Home სხვადასხვა დაიჯესტი Lidovky: ევროპა ყირიმს, ადრე თუ გვიან, დაივიწყებს

Lidovky: ევროპა ყირიმს, ადრე თუ გვიან, დაივიწყებს

1016
ყირიმი

უძველესმა ჩეხურმა გაზეთმა Lidove noviny(Lidovky) ყურადღება გაამახვილა დასავლეთის რიტორიკის შეცვლაზე ყირიმის საკითხზე, თუმცა ევროპა თავის თავს არ უტყდება, რომ ნამდვილად ასეა.

ევროსაბჭოს კი თავისი პრობლემები აწუხებს მიგრაციის, ბრექსიტის, დონალდ ტრამპის, ჩრდილოეთ კორეის… პრობლემები აქვს პოლონეთსა და უნგრეთთანაც, _ წერს გამოცემა. ამასთანავე, 2017 წელს ბევრია საარჩევნო კამპანია (ჩეხეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია და ნიდერლანდები).

“გაიხსენეთ, ამ კამპანიებში ერთგან მაინც უკრაინამ რაიმე როლი შეასრულა? თუნდაც ერთმა მსხვილმა პარტიამ ხაზი გაუსვა უკრაინაში მშვიდობის დამყარებას მინსკის ხელშეკრულების თანახმად?” _ კითხულობს სტატიის ავტორი ზბინეკ პეტრაჩეკი.

დღეს უკრაინა სადღაც შორს დარჩა, მისი პრობლემები ევროპელებს აღარ აინტერესებს. “უკანასკნელი, რაც ჯერ კიდევ ახსოვთ, ანტირუსული სანქციებია. აი, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება დღეს, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებელი მინსკის პირველი შეთანხმების მესამე წლისთავზე”, _ ნათქვამია Lidovky -ს პუბლიკაციაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ მინსკის შეთანხმების მონაწილეებმა რუსეთის ინტერესები გაითვალისწინეს. “ვისაც არ სჯერა, გაიხსენოს, რომ მასში ყირიმი ერთხელაც არ არის ნახსენები. დიახ, დიახ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ იგი აღიარებულია მომხდარ ფაქტად და მის ხსენებას დოკუმენტში უაზრობად მიიჩნევდნენ”, _ წერს ჩეხი ჟურნალისტი და ასკვნის: მართალი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი: “ჯერ ნამდვილი საერთაშორისო წესრიგი უნდა დავამყაროთ უსაფრხთო სფეროში, შემდეგ კი შეიძლება ვიპოვოთ გადაწყვეტილება უკრაინისთვის” (ციტირებს Lidovky-ს ავტორი ლავროვს და შეგვახსენებს, რომ ეს სიტყვები მიუნხენში იყო წარმოთქმული ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში).

“დასავლეთის არც ერთი სახელმწიფო ამის შესახებ არ ლაპარაკობს, მაგრამ პოლიტიკოსები, ალბათ, უკვე ფიქრობენ, რაზე მიანიშნებდა თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) ლიდერი. მისი აზრით, მოსაძებნია ისეთი საშუალება, ფორმალურად რომ არ აღიარონ ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია, მაგრამ პრაქტიკულად აღიარონ იგი”, _ ვარაუდობს პეტრაჩეკი.

მით უფრო, რომ უწინ ასეთი ვარიანტი უკვე იყო გამოყენებული: “მაგალითად, ქაშმირის შემთხვევაში. ჯერ კიდევ 70-იან წლებში მისი ერთი ნაწილი დაიპყრო ინდოეთმა, მეორე _ პაკისტანმა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ევროპას, ურთიერთობა ჰქონდეს ინდოეთთანაც და პაკისტანთანაც. ან, მაგალითად, მდინარე იორდანის დასავლეთი ნაპირის შემთხვევაში, რომელიც 50 წლის განმავლობაში ოკუპირებულია ისრაელის მიერ, ხოლო დასავლეთი საქარა, 40 წელიწადია, მაროკოს მიერ არის ოკუპირებული. ევროკავშირმა მასთან უკვე დადო თევზჭერის ხელშეკრულება. ამგვარივე სიტუაციაა კვიპროსზეც, რომლის ჩრდილოეთი თურქეთს აქვს ოკუპირებული.

პეტრაჩეკი მიიჩნევს, რომ იგივე მოხდება ყირიმის შემთხვევაშიც. ევროპაში ფორმალურად არ აღიარებენ ამ ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიად, მაგრამ ამ საკითხს დღის წესრიგიდან მოხსნიან და პრაქტიკულად აღიარებენ იმას, რაც რეალურად არსებობს. ჩეხი ჟურნალისტი მოუწოდებს, დადონ ფსონი, “ყველას გასაგონად როდის განაცხადებს ამას პირველი ევროპელი ლიდერი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here