მთავარი მსოფლიო Le Figaro: რესპუბლიკელები საფრანგეთის პროკურატურისგან პრეზიდენტ ოლანდის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვენ

Le Figaro: რესპუბლიკელები საფრანგეთის პროკურატურისგან პრეზიდენტ ოლანდის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვენ

841
გააზიარეთ
ფრანსუა ორლანდი

მემარჯვენეთა პარტიისპოლიტიკურმა მძიმეწონოსნებმაგამოაქვეყნეს ღია წერილი საფრანგეთის საფინანსო პროკურორის _ ელიან ულეტის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ქვეყნის პრეზიდენტის _ ფრანსუა ოლანდის წინააღმდეგ. Le Figaro აქვეყნებს დოკუმენტს თავისი კომენტარებით.

გასულ კვირაში გამოსულ წიგნზე “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბობოს მოედანზე” (საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზიდენციის მისამართი) დაყრდნობით ფრანგი მემარჯვენეები ითხოვენ, შესწავლილ იქნას აღნიშნულ ნაშრომში წარმოდგენილი ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის “ჩრდილოვანი კაბინეტის” შესახებ. წიგნის ავტორი სამი ჟურნალისტი 200-ზე მეტ გვერდზე მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა მოქმედი პრეზიდენტი სახელმწიფო აპარატს თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

შესაძლო სამართალდარღვევების შესწავლა მოითხოვეს მემარჯვენე პოლიტიკოსებმა, რომელთა შორის არიან ფილიპ ბა (სენატის საკანონმდებლო კომისიის თავმჯდომარე), ბრიუნო რეტაიო (სენატში რესპუბლიკელების საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი), კრისტიან ჯაკობი (ეროვნულ კრებაში რესპუბლიკელების საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი), ვალერი პერკესი (ილ-დე-ფრანსის რეგიონის თავმჯდომარე).

მათ ღია წერილში მითითებულია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მართლმსაჯულების ორგანოების კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, პირადი ცხოვრების ხელყოფა, მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა, გამოძიების საიდუმლოების დარღვევა და სხვ.

პრეზიდენტობის მემარჯვენეთა კანდიდატის _ ფრანსუა ფიიონის მომხრეები იმოწმებენ საფრანგეთის კონსტიტუციის მე-40 მუხლს, რომლის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, რეაგირება მოახდინონ დანაშაულის თაობაზე მიწოდებულ ინფორმაციაზე.

ფრანსუა ფიიონმა “ფრანს 2”-ის ეთერში გამოსვლისას დაადანაშაულა მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომ სწორედ მან დაგეგმა მის (ფიიონის) წინააღმდეგ შეტევის კამპანია. “თუ ყველაფერი, რაც ამ წიგნშია დაწერილი, დადასტურდება, ვფიქრობ, ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა საფრანგეთის ისტორიაში, როცა ქვეყნის მეთაურმა ასე ღრმად შეტოპა”, _ თქვა მან.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here