიტიკური შინაარსის ლექციებს უკითხავს.

*ეს შეურაცხმყოფელი მდგომარეობა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე დასავლეთის არნახული ზეწოლისა და ბინძური მანიპულაციების შედეგია!

*ეს შეურაცხმყოფელი მდგომარეობა დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის სულში ჩაფურთხების შედეგია!

*ეს შეურაცხმყოფელი მდგომარეობა დასავლეთის მიერ ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მითვისების შედეგია!

*ეს შეურაცხმყოფელი მდგომარეობა დასავლეთის მიერ ჩვენი ეროვნული ღირსების შელახვისა და აბუჩად აგდების შედეგია!

დასავლეთის მხრიდან გამუდმებული მცდელობის მიუხედავად, რომ სააკაშვილის ლიბერალურ-ფაშისტური რეჟიმის რეანიმაცია მოახდინოს და მას ახალი სიცოცხლე შთაბეროს, აგერ, ბოლო პერიოდში, დაიწყო მისი შინაგანი ხრწნისა და გარეგნული რღვევის შეუქცევადი პროცესი. “ნაციონალური” მატლი აირია და აფუთფუთდა. პროცესი, რომელსაც ისინი საქართველოს უმზადებდნენ – დესტაბილიზაცია, მეორე ფრონტის გახსნა, ბუნტი და სახელმწიფო გადატრიალება, ახლა პარტიაში აქვთ. არსებობისა და ბინძური მოღვაწეობის მეოცე წლისთავზე  “ქართული კართაგენი” ინგრევა. სააკაშვილის მანქურთული ვნებები ამ პროცესს ვეღარ შეაკავებს. ორი ათას წელიწადზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც ძალაშია რომის სენატორ მარკუს პორციუს კატონის სიტყვები, რომლებსაც იგი მის ყოველ გამოსვლაში იმეორებდა: ” Ceterum censeo Carthaginem esse delendam!” (მიმაჩნია, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს!).

ვალერი კვარაცხელია                                                                   

P. S. ნაციონალური “კართაგენის” ნგრევა მხოლოდ შიდა პრობლემების გამო არ დაწყებულა, ეს დიდი “კართაგენის” ნგრევის შედეგია. ამერიკული ურჩხული ციებიანივით ძაგძაგებს და ისე იზნიქება, როგორც ძლიერი მიწისძვრის დროს ნაგებობები, რომელთა მზიდი კონსტრუქციები დატვირთვას ვეღარ უძლებენ და რღვევას იწყებენ. უკრაინის მარცხი აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივი მარცხია. უკრაინაში მარცხის შემდეგ ევროკავშირისა და ნატოს დაშლის პროცესი გარდაუვალია. უკრაინის მარცხი მოსალოდნელი კი არ არის, უკვე დამდგარი ფაქტია. მხოლოდ ის რად ღირს, რომ აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინის დასახმარებლად თანხის გამოყოფაზე უარი უთხრა. უკრაინელ ფაშისტებს ვერც ეს თანხა იხსნიდა საბოლოო კატასტროფისგან, მაგრამ ამერიკული დახმარების გარეშე მათი დარჩენილი დრო ერთბაშად დამოკლდება. ახლა უკრაინა ისეთ მდგომარეობაშია, რომ სჯობს, ყოველგვარი დახმარება შეუწყვიტონ, ვინაიდან მისთვის მიწოდებული თანხები და შეიარაღება უფრო მეტი ცოცხალი ძალის, უფრო მეტი ჯარისკაცის განადგურებას ნიშნავს, სხვას არაფერს. ეჭვგარეშეა, რომ ამერიკამ (უკრაინასთან ერთად) რუსეთთან ომში სამარცხვინო მარცხი იწვნია. “მესამე რომი” მტკიცედ დგას ჭეშმარიტების, სიყვარულისა და ზნეობის სადარაჯოზე,  ანტიქრისტეს სატახტო სახელმწიფო კი უფსკრულისკენ მიექანება.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ბრძანა: “დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთში, დიდი ყურადღებითა  და იმედით უყურებს რუსეთს, როგორც უკანასკნელ ციხე-სიმაგრეს. ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის, ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი”.

ვ. კ.

                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here