Home ახალი ამბები მანქანა რომელსაც კაზინოს სალაროდან ფული გადაჰქონდა ავარიაში მოყვა (ვიდეო)

მანქანა რომელსაც კაზინოს სალაროდან ფული გადაჰქონდა ავარიაში მოყვა (ვიდეო)

2751
ამერიკის ილიონისის შტატში ავტომობილი, რომელსაც სათამაშო ავტომატებისთვის ფული გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა.

 გზაზე ხუთი, ათი და ოცდოლარიანი კუპიურები გაიფანტა. ამის გამო ავტობანის გადაკეტვა გახდა საჭირო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარია მძღოლის გამო მოხდა. მან სიჩქარეს გადააჭარბა, მართვაზე კონტროლი დაკარგა და ზღუდესა და სხვა ავტომობილებს დაეჯახა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბანკნოტების შეგროვებას ერთი საათი დასჭირდა. თანხის რაოდენობა უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here