Home რუბრიკები პოლიტიკა მამა გიორგი (რაზმაძე): როცა ბატონი კვირიკაშვილი თავის მთავრობასთან ერთად მივა ტაძარში, უნდა...

მამა გიორგი (რაზმაძე): როცა ბატონი კვირიკაშვილი თავის მთავრობასთან ერთად მივა ტაძარში, უნდა ვკითხოთ: შე დალოცვილო, როცა ამ კანონს იღებ და შენს შვილებს რყვნი, რა უფლება გაქვს, ტაძარში მოხვიდე?!

“ნებისმიერი თანამდებობის პირი, პრემიერი იქნება თუ სხვა, რომელიც მხარს დაუჭერს სკოლაში გაუკუღმართებულ სწავლებას მიმართულს გენდერული იდენტობის წაშლისკენ, ქვეყნის მტერია, მტერი ეკლესიისა, მტერი ღვთისა და სამშობლოსი!”

12123

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი რიგი საკანონმდებლო ვალდებულებების კვალდაკვალ საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბერს მორიგი საყურადღებო დადგენილება (#488) მიიღო. ნორმატიული აქტი “სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ”, რომელსაც ხელს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, სკოლებში სრულიად ახალი, ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის უცხო მეთოდოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს. კერძოდ, დოკუმენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნტში მითითებულია, რომ მოსწავლეები, განურჩევლად გენდერისა, თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი ყველა ტიპის საქმიანობაში და არ უნდა არსებობდეს გამიჯნული სფეროები, რომლებიც მოზარდებს სქესის მიხედვით დაყოფს. 

აღნიშნული ცვლილებების პარალელურად განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მიერ მომზადდა სპეციალური პროექტი “სასკოლო მზაობის პროგრამა”, რომელიც პედაგოგისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. პროგრამის თანახმად, სასწავლო პროცესი ისეთ აქტივობებს უნდა მოიცავდეს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოზარდების ცნობიერებაში სქესთა განურჩევლობის პრინციპის ჩამოყალიბებას. აღმზრდელებმა ბავშვებს უნდა წაუკითხონ ისეთი შინაარსის ზღაპრები, რომლებშიც ორივე სქესის პერსონაჟები თანაბრად არიან წარმოდგენილნი. მეტიც, აღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, სასურველია, პედაგოგმა მოსწავლეებს გენდერულად საპირისპირო პერსონაჟები მოარგოს და ბიჭებს გოგონების, ხოლო გოგონებს ბიჭების როლები ათამაშოს.

ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი საგანმანათლებლო პროექტი დასავლეთის რიგ ქვეყნებში დიდი ხნის წინათ აპრობირებული სქესთა აღრევის გლობალისტური თეორიაა, რომელიც ადამიანის ბუნებრივ საწყისებს უპირისპირდება. რას მოიტანს მსგავსი საგანმანათლებლო ცვლილებების განხორციელება საქართველოში, რაზეა ეს ყველაფერი გათვლილი და როგორ შეიძლება საზოგადოება დაუპირისპირდეს? _ “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, რამდენიმე დღის წინათ საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ სკოლებში უნდა დაიწყოს განხორციელება სპეციალური საგანმანათლებლო პროექტისა, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შთაუნერგოს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება არ არსებობს, რომ ქალმაც შეიძლება მოირგოს მამაკაცის როლი და პირიქით. რა მოუტანა ევროპას ამ მიდგომამ და რა შეიძლება მოგვიტანოს ჩვენ?

_ ამას წინათ ერთი მინისტრი, რომელთანაც სუფრაზე მოვხვდი, მიმტკიცებდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ღრმად მორწმუნე ადამიანია და ასეთი მორწმუნე პრემიერი მართლმადიდებლურ სამყაროში არც ერთ სახელმწიფოს არ ჰყავს. მე, უბრალოდ, მიჩნდება შეკითხვა: შეიძლება მორწმუნე ადამიანისთვის მისაღები იყოს ისეთი ორმაგი სტანდარტი, რომ, ერთი მხრივ, გუნდრუკი უკმიოს ეშმაკს და, მეორე მხრივ, ღმერთი სწამდეს? მოციქული იაკობი პირდაპირ ამბობს, რომ ერთი დოქიდან ტკბილი და მწარე წყალი ვერ გადმოდინდება, ანუ ორი უფლის მონობა _ ეს არის აბსურდი. რა გამოდის? _ გამოდის, რომ, თუ ერთ-ერთს ემსახურები, და ამ შემთხვევაში ემსახურები ევროპელ ცისფერ კომისრებს, ეშმაკის ხელქვეითი ხარ. ასეთი ადამიანი შეიძლება მორწმუნე იყოს?!

ნებისმიერი თანამდებობის პირი, პრემიერი იქნება თუ სხვა, რომელიც მხარს დაუჭერს სკოლაში გაუკუღმართებულ სწავლებას, რომელიც მიმართული იქნება გენდერული იდენტობის წაშლისკენ, ქვეყნის მტერია, მტერი ეკლესიისა, მტერი ღვთისა და სამშობლოსი!

ახლა გადავხედოთ ევროპის მაგალითებს, უამრავი ფაქტია გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის სკოლებში, რომ მსგავს სწავლებას მოჰყვა მოზარდების სრული დეგრადაცია. მეტსაც გეტყვით, ევროპის რიგ ქვეყნებში ერთი დღე აქვთ კვირაში სპეციალურად გამოყოფილი და მე საკუთარი თვალით მინახავს, ამ დღეს ბიჭები გოგოს კაბით რომ მიდიან სკოლაში. ეს პირდაპირ ვალდებულებაა: ბიჭმა კაბა უნდა ჩაიცვას და პირიქით _ გოგონებმა მამაკაცის ტანსაცმელი, დაიხატავენ წვერ-ულვაშს და ისე მიდიან სკოლაში. აი, სად მივიდა იქ საზოგადოება და, ამასთანავე, არსებობს იუვენალური იუსტიცია თავისი საკანონმდებლო რეგულაციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ რომელიმე მშობელი არ ეთანხმება სქესთა აღრევას, მამათმავლობის ან სხვა სახის გადახრების ნორმად გამოცხადებას, სასამართლო მას შვილს წაართმევს…

კიდევ ერთხელ მივმართავ პრემიერმინისტრს: რა ჰქვია ამას, ბატონო გიორგი?! როგორ შეიძლება, ნორმალური კაცი ამას ხელს აწერდეს?! როგორ შეიძლება, ამას ხელს აწერდეს ადამიანი, რომელსაც შვილი უყვარს, შვილიშვილი და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე?! როგორც ჩანს, ამ ადამიანს არც შვილი უყვარს, არც შვილიშვილი და არაფერი სწამს ამ ქვეყანაზე.

აქვე ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხები: სექტემბრის ბოლოს უდიდესი რამ მოხდა საქართველოში _ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოასვენეს. არც ერთმა ტელევიზიამ, არც ერთმა არხმა ამას სათანადო ყურადღება არ დაუთმო, თითქოს არაფერი მომხდარა. ამ დროს კი ფეხბურთელ გურამ კაშიას დასაცავად ყველა ერთ მუშტად შეიკრა. თურმე ამ ერთი უღირსი ადამიანის დაცვა და სოლიდარობა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამოსვენება, რომელიც საქართველოსთვის ეწამა.

_ თქვით, რომ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც, ერთი მხრივ, გუნდრუკს უკმევენ ეშმაკს და, მეორე მხრივ, თავს მორწმუნედ ასაღებენ. იმ დროს, როცა ეს ადამიანები პატრიარქის გვერდით დგანან ტაძარში და “ღვთისმოშიშობის” დემონსტრირებას ცდილობენ, არც ერთი სასულიერო პირი არ უსვამს შეკითხვას, რატომ იღებენ მართლმადიდებლურ ფასეულობებთან აბსოლუტურად შეუსაბამო საკანონმდებლო ცვლილებებს?

_ ამას წინათ ერთ-ერთ მინისტრს, რომელიც სხვებთან შედარებით ზნეობრივად ცხოვრობს, პირდაპირ ვკითხე: რატომ არის, რომ, როცა ხელისუფლებაში მოდიხართ, მხოლოდ “უმცირესობების” უფლებებს იცავთ-მეთქი? გაშრა, ვერაფერი მიპასუხა. საერთოდ, მე ყველას ვთხოვ პასუხს, მინისტრი იქნება თუ პარლამენტარი, მათ მიერ მიღებულ ამორალურ კანონებზე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გამკვირვებია იმ სასულიერო პირებისა, რომლებსაც ხშირი ურთიერთობა აქვთ მათთან და არაფერს ეუბნებიან. სხვათა შორის, ერთ კარგ მაგალითს გაგახსენებთ: თავის დროზე, როცა საბერძნეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 15 წლის ბავშვს შეუძლია სქესი შეიცვალოს, ათონის მთამ არ მიიღო პრემიერმინისტრი, ანუ ამ კანონის მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ პრემიერს სურდა მთის მონახულება და მონასტერმა შავი დროშები გამოფინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უზნეო კანონის მიმღები პრემიერის ადგილი იქ არ იყო. აი, ასეთი რაღაც უნდა გააკეთოს ჩვენმა ეკლესიამ, როცა ბატონი კვირიკაშვილი, თავის მთავრობასთან ერთად, მივა ტაძარში, უბრალოდ, კართან უნდა დახვდეს ადამიანი და ჰკითხოს: შე დალოცვილო, როცა ამ კანონს იღებ და შენს შვილებს რყვნი, რა უფლება გაქვს, ტაძარში მოხვიდე?!

_ და რატომ არ უთხრეს ეს თავის დროზე ხელისუფლების წარმომადგენლებს, როცა “ანტიდისკრიმინაციული” კანონი მიიღეს?

_ სხვის ცხოვრებაში ვერ ჩავერევი, მე ჩემი თვალსაზრისი მაქვს, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს: ადრე თუ გვიან, როცა ღვთის წინაშე წარვდგებით, უფალი ყველას გვკითხავს: სად იყავი, როცა შენი ერი, შენი ქვეყანა ირყვნებოდა? სხვათა შორის, ამას წინათ სერბეთიდან სასულიერო პირებმა შემატყობინეს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინათ მსგავსი შინაარსის დადგენილება მათთანაც მიიღეს. საპროტესტო გამოსვლებიც ყოფილა ბელგრადში, საკმაოდ ფართომასშტაბიანი, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. ანალოგიური პროცესი მიდის ჩვენთანაც _ იღებენ ამორალურ კანონებს, ტელევიზიები კი უმცირესობების უფლებებზე საუბრობენ. თითქოს ჩვენ მოძალადე ერი ვართ და “განსხვავებულ” ადამიანებს არსებობის საშუალებას არ ვაძლევთ, თითქოს ისინი ჩაგრულები არიან. ვინ არის სინამდვილეში დაჩაგრული და ვისი უფლებები ირღვევა?!

_ ქუთაისში ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტი იმის გამო გარიცხეს, რომ სოციალურ ქსელში “ლიბერალებისთვის” მიუღებელი კომენტარი დაწერა. ასევე მიდის საუბარი “სექსუალური შევიწროების შესახებ” კანონის მიღებაზე… აშკარაა, რომ “ნეოლიბერალური” ტერორი გადამწყვეტ ფაზაში შედის. საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედება სადამდე შეიძლება მივიდეს რამ შეიძლება დაუსვას წერტილი ხალხის მოთმინებას?

_ ალბათ, რაღაც კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ ხალხი გონს მოვიდეს და მიხვდეს, საით მივდივართ. აქვე მინდა, მივმართო იმ პოლიციელებს და, საერთოდ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ერთუჯრედიანების დონეზე აზროვნებენ და მზად არიან, ნებისმიერი დავალება უსიტყვოდ შეასრულონ: სანამ თქვენს შვილებს, ბოდიში და, არ გააუპატიურებენ, კოლჰოტებს არ ჩააცმევენ და არ გაათახსირებენ, ვერ უნდა მიხვდეთ, რა უბედურებას ემსახურებით?! ჩვენ ხომ ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ ამ ადამიანებს? ვის სამსახურში დგანან _ ხალხის თუ ერთი მუჭა გარყვნილი “ლიბერალების”, რომლებსაც ადამიანური და ზნეობრივი არაფერი გააჩნიათ? კანონს კი არა, უკანონობას იცავთ, თუმცა ეს მარტო ძალოვანებს არ ეხება. მაინტერესებს, სად არის ინტელიგენცია; სად არიან მწერლები, მეცნიერები, სპორტსმენები, ფილოსოფოსები… თუ ყველა მოისყიდა ივანიშვილმა?! როცა ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას ქვეყნისთვის, გაჩუმება შეიძლება?! განა მათ არ იციან, რომ დუმილით ღმერთი გაიცემა?!

_ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე გამოვიდა ამას წინათ ინიციატივით, რომ ინტელიგენციის წარმომადგენლებმა საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია: ჰომოსექსუალიზმი დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი.

_ ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ვინმე ჩანს? ესენი რის გამკეთებლები არიან, ივანიშვილს ნაყიდი ჰყავს ყველა. სხვა, აბა, რა უნდა ვიფიქროთ?! რამდენიმე წლის წინათ აქა-იქ თუ საუბრობდნენ ამ ე.წ. უმცირესობებზე, დღეს გეგონება, ლგბტ-თა გარდა, ხალხი არ ცხოვრობს დედამიწაზე. კიდევ ვიმეორებ: როცა ეს ნაძირალები, ამ ამორალური კანონების მიმღებ ხელისუფლებას ვგულისხმობ, ეკლესიაში მოვლენ, ხალხმა არ უნდა შეუშვას. მათ უნდა გააცნობიერონ, რა დანაშაულს სჩადიან ერისა და ქვეყნის წინაშე. იმიტომ, რომ, ისინი მსოფლიოს თვალში ჩვენი სახელით, ჩვენი დაკვეთითა და, იდეაში, ჩვენ მიერ “დემოკრატიულ არჩევნებზე” გამოცხადებული ნდობის შესაბამისად აკეთებენ ყველაფერს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

5 COMMENTS

  1. ღმერთო გვიშველე! მხოლოდ ღვთის რისხვა თუ უშველის ამ გათახსირებულ საზოგადოებას, სხვა საშველი არ ჩანს! ხალხი ვერ ხვდება საშინელ საფრთხეს! არც წმინდა მამების ესმის და არც ვინმე სხვა არის ვისაც გაუგონებს!

  2. მეტი ისაუბრეთ სუვერენულ დემოკრატიაზე… ვინაიდან, ძლიერი მოითხოვს სუსტი მას დაემსგავსოს… სუსტმა გონივრული არჩევანი უნდა გააკეთოს! (თუ, არჩევანი შესაძლებელია)…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: alexsandre Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here