Home ახალი ამბები საქართველო ლევან ჩაჩუა: ასეთი დარტყმისა და წნეხის ქვეშ, როგორშიც დღეს არის საქართველოს ეკლესია,...

ლევან ჩაჩუა: ასეთი დარტყმისა და წნეხის ქვეშ, როგორშიც დღეს არის საქართველოს ეკლესია, არასდროს ყოფილა

“მონაზონზე თავდასხმის ამბავი რომ შევიტყვე, ველოდი, რომ თავდამსხმელები ქართველები არ იქნებოდნენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ქართველების ჩადენილია ეს სისასტიკე”

228

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში რამდენიმე დღის წინათ საშინელი რამ მოხდა _ 70 წლის მონაზონს სასტიკად სცემეს და შემდეგ გააუპატიურეს. ფაქტი შემზარავია, მაგრამ არანაკლები საშინელება იყო ისიც, როდესაც მოვისმინეთ, რომ დანაშაული ქართველებმა ჩაიდინეს, ქართველმა მართლმადიდებლებმა.

ამ ყოვლად უღირსმა საქციელმა შეძრა ქვეყანა, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, სოციალურ ქსელში რომ ქილიკობდნენგაუგონარ კომენტარებს აკეთებდნენ სატელევიზიო ეთერებშიცამ ყველაფრის შემყურე, ნორმალურ ადამიანს გაუჩნდებოდა აზრი, რომ ასეთ ქვეყანას მომავალი არ აქვს

საქართველო და მსოფლიოსპოლიტიკოსი ლევან ჩაჩუა ესაუბრება:

_ ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნების” მოსვლიდან ძალიან მცირე დროში მივხვდი, რომ ეს ის ხელისუფლება არ იყო, რომელზეც ვოცნებობდით. ეს განცდა ჯერ კოაბიტაციამ და შემდეგ უკვე მიღებულმა კანონებმა გამიჩინა. “ოცნებამ” მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ე.წ. ბავშვთა უფლებების კოდექსი, შედეგად საშინელმა პროპაგანდამ წალეკა ქვეყანა, იმატა ძალადობამ, ნარკომანიამ, მამათმავლობამ და, ვინ  ჩამოთვლის, კიდევ რამდენმა სიბინძურემ. ქვეყანაში მორღვეულია ყველა საზღვარი, როგორც ეკონომიკური, ისე ზნეობრივ-სულიერი. ისეთი დარტყმისა და წნეხის ქვეშ, როგორშიც დღეს არის საქართველოს ეკლესია, ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ეკლესიას დევნიან აშკარად, დაუფარავად…

მახსენდება ჰეროდეს სისხლიანი პოლიტიკა, ოღონდ ამჟამად ეს ხდება საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობის მიმართ. “ქართული ოცნება” პილატეს როლშია და “ხელებიც დამიბანია”-ს პოლიტიკას მისდევს. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ვინც იტყვის, რომ ქართული სულისკვეთებისაა და ქრისტიანულია, ან გამორჩენას ელის, ან უკვე მათ ბაგაზეა დაბმული. სხვაგვარად ვერ ვიფიქრებ, რადგან ეს ხელისუფლება ქართულ საქმეს არ აკეთებს.

მონაზონზე ძალადობის ამბავი რომ შევიტყვე, ველოდი, რომ თავდამსხმელები ქართველები არ იქნებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ქართველების ჩადენილია ეს სისასტიკე. ის, რაც დედათა მონასტერში მოხდა, შედეგია იმ ავადსახსენებელი პოლიტიკისა, რომელსაც ნაცები და ქოცები 19 წლის განმავლობაში ატარებენ. ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ შედეგს, როგორც ამას აკეთებენ მარაზმატიკი არასამთავრობოები, არასრულფასოვანი ადამიანები, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიბინძურის გამომწვევ მიზეზს.

კანონი, რომლითაც მედიასაშუალებებს გზა ხსნილი აქვთ სიბინძურის ტირაჟირებისთვის, ბოკერიას მიღებულია. ტელეეთერებიდან ისმის მართლმადიდებელი ეკლესიის გინება, მაგრამ მსგავსს ვერასოდეს მოისმენთ სხვა რელიგიებზე, სექტებზე. ამას აკეთებენ არა მხოლოდ ე.წ. ოპოზიციური, არამედ სახელისუფლო არხებიც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ქართველი კაცი შუბლზე “ასოს” თუ მიიწებებდა და ტელეეთერში გამოჩნდებოდა. თავი მოჭრილი გვაქვს კავკასიაში. ქართველი სამაგალითო იყო თავისი ზნეობით რეგიონში, ახლა კი სახელი გავითქვით ნარკომანიით, გახრწნილებით, სექსტურიზმითმეზობელი ქვეყნებიდან აქ ჩამოდიან კაცები იმისთვის, რომ კაზინოებში იარონ, იყიდონ ქალები, კაცებიასეთი ცხოვრების წესით ჩვენ ვერასდროს დავიბრუნებთ ტერიტორიებს, აფხაზი და ოსი ძმები არასდროს ისურვებენ დღევანდელი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას. კიდევ კარგი, რომ გეიაღლუმებს არ ვატარებინებთ, ჯერჯერობით ვუმკლავდებით

ციხეები სავსეა ოჯახური ძალადობის მუხლით დაკავებული მამაკაცებით. ცოლები ერთ დაყვირებაზე რეკავენ პატრულში და აჭერინებენ ქმრებს, მერე ნანობენ, მაგრამ გვიანია.

საქართველოს ეკლესია და ქართული ოჯახი არის ის, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა, რაც გვინარჩუნებს იდენტობას. იმ ქვეყნისა და ხალხის მართვა ძნელია, რომლიც ეკლესია და ოჯახი ძლიერია, ამიტომ მიზანმიმართულად ცდილობენ ეკლესიის მოსპობას, დაკნინებას, განადგურებას.

_ პრეზერვატივზე თამარ მეფის სახე გამოსახეს და არ მხოლოდ მისითქვენ იჩივლეთ და სასამართლო პროცესი მოიგეთ. გამოდის, უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლას აქვს აზრი

_ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო პროცესი, მაგრამ ისინი არ დასჯილან, უბრალოდ, საქმიანობა აეკრძალათ. მხოლოდ ჯარიმა გადაიხადეს. მსგავსის ჩადენას ვეღარავინ გაბედავს, რადგან სასამართლოს განაჩენი სწორედ ასეთი იყო. ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, როცა ხალხი ერთად დადგება, მაგრამ, როდესაც ქვეყანაში გყვანან გამყიდველები, ნეოლიბერალები, ნეოფაშისტები, რთულია, რამე გააკეთო. ძალიან ბევრი ღლიცინებს სოციალურ ქსელში იმ საშინელ ფაქტზე, რომელიც მონაზონს შეემთხვა…

_ სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, რომ ეს ხელისუფლება უფრო უარესს სჩადის, ვიდრე წინა. ხშირად იმასაც წერენ, სააკაშვილი მართალი იყო, როცა გაიძახოდა, ყველანი ციხეშიო

_ ეს ხელისუფლება მართლაც ძალიან ცუდია. ვინც მას ხმა მისცა, ისიც თანამონაწილეა იმ ყველაფრის, რაც დღეს საქართველოში ხდება. კიდევ ერთხელ ვახსენებ პილატესა და ჰეროდეს, რადგან ჭეშმარიტების წინააღმდეგ ისე გაერთიანდნენ, როგორც საქართველოს დღევანდელი  ხელისუფლება გაერთიანდა წინა ხელისუფლებასთან. პილატეები არიან ესენი, ამათ ხელში უნდა მომხდარიყო ჩვენი გახრწნა და განადგურება, როგორც ქრისტე უნდა ეწამებინა პილატეს.

ღირსეული ხელისუფალი თუ ხარ, არავინ უნდა ბედავდეს ეკლესიის ლანძღვა-გინებას, პატრიარქის შეურაცხყოფას, მოწამვლას… არაკაცები და მარიონეტები არიან ესენი, ამიტომ ყველა, ბოდიში და, თავზე უშვრება… ვისაც არ ეზარება, მათ ლანძღავს და აგინებს.

არა მგონია, ივანიშვილი მენტალობით დიდად განსხვავდებოდეს “გირჩისგან”, ბაია პატარაიასგან, რადგან, რასაც ეგ აბედვინებს ამ ხალხს, წარმოუდგენელია. მსგავსი რამ როსტომ ხანის პერიოდშიც არ მომხდარა. ივანიშვილისა და მისი ხელისბიჭების ბრალია, რაც დღეს საქართველოში ხდება _ მამათმავალს ღირსეული თბილისელის წოდება მიანიჭეს.

ხე ნაყოფით იცნობაო და ჩვეცნ ვხედავთ, რა ნაყოფი გამოიღო “ოცნების” მმართველობამ. მათ ვინც ხმას აძლევს და მომავალშიც მხარს დაუჭერს, მერწმუნეთ, პასუხს აგებს უფლის წინაშე. იმაში, რაც ქვეყანაში ხდება, ყველანი დამნაშავენი ვართ. საქართველო თავლაფდასხმულია, სექტას დაემსგავსა ქვეყანა. ივანიშვილმა მოისყიდა ყველა და ამან განაპირობა ის, რომ გასაპროტესტებლად ქუჩაში არავინ გამოდის, ნიჰილიზმი დანერგა. უბედურ დღეშია საქართველო. ბიძინა თანამედროვე როსტომ ხანია, მისი მთავარი ოფისიც ხომ როსტომ ხანის სასახლეშია, გგონიათ, ეს შემთხვევითია?! ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს  და ივანიშვილი ყველაფერს გაყიდის, მისთვის წმინდა არაფერი არსებობს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here