Home ახალი ამბები მსოფლიო კურტ უოლკერი – რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს წინაპირობას,...

კურტ უოლკერი – რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს წინაპირობას, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვონ

37

ჩვენ დასავლეთიდან მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს იმ წინაპირობას, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვონ, მთელი ტერიტორია, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ უოლკერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ დასავლეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს.

„ჩვენ უნდა მივაწოდოთ რაც შეიძლება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, გამანადგურებელი თვითმფრინავი, ტანკები და საჰაერო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – აღნიშნა უოლკერმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, უკრაინის ეკონომიკისთვის დახმარების გაწევა.

„უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ეკონომიკის გადატვირთვა. ომის გამო უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 30%-ით შემცირდა. უმუშევრობა დაახლოებით 30%-ია. ჩვენ გვჭირდება კერძო სექტორის დაბრუნება და მე შევთავაზებდი, რომ ევროკავშირმა, აშშ-მა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ დანიშნოს სპეციალური კოორდინატორი უკრაინის აღდგენისთვის, რომ ვიმუშაოთ უკრაინასთან ერთად კერძო ეკონომიკის ხელახლა დასაბრუნებლად”, – აღნიშნა უოლკერმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here