Home ახალი ამბები მსოფლიო მაკრონმა ნატოს “ტვინის სიკვდილზე” განაცხადა

მაკრონმა ნატოს “ტვინის სიკვდილზე” განაცხადა

675

ნატომ სრულიად დაკარგა კოორდინაცია ალიანსის შიგნით, მიმდინარეობს ორგანიზაციის “ტვინის სიკვდილი”, _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. 

“ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, არის ნატოს ტვინის სიკვდილი. ჩვენ არ გვაქვს კოორდინაცია სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის.

ჩვენი ინტერესების სფეროში ვხედავთ შეუთანხმებელ აგრესიულ მოქმედებებს ნატოს კიდევ ერთი წევრის _ თურქეთის _ მხრიდან”.

მაკრონმა დასძინა, რომ ევროპამ უნდა იფიქროს საკუთარ თავზე, როგორც დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ძალაზე, სხვაგვარად ის ვერ გააკონტროლებს თავის ბედს.

გფრ-ის კანცლერი ანგელა მერკელი არ დაეთანხმა მაკრონს.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა შემდეგი: საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები იწყებენ იმის აღქმას, რომ ვაშინგტონს სურს, მათი არა დაცვა, არამედ გამოყენება ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here