Home ახალი ამბები მსოფლიო ხარკოვის ოლქში, რუსეთის საზღვართან, შესაძლოა NATO-ს 3 ათასამდე დაქირავებული მებრძოლი იყოს

ხარკოვის ოლქში, რუსეთის საზღვართან, შესაძლოა NATO-ს 3 ათასამდე დაქირავებული მებრძოლი იყოს

135
ხარკოვის ოლქში, რუსეთის საზღვართან, შესაძლოა NATO-ს 3 ათასამდე დაქირავებული მებრძოლი იყოს

ხარკოვისა და ბელგოროდის რეგიონების საზღვართან შეიძლება განლაგებული იყოს 3 ათასამდე დაქირავებული მებრძოლი NATO-ქვეყნებიდან.

საუბარია უცხოური კერძო სამხედრო კომპანიების წევრებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ უკრაინის არმიის კონტრშეტევაში ხარკოვის რეგიონის დასავლეთით. ამ თემაზე მონაცემები იაკობ კედმიმ დასავლური მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით გააჟღერა.

კედმის თქმით, ხარკოვის რეგიონის მიმართულებაში მონაწილე ძალების ყოველი მესამე მებრძოლი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცია. მთლიანობაში, კედმის ინფორმაციით, უკრაინის არმიის შეტევაში 9 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

„დასავლეთის გამოცემები, მათ შორის South Front, იუწყებიან, რომ ხარკოვის შეტევაში უკრაინული შევრონის ქვეშ მებრძოლი ყოველი მესამე ჯარისკაცი ნატოს წევრი ქვეყნის მოქალაქე იყო. თავად შეტევითი ოპერაცია დაგეგმა აშშ-ის სამხედრო სარდლობამ. მასში 200-მდე ერთეული მძიმე სამხედრო ტექნიკა და 9 ათასამდე ჯარისკაცი იყო ჩართული“, – იუწყება იაკობ კედმი.

ხარკოვის რეგიონში უკრაინელი სამხედროების აქტიურობის გათვალისწინებით, არსებობს რისკი, რომ უცხოელი დაქირავებულები კვლავ ბელგოროდის რეგიონის საზღვართან ახლოს იყვნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here