Home ახალი ამბები საქართველო ლარსთან, თერგის ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა დაიწყო

ლარსთან, თერგის ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა დაიწყო

54

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), მდინარე თერგის ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე არიან და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ, რათა გზა უმოკლეს ვადებში აღდგეს“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა.

გზის აღდგენამდე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here