Home ახალი ამბები საქართველო კლდეზე უფლის მიერ აგებულ ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ 

კლდეზე უფლის მიერ აგებულ ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ 

147

ევროკავშირში საქართველოს შესვლის მსგავსი კინო, ოღონდ ნატოზე, უკვე ნანახი გვაქვს ქართველებს _ 30 წელიწადია, იმ სახედარს ვგავართ, რომელსაც ცხვირწინ სტაფილო აქვს ჩამოკიდებული და მისკენ მიიწევს, მაგრამ ვერ სწვდება.

მოსახდენი მოხდა _ გასულ კვირაში ევროკავშირმა გაწევრების კანდიდატობის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, რომელიც ყველა პარამეტრით მნიშვნელოვნად უსწრებს ორივე ქვეყანას, ევროპულიპერსპექტივისსტატუსი აკმარა, ისიც გარკვეული დათქმით _ საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანისაშინაო დავალება“, რომლის შესრულების შემთხვევაში ავტომატურად გახდება, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, კანდიდატობის სტატუსის მფლობელი.

ამ მოცემულობას საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც მას სჩვევია, უშიშრად, მაგრამ, ჩემი აზრით, რბილად, პარლამენტის ტრიბუნიდან უწოდა უსამართლობა(?!). მიუხედავად ამ სირბილისა, პრემიერის ამ შეფასებამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის (კაპიტან ეკა გიგაურისა და ე.წ. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას), ანუ მეხუთე კოლონის აშკარად ორკესტრირებული აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. მეხუთე კოლონამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ეგიდით 3 საპროტესტო აქცია გამართა. პირველზე მოტყუებული ახალგაზრდობის მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობა გამოვიდა პარლამენტის წინ. ორგანიზატორები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ტრიბუნაზე პოლიტიკოსებს არ აუშვებდნენ და მიშაზე ლაპარაკი არ იქნებოდა. პირველი დათქმა ადვილად შეასრულეს, რადგან ტრიბუნაზე ასვლას და იქიდან მოწოდებების გაკეთება ობსტრუქციის შიშით თვითონ სახელგატეხილმა პოლიტიკოსებმა ვერ გაბედეს; რაც შეეხება მეორე პირობას, აქციაზე მიშას სიფათის ცნობილი ერთი-ორი ბანერი მაინც გამოჩნდა. მეორე და განსაკუთრებით ბოლო აქციაზე, რომელიც 24 ივნისს გაიმართა, ხალხის სიმცირე აშკარად თვალში საცემი იყო. სამივე აქციის მთავარი მოცემულობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოხატული არა მხოლოდ აგრესია, არამედ აშკარა სიძულვილი იყო.

ბატონი ბიძინას მიმართ კითხვებისა თუ შენიშვნების არსებობა სრულიად ლეგიტიმურია, მაგრამ მისი ლანძღვაგინების მორალური უფლება ნამდვილად არ აქვთ იმ არარაობებს, რომლებსაც საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიათ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსობა სარფიან პროფესიად გაუხდიათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს ამაზრზენი გუბაზ სანიკიძე, რომელსაც პარლამენტში ეძინა და მილიონერობა ესიზმრებოდა, საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედსა და მეცენატს, ტელესაროსკიპოს ეთერიდან „მეგობრულად“ ურჩევდა, _ სანამ დროა, წადი საქართველოდანო. სიტყვამ მოიტანა და ბარემ დავასრულებ ბატონი ბიძინას ქველმოქმედების თემას ერთი ეპიზოდით, თორემ მის გაკეთებულ უამრავ სიკეთეებს ვინ მოთვლის? გახსოვთ, ალბათ, რა ვაი-უშველებელი ატეხა ოპოზიციამ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასწლოვან ხეებს ყიდულობდა და მათი ტრანსპორტირებისთვის ახალი გზებიც გაჰყავდა, _ მაგის შვილები აქაურ ჰავას ვერ იტანენ და მათთვის აშენებს საკუთარ ტყე-პარკსო. უნდა ვაღიარო, რომ მაშინ ამ აბსურდს მეც, თქვენი მონამორჩილიც, ვიზიარებდი, კრიტიკულ სტატიებსაც ვწერდი, რის გამოც ახლა მრცხვენია, რადგანაც ივანიშვილმა ისეთი დენდროპარკი გააშენა, რომლის ბადალიც ერთი-ორი თუა მსოფლიოში. ერთადერთი, რასაც ივანიშვილს ვერასოდეს მივუტევებ, არის ის, რომ პოლიტიკაში მოსვლისას მთავარი ფსონი (თუ ასე თქმა უპრიანია) საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის საძულველ რესპუბლიკურ პარტიაზე დადო. პარტიაზე, რომელსაც დამოუკიდებლად არჩევნებში 2%-ზე მეტი არასოდეს აუღია… მახსოვს, 2011 წლის სექტემბერში, როდესაც ბიძინამ თავის ცნობილ წერილში პირველ პარტნიორად ქართველთმოძულე და დედაეკლესიის მტრები _ რესპუბლიკელები დაასახელა, პოლიტიკაში ბიძინას მოსვლით გახარებულ, იმედმოცემულ ქართველ საზოგადოებას, სიხარულთან ერთად, უკმაყოფილების ტალღამ გადაუარა. თავს იმით ვიტყუებდით, რომ ბიძინამ ეს ნაბიჯი დასავლეთის, აშშ-ის თვალის ასახვევად გადადგა; იმ ფართოდ დახუჭული თვალების, რომლებიც „ვერ ხედავდნენ“ სააკაშვილის რეჟიმის სადიზმს, ყოველმხრივ მფარველობდნენ მას და  არც რესპუბლიკელების მიმართ მალავდნენ სიმპათიას. შედეგად მივიღეთ ის, რაზეც  რესპები ვერასოდეს იოცნებებდნენ _ დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერი გახდა, მისი მეუღლე თინა ხიდაშელი  კი _ თავდაცვის მინისტრი, აღარაფერს ვიტყვი რესპუბლიკელების მიერ დაკავებულ მაღალ თანამდებობებზე საპარლამენტო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებებში…

ვერც ამ ფრაზას ვაპატიებ: „ჩვენ ისე კი არ მოვექცევით ნაცებს, როგორსაც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება“… ეს იყო ე.წ. კოაბიტაციის დასაწყისი და, რაც დღეს ხდება, სწორედ ამ უადგილო „ჰუმანიზმის“ დამსახურებაა. ნაცები, რომლებიც შიშით გარეთ ცხვირის გამოყოფას ვერ ბედავდნენ, ფაქტობრივად, პოლიტიკურ საფლავში იწვნენ და  მიწის მიყრაღა აკლდათ, კოაბიტაციით ჯერ პოლიტიკური საფლავიდან ამოვიღეთ, მერე ნიშადურით მოვასულიერეთ და გავაცოცხლეთ, ახლა, ვითომც არაფერი, აქეთ გადმოვიდენ შეტევაზე და დასავლეთის მფარველობით ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრობენ.

არადა, წესითა და რიგით, ნაცები მათივე შეკრებითობის კანონით უნდა გაესამართლებინათ, სამეგრელოს ტყეებში ნაპოვნი ვიდეოები და ციხის კადრები სრულიად საქართველოსა და „ცივილიზებული“ დასავლეთისთვის უნდა ეჩვენებინათ და მერე ვნახავდით, როგორ გამოაცხადებდა ევროპის სახალხო პარტია სააკაშვილსა და მის უახლოეს დამქაშებს პოლიტპატიმრებად. თუმცა, არც ახლაა გვიან. მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი მასალები აღარ გვაქვს, მაგრამ ვაჩვენოთ ევროპას გოგა ხაინდრავას ფილმები: „დემოკრატიის შუქურა“ და „ჰეროკრატია“, მერე კი გვესაუბრონ პოლარიზაციის დასრულებაზე.

იმ 12 პირობის შესახებ, რომელთა შესრულების შემთხვევაში ევროპა თავის „სამოთხეში“ მიღებას გვპირდება, უნდა გამოვყო სამი:

დეპოლარიზაცია ნაცებთან რომ შეუძლებელია, ეს ბოლო დღეებმა ცხადყო. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, აქ ბიძინა რომ  იგულისხმება, ცხადია, რაზეც ერთი პასუხი მაქვს _ უკაცრავად და, ყველამ თავის „პატიოსან მამიდას მოუაროს“. მიუხედავად მის მიმართ პოლიტიკური საყვედურებისა, სამების აღმშენებელს იმდენი ეროვნული საქმეები აქვს გაკეთებული, რომ ქართველი ერი, როგორც ქუდზე კაცი, ისე გამოვა ქუჩაში, რომ ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს, ფილანტროპსა და ქველმოქმედს საჯიჯგნად არ მიუგდებს ევროპელ თუ ამერიკელ ლიბერასტებს;

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, არ ვიცი, რამდენად სჭირდება ეს ქართულ სასამართლოს, სამაგიეროდ ვიცი და მახსოვს სააკაშვილის სასამართლო, რომელთან შედარებით ქართველი მოსამართლეები, აზდაკები არიან…

ახლა უმადური უკრაინის შესახებ, რომლის კლოუნმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმ დღეს, როცა ჩვენი ევროპელობის საქმე წყდებოდა, კიდევ ერთხელ შეურაცხგვყო _ როგორ თუ საქართველოს მეორე ფრონტი ვერ გაახსნევინეო, ოფიციალურად მოხსნა თანამდებობიდან უკრაინის ელჩი, რომელიც მანამდე გაწვეული ჰყავდა საკონსულტაციოდ…

დასასრულ, რომელ ევროპაში არ გვიღებენ, რომლის დიდი კულტურა ქრისტიანულ მორალსა და ფასეულობებზე იყო აღმოცენებული, რომლის მთავარი ღირებულებები დღეს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება, გეიაღლუმები და იუვენალური იუსტიციაა? ამ გარყვნილების წინააღმდეგია მართლმადიდებელი რუსეთი, რომლის ლაშქრობას რუსეთის „კრაინაში“, ანუ იმპერიის განაპირა ნაწილში, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ჯვაროსნული ომიც ვუწოდოთ, თუნდაც იმიტომ, რომ კიევშია სრულიად რუსეთის ყველაზე დიდი სიწმინდე _ კიევ-პეჩერის ლავრა, რომელშიც ისტორიული გმირის _ ილია მურომეცის ნეშტია, ლავრის მიწისქვეშა კატაკომბებში კი  უამრავ ძვალს დღესაც მირონი სდის, ხოლო რუსები და უკრაინელები, ბელარუსებთან ერთად, პრაქტიკულად, ერთი ხალხია, რომელთა უაზრო ჯახი კოლექტიური დასავლეთის ლიბერასტებმა ადგილობრივ კლოუნთა დახმარებით წარმატებით მოახერხეს. დააკვირდით ერთ გარემოებას _ დასავლეთი ზუსტად იმ რაოდენობისა და ხარისხის იარაღით „ეხმარება“ კიევს, რაც შეიძლება დიდხანს რომ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს.

თანამედროვე ომი შორსმოქმედი არტილერიისა და ავიაციის ომია. ასეთ იარაღს დასავლეთი შეგნებულად არ აძლევს კიევს, რადგან კლოუნმა ზელენსკიმ შეიძლება მოსკოვი დაბობოს და ამაზე ბირთვულ პასუხს კიევი კი არა, პირველ რიგში, იმ იარაღის მიმწოდებელი ქვეყანა მიიღებს, რაც მესამე და უკანასკნელი მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს. დასავლეთი რუსეთს ვერაფერს დააკლებს, იმიტომ, რომ დასავლეთმა უარყო ყოვლის შემოქმედი ღმერთი იქამდეც კი, რომ ევროკავშირში, სადაც არ გვიშვებენ, სერიოზულად განიხილავდნენ ქრისტეშობის დღესასწაულის გაუქმებას, მაგრამ არ გამოუვიდათ ამჯერად… როგორც  ბიბლია გვასწავლის, უფალმა კლდეზე ააშენა ეკლესია, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ. რუსეთი დღეს მესამე რომია, რომელიც იცავს ქრისტეს მიერ აშენებულ ეკლესიას…

 ევროკავშირში საქართველოს შესვლის მსგავსი კინო, ოღონდ ნატოზე, უკვე ნანახი გვაქვს ქართველებს _ 30 წელიწადია, იმ სახედარს ვგავართ, რომელსაც ცხვირწინ სტაფილო აქვს ჩამოკიდებული და მისკენ მიიწევს, მაგრამ ვერ სწვდება.

ახლაც ანალოგიურ დღეში ვართ, ოღონდ ერთი განსხვავებით _ სახედარი ახლა ევროკავშირისკენ მიდის და, როგორც ნატოში მიგვიყვანა ცხვირწინ სტაფილოს ჩამოკიდებამ, ისევე მიგვიყვანს ევროკავშირშიც.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here