Home ახალი ამბები მსოფლიო კრემლმა პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ორი განცხადების მომზადების...

კრემლმა პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ორი განცხადების მომზადების შესახებ განაცხადა

პრეზიდენტის თანაშემწე უშაკოვი: პუტინი და სი ძინპინი მოლაპარაკებების შემდეგ ორ განცხადებას მოაწერენ ხელს

258
კრემლმა პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ორი განცხადების მომზადების შესახებ განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ ორ მნიშვნელოვან ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს მოეწერება ხელი. შეხვედრის ორი ძირითადი დოკუმენტია რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი განცხადება ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და ახალ ეპოქაში სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, მეორე – 2030 წლამდე რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი სფეროების განვითარების გეგმის შესახებ.

უშაკოვის თქმით, მუშავდება 10-ზე მეტი დოკუმენტი, რომლებსაც ხელი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვანგ ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ვიზიტი რუსეთში იქნება “სამშვიდობო ვიზიტი”, ჩინეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით 20-დან 22 მარტამდე ეწვევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here