Home ახალი ამბები საქართველო კურტ უოლკერი – რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინიდან არ დაწყებულა,...

კურტ უოლკერი – რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინიდან არ დაწყებულა, ეს მოხდა საქართველოში, არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აქ არის

30

რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინიდან არ დაწყებულა, ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აქ არის, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ უოლკერმა განაცხადა.

როგორც უოლკერმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია შეხსენება, რომ საქართველოში ბორდერიზაცია გრძელდება.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და ხალხისთვის შეხსენება, რომ 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, ბორდერიზაცია გრძელდება. ხალხი ახლა ფოკუსირებულია უკრაინაზე, თუმცა რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინიდან არ დაწყებულა, ეს მოხდა აქ, საქართველოში 2008 წელს. მან მოახდინა მოლდოვის ნაწილის ოკუპაცია. ისინი უფრო სასტიკები არიანა ხლა უკრაინაში, უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებენ უკრაინაში, თუმცა ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ეს არის ერთი მთელის ნაწილი. არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აქ არის“, – განაცხადა კურტ უოლკერმა.

ამასთან, ნატო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს, კურტ უოლკერს კითხვა დაუსვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და კანდიდატის სტატუსის შესახებ. უოლკერის თქმით, „ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, ორივემ – მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაოს“.

„ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, ორივემ – მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაოს. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ოპოზიციას. ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად. ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, რადგან როგორც ვხედავთ, უკრაინაში, ასევე შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც ნატო-ში წევრიანდებიან, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, თუ არ ხარ ევროკავშირში ან ნატო-ში. ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ მთავრობისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა უოლკერმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here