Home ახალი ამბები მსოფლიო Le Tempos: კრემლმა ხიდები არ დაწვა, მაგრამ თავისი ძალა აჩვენა

Le Tempos: კრემლმა ხიდები არ დაწვა, მაგრამ თავისი ძალა აჩვენა

871
ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი ელოდა ზეიმს, რომელიც რუსეთის სამხედროსაზღვაო ძალებს ეძღვნებოდა, რათასასჯელი ტრიუმფის ფერებით წარმოედგინა და ამერიკელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევების ისტორიაში არნახული ფაქტის შესახებ ეცნობებინა საზოგადოებრიობისთვის”, _ წერს აღნიშნული გამოცემა.

პუტინი იმყოფებოდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც საბჭოთა კავშირის შემდგომი პერიოდისთვის უდიდესი საზღვაო აღლუმი გაიმართა. ეს აღლუმი გადაიცემოდა რუსეთის ტელევიზიით სირიის ტარტუსისა და ყირიმის სევასტოპოლის აღლუმებთან ერთად, რათა ხაზი გაესვა რუსეთის არმიის ძლიერებისთვის.

Le Tempos წერს, რომ ძალის დემონსტრაცია პუტინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მან თავისი პოპულარობა დააფუძნა დაპირებაზე, რომ რუსეთს ისეთ ზე სახელმწიფოდ გარდაქმნიდა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა აშშ-ს. რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, პუტინი სულ უფრო ნაკლებად აპირებს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების დათმობას.

“პუტინს გაუქრა ყოველგვარი ილუზია, რომ ტრამპს შეუძლია მართოს დამუხრუჭებისა და საპირწონეების ამერიკული სისტემა და დომინირებდეს ამერიკის დემოკრატიულ აპარატში”, _ იმოწმებს გამოცემა რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი კოლესნიკოვის მოსაზრებას.

რაც უფრო ძლიერია ამერიკის სანქციები, მით მატულობს რუსეთის პრეზიდენტისადმი რუსეთის საზოგადოების მხარდაჭერა, _ წერს პუბლიკაციის ავტორი და იმოწმებს კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგის, სერგეი მარკოვის, სიტყვებს. სხვა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლში შექმნილი ვითარებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ არიან, რადგან იმედოვნებდნენ ურთიერთობის ნორმალიზებას.

ჯერჯერობით ახალ სანქციებზე რუსეთის პასუხი მხოლოდ “სიმტკიცის მაგვარი” რამეა, რადგან დიპლომატების ურთიერთგაძევება ყველაზე ნაკლებად მტკივნეული პროცესია ურთიერთუკმაყოფილების გამოსახატავად. მეტიც, ამ ღონისძიებას უკუქმედების ეფექტი არ აქვს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს მხოლოდ “საცოდავი შეყვირებაა”, რადგან აშშ რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული არ არის.

პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ შემდგომი ღონისძიებები მნიშვნელოვნად გამკაცრდება საშინაო პოლიტიკაში, უფლებადამცველთა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და ოპოზიციის მიმართ. საგარეოპოლიტიკურ სფეროში კი რუსეთი სულ უფრო რწმუნდება, რომ მკაცრი პოლიტიკა, სინდისის ქენჯნის გარეშე გადადგმული ასიმეტრიული ნაბიჯები გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე დიალოგი დასავლეთთან. “კრემლმა ხიდები არ დაწვა, მაგრამ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები აშკარად უბიძგებს მას წინაღობების ტესტირებისკენ”, _ ასკვნის Le Tempos-ის ჟურნალისტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here