Home სხვადასხვა დაიჯესტი JUNGE WELT: ქართული სცენარი უკრაინისთვის

JUNGE WELT: ქართული სცენარი უკრაინისთვის

“ჰიბრიდული ომები ისეთია, რომ მასში მოკვდებიან უკრაინელები, სარგებელს კი აშშ მიიღებს!”

121
JUNGE WELT: ქართული სცენარი უკრაინისთვის

სანამ დონბასში კონფლიქტს სამხედრო გზით მოაგვარებს და ასე გაუხსნის გზას უკრაინას ნატოსკენ, ზელენსკიმ, სჯობს, ყურადღება მიაპყროს და გაითვალისწინოს სააკაშვილის გამოცდილება, რომელიც თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. იმხანად დასავლეთი თბილისისურყევ მხარდაჭერაზეისეთი პათოსით ლაპარაკობდა, რომლითაც დღეს ლაპარაკობს კიევის მიმართ, თუმცა შედეგი ცნობილია: საქართველო დღეს კიდევ უფრო შორსაა ალიანსისგან, ვიდრე აგრესიამდე იყო, _ წერს გერმანული გამოცემა JUNGE WELT.

ისტორია, ზუსტად დეტალებში თუ არა, ზოგჯერ საერთო მონახაზში მეორდება ხოლმე. უკრაინის გარშემო ამჟამად შექმნილი დაძაბულობა ფატალურად ჰგავს იმ დაძაბულობას, რომელიც საქართველოს იმჟამინდელმა პროდასავლურმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარშემო. ამერიკელთა მაღალფარდოვან მხარდამჭერ დაპირებებს მინდობილი სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ განსაკუთრებული რისკის გარეშე დაიბრუნებდა იმ რეგიონებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსწყდა საქართველოს, მაგრამ, როგორც ამჟამად ცნობილია, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. როცა საქართველომ დაბომბა რუსეთის სამშვიდობო ძალები, ამით ისარგებლა რუსეთმა და სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

დღეს საქართველო იმაზე ახლოს არ არის ნატოს წევრობასთან, ვიდრე მანამდე იყო.

JUNGE WELT: ქართული სცენარი უკრაინისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ლტოლვა მისი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისკენ, რომელშიც ის “დონბასში კონფლიქტის დასრულების ერთადერთ გზას” ხედავს, დიდი შანსიაქ, ნულოვანი შედეგით დასრულდეს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზელენსკი ცდილობს, ნატოს ხელიდან გამოჰგლიჯოს ინიციატივა და შეცვალოს წესი, რომლის თანახმად ალიანსი თვითონ ირჩევს მომავალ წევრებს და ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია, უბრალოდ, ფეხი ჩადგას კარში და ჩათვალოს, რომ ის უკვე შიგნით შეუშვეს.

მიხეილ სააკაშვილი

აქამდე მოქმედებს წესი, რომლის თანახმადაც ნატოს წევრობის კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს მოუგვარებელი კონფლიქტები. დასავლური სამხედრო ბლოკი ასე იზღვევს თავს შესაძლებლობისგან, იქცეს წერტილოვანი, მაგრამ სტრატეგიულად უმნიშვნელო ტერიტორიული კონფლიქტების მძევლად. სტრატეგიული თვალსაზრისით, დონბასი არ არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე 1914 წელს იყო სარაევო, ამიტომ ზელენსკი ცდება, როცა “უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაზე” ჯო ბაიდენის, ანგელა მერკელის, იენს სტოლტენბერგისა და ნატოს სხვა წამყვანი პირების განცხადებს ჭეშმარიტებად მიიჩნევს. მსგავსი განცხადებების შინაარსი ასეთია: სანამ თქვენ არ მოაგვარებთ სასაზღვრო კონფლიქტებს, ნატოს წევრობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ეს არასანუგეშოდ ისმის, ამიტომ კონფლიქტის ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე უკრაინელი სტრატეგები სხვადასხვა სცენარს ამუშავებდნენ: თუ ნატო თავისი წესებისა და ერთსულოვნების პრინციპის გამო “ლაჩრულად” (უკრაინის პარლამენტში ზელენსკის ფრაქციის ხელმძღვანელ დავით არახამიას ფორმულირება) მოიქცევა ალიანსში უკრაინის მიღების საკითხის მიმართ, კიევს შეუძლია წავიდეს ორმხრივ კავშირზე აშშ-თან. ასე მოიქცა, მაგალითად, ისრაელი. ამის გამო მადლიერი ვაშინგტონი კიევს თითქოს ლოკალური ომების წარმოების უფლებას მისცემს, მაგრამ აქ უკრაინამ გადაჭარბებით შეაფასა თავისი პოზიციები, უწინარესად, ერთი მიმართულებით: ჰიბრიდული ომები ისეთია, რომ მასში მოკვდებიან უკრაინელები, სარგებელს კი აშშ მიიღებს.

JUNGE WELTის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here