მთავარი პოლიტიკა კახა კალაძე გიგა ბოკერიას გაურიგდა?

კახა კალაძე გიგა ბოკერიას გაურიგდა?

1661
გააზიარეთ
კახა კალაძე, გიგა ბოკერია

28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომევროპული საქართველოსერთერთი ლიდერი, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, უგულავა ციხეში არ მოხვდება, რადგან ეს განაჩენი უკვე მოხდილმა სასჯელმა შთანთქა და შესაბამისად, სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვალა. ამ ფაქტმა გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი, ამიტომ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვერსიებიქართული ოცნებისადაევროპული საქართველოსგარიგების თაობაზე.

ბრალი ამ საქმეზე მერიის ყოფილ თანამშრომლებს 2013 წლის ივნისში წარუდგინეს. მათ შორის იყვნენ თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე. ეს უკანასკნელი სასამართლომ გაამართლა. უგულავას კი ბრალი ამ საქმეზე 2013 წლის დეკემბერში წარუდგინეს.

პროკურატურის მტკიცებით, თბილისის განვითარების ფონდში აკუმულირებული თანხა “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაფინანსებისთვის გამოიყენებოდა. საუბარი ორ ეპიზოდზეა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გიგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, აიპთბილისის განვითარების ფონდისკუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულიერთიანი ნაციონალური მოძრაობისწინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.

2011 წლის ნოემბერში, მერიის მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, . თბილისის მერის _ . (რა საჭიროა ამ შემთხვევაში ინიციალების გამოყენება?! _ ავტ.) დავალებით, “თბილისის განვითარების ფონდშიფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაერთიანი ნაციონალური მოძრაობისაქტივისტებს. დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა ააიპთბილისის განვითარების ფონდისკუთვნილი თანხა, რაც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდაერთიანი ნაციონალური მოძრაობისპარტიულ აქტივისტებს _ უბნის უფროსებსა და მიკრო კოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპთბილისის განვითარების ფონდისკუთვნილი 13 852 497 ლარი.

მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ..- დავალებით, პარტიული აქტივისთვის დასარიგებელი სახელფასო თანხა ააიპთბილისის განვითარების ფონდისანგარიშიდან საბანკო ჩეკების გამოყენებით გამოჰქონდათ დანაშაულთან კავშირში მყოფ სხვა პირებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპთბილისის განვითარების ფონდისკუთვნილი 34 328 463 ლარი”.

პროკურატურის მტკიცებით, მთლიანად გაიფლანგა 48 180 960 ლარი.

ქვეყანაში, სადაც მოქალაქეები წლობით სხედან ციხეში ქათმის ან ჯართის მოპარვისთვის, საზოგადოების ნაწილი უგულავასთვის გამოტანილ განაჩენს აღიქვამს, როგორც უპრეცედენტოდ რბილს. უფრო მკაცრად არც საქმის სხვა ფიგურანტები დასჯილან _ მაქსიმალური “სროკი” წელიწადი და ორი თვეა (თანაც პირობითი). გამონაკლისია “განვითარების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ საბანაძე საქართველოში არ იმყოფება. ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში მისი ადვოკატი ამბობდა, რომ მან უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, მაგრამ ამან გაღიზიანებული მოქალაქეები ვერ დაამშვიდა. ისინი, უპირველესად, სოცქსელებში გარიგებაზე საუბრობდნენ და საილუსტრაციოდ კახი კალაძის 26 თებერვლის განცხადებაც მოჰყავდათ: ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია მარგინალური, რომელსაცნაციონალური მოძრაობაწარმოადგენს, და მეორეაევროპული საქართველო”. ჩვენევროპულ საქართველოსთანვთანამშრომლობთ, რადგან კონსტრუქციულები არიან. დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას”.

იმაზე, რომ “ნაცმოძრაობა” მარგინალურია, საქართველოში იშვიათად დავობენ, მაგრამ, როდესაც კალაძემევროპულ საქართველოსკონსტრუქციული ოპოზიცია უწოდა, ამით საკმაოდ მძიმედ შეურაცხყო ისინი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. ამ ადამიანებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება სოცქსელებში. ისინი უარს ამბობენ იმაზე, რომ “ევროპული საქართველო” ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალად განიხილონ და მითუმეტეს კონსტრუქციულს ვერ უწოდებენ. “ევროპული საქართველოს” ლიდერები წარმოადგენდნენ სააკაშვილის რეჟიმის განუყოფელ ნაწილს მაშინ, როდესაც ის წამებით კლავდა სანდრო გირგვილიანსა და ასობით სხვა ახალგაზრდას, არბევდა მიტინგებს, უვარდებოდა ტელეკომპანიებს და ქვეყანას ძარცვავდა, როგორც ეს, მაგალითად, “თბილისის განვითარების ფონდის” ეპიზოდში მოხდა. ამ ადამიანების თვალში “ევროპული საქართველო” არსებითად დანაშაულებრივი დაჯგუფებაა და ისინი ვერასოდეს გაიზიარებენ კახა კალაძის მოსაზრებას. მეტიც, შეიძლება გაუხსენონ თბილისის ახალ მერს, რომ ის სააკაშვილის რეჟიმს მაშინ კი არ დაპირისპირებია, როდესაც ის უდანაშაულო მოქალაქეებს დაერია, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრთხე მის ინტერესებს შეექმნა.

ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სურს, რომევროპულმა საქართველომმისთვის იგივე როლი შეასრულოს, რაცქრისტიანდემოკრატიულმა მოძრაობამ” _ სააკაშვილისთვის, ანუ მარიონეტული, .. კონსტრუქციული ოპოზიციის, რომლიც უარს ამბობს რევოლუციურ სცენარზე და ხელისუფლების რადიკალ ოპონენტებს ხმების 7-8% ართმევს. მან შეიძლება მწვავედ გააკრიტიკოს მთავრობა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე, მაგრამ, ამავე დროს აგრძნობინოს მათ, რომ მოქმედ ხელისუფლებას ამ ეტაპზე ალტერნატივა არ აქვს. ამ როლის შესრულებისთვის “ევროპული საქართველოს” ლიდერები, სავარაუდოდ, მიიღებენ რამდენიმე თბილ სავარძელს პარლამენტში, ბიზნესების ხელშეუხებლობას და გარანტიებს სამართლებრივი დევნისგან. უგულავას ძალიან რბილი განაჩენი გამოუტანეს, ხოლო ბოკერიას მიერ უშიშროების საბჭოს თანხების საეჭვო განკარგვა, რომელზეც 2013 წელს ამდენს საუბრობდნენ, როგორც ჩანს, ყველას დაავიწყდა.

ხელისუფლება, ალბათ, მიიღებს ისეთ “კონსტრუქციულ ოპოზიციას”, როგორიც სურს, თუმცა ამის გამო შეიძლება არაერთი ამომრჩეველი დაკარგოს. “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი გახდება შუალედური არჩევნები ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში. ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ იქ შეიძლება ძალიან სუსტი კანდიდატი წარადგინოს, რათა არჩევნები გიგი უგულავამ მოიგოს, რომლის კანდიდატურა “ევროპულმა საქართველომ” დიდი ზარ-ზეიმით, ყრილობაზე დაასახელა. ეს, ალბათ, არ მოხდებოდა, პარტიის ლიდერებს ამ არჩევნებიდან გარკვეული სარგებლის მიღების იმედი რომ არ ჰქონდეთ. უგულავამ შეიძლება წააგოს, რადგან სიძულვილი სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა მიმართ საზოგადოებაში ძალიან დიდია, მაგრამ გამორიცხული არაა, მეორე ადგილისთვის, “ვერცხლის მედლისთვისბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხოსნაცმოძრაობისკანდიდატი (თუ სააკაშვილი მას საერთოდ დააყენებს). ეს წაადგებაევროპული საქართველოსძალისხმევას, მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩინდეს. უგულავა მიიღებს წინასაარჩევნო ტრიბუნას, რაც დაეხმარება მას, ამომრჩეველთა წინაშე წარდგეს, როგორც ჩვეულებრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არა მილიონების მითვისებაგაფლანგვისთვის გასამართლებული დამნაშავე.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომქართული ოცნება” “ევროპულ საქართველოსთანთანამშრომლობს. ის, რომ მას ყველა მორალური ბარიერი მოხსნილი აქვს, ნათლად მას შემდეგ გამოჩნდა, როცა მან საპარლამენტო სიაში ვანო ზარდიაშვილი შეიყვანა და ის ერთერთ თავისსახედაქცია. როდესაც ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად მუშაობდა, მანდატურები ბრალს დებდნენ, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო მათზე ზეწოლას ახდენდა, უზრუნველყოფდა მათ მომზადებას ოპოზიციის აქციების დასარბევად; ხოლო როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არწმუნებდა, რომ “ნაცმოძრაობა” მალე დაბრუნდებოდა. ზარდიაშვილს ხშირად უწოდებენ ზონდერს, ხოლო მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ირმა ნადირაშვილმა უთხრა: “თქვენ იყავით იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მდივან-რეფერანტი, შემდეგ _ გიგი უგულავას კანცელარიის გამგე, შემდეგ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის რეკომენდაციით დაგნიშნეს საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსად, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხი გვიყვებოდა, როგორ აგზავნიდით ძალით “ნაციონალური მოძრაობის” მიტინგებზე ადამიანებს და, ვინც არ გემორჩილებოდათ, სამსახურიდან აგდებდით. ამიტომ, გულწრფელად მინდა გკითხოთ: რა უფრო სასაცილოა, რომ მე, ვინც არ ვემიჯნები საკუთარ წარსულს, პირიქით ვამაყობ საკუთარი წარსულით და მომავლის განსხვავებული ხედვის გამო ვარ “ევროპულ საქართველოში”, თუ თქვენ მანდ, “ქართული ოცნების” მოწინავე რიგებში, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს რომ იცავთ და დამოუკიდებელ სასამართლოზე გველაპარაკებით?”

გასულ კვირას ზარდიაშვილმა თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს უთხრა: “თქვენ იმ ხის ნაყოფი ხართ, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის სახალხო დამცველი”. ძნელი სათქმელია, რომელი ხის ნაყოფია ზარდიაშვილი, რომელიც 2017 წლის მაისში პარლამენტში სახალხო დამცველს ასე მიმართავდა: “ბატონო უჩა, რელსებს ასცდით, ხომ ხვდებით… აბსოლუტურად სხვა ბოსტანში გადახვედით და იქიდან აფასებთ სიტუაციას”. ზარდიაშვილი განვლილ პერიოდში აშკარად “გაიზარდა”, არა რელსებსა და ბოსტანზე, არამედ ხეებზე საუბრობს, რაც, ალბათ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი დენდროლოგიური ჰობის გავლენას უნდა მივაწეროთ. ისე, “ხე ნაყოფით შეიცნობა” და ამ ეტაპზე ქართული ოცნებისპოლიტიკის ნაყოფიაევროპული საქართველოსაღზევება, ვანო ზარდიაშვილის გაყოყოჩება და 48 მილიონის გაფლანგვაში ბრალდებული მაღალჩინოსნების ფაქტობრივი გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან.

ლუკა ნემსაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here