Home ახალი ამბები საქართველო ჯოჯოხეთის ექო

ჯოჯოხეთის ექო

დალპა დასავლეთი და ჩაიძირა უზნეობის წუმპეში!

700

ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვდიადის ხელშეწყობით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემოსავენ ხოლმე, ასე შემოსა ცოდვით ადამიანის სულიც ამა ქვეყნის მზაკვარმა მთავარმა, მთელი მისი ბუნება და სრული არსება შებილწა, სრული ადამიანი დაატყვევა თავისი წყვდიადის სამეფოში ისე, რომ მცირედი ნაწილიც კი არ დატოვა მასში თავისუფალიარც ზრახვაგულისთქმები, არც გონება, არც სხეული, ანუ მთლიანად შემოსა ადამიანი წყვდიადისძოწეულით”, – ბრძანებს წმინდა მაკარი ეგვიპტელი. ეს დიდი წმინდანი, მართალია, ადამიანებზე საუბრობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე ემართებათ სახელმწიფოებსაც და სისტემებსაც, როდესაც მათ ეშმაკი დაეუფლებათ, მცირე ნაწილიც კი არ რჩება მათგან, რომელიც ეშმაკს არ ეკუთვნის.

დასავლურ სამყაროში, სადაც ასე გაუთავებლად ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე, წყვდიადის მეუფება ჩამოყალიბდა, სადაც არანაირი აღარ დარჩა შეუბღალავი და შეუბილწავი.

რამდენიმე დღის წინათ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების სფეროში – ჯოზეფ ბორელმა დასავლური სისასტიკისა და ულმობლობის იმგვარი დემონსტრირება მოახდინა, ეგვიპტის ფარაონებს, რომის იმპერატორებსა და ბიზანტიის კეისრებს რომ დააფრთხობდა. მისი განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ომი გრძელდება, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას აზრი არ აქვს: აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ ვიღაცას დღეს სადილი მიართვა, თუკი იცი, რომ ის ვიღაცა ხვალ დაბომბვის შედეგად მაინც უნდა დაიღუპოს.  ეს უბრალო ნათქვამი არ არის. ეს დასავლური ცხოვრების წესი და ფილოსოფიაა. ცხოვრების არასწორი წესის დამკვიდრება ჯერ კიდევ არ არის ტრაგედია, პრობლემაა მხოლოდ, მაგრამ, ცხოვრების არასწორი წესი ფილოსოფიად როდესაც იქცევა, ეს უკვე ტრაგედიაა! ეს დასავლეთის მიერ საკუთარი თავისთვის დასმული დიაგნოზიც არის და გამოტანილი განაჩენიც. პრაგმატიზმი თავისთავად არ არის ცუდი სიტყვა, მაგრამ უკიდურესი პრაგმატიზმი დანაშაულის ტოლფასია!

ვცდილობ, გვერდი ავუარო რელიგიურ სენტენციებსა და ფილოსოფიურ წიაღსვლებს, რადგან აქ ყველაფერი ისედაც ხელისგულზე ძევს. საზოგადოებრივი ცნობიერების ყველა ფორმა ადამიანისკენაა ორიენტირებული. არავის  აქვს უფლება, ადამიანი საშუალებად განიხილოს. კანტის კატეგორიული იმპერატივი რთულად გადმოსაცემია, მაგრამ მისი არსი ზნეობის პრიმატში მდგომარეობს. ქრისტიანული რელიგიის ერთი უმთავრესი დებულება ასეთია: გიყვარდეს უფალი შენი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით!” ღმერთისკენ  ორიენტაციის ეს უმაღლესი მცნება, საბოლოო ჯამში, კვლავ ადამიანისკენ ორიენტაციაა, ვინაიდან მხოლოდ ღმერთისკენ ორიენტირებული ადამიანი თუ იქნება ადამიანზე ორიენტირებული “მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით”.  კანტი როდესაც აცხადებდა, რომ ადამიანმა მეორე ადამიანს არ უნდა გაუკეთოს ის, რასაც არ ისურვებდა, მისთვის გაეკეთებინათ, და როდესაც აცხადებდა, რომ ადამიანისთვის ადამიანი შეიძლება იყოს მიზანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – საშუალება, სწორედ იმას ამბობდა, რასაც სახარების ის დოგმა გვეუბნება, რომელიც ზემოთ მოვიხმე. ისევე, როგორც ღმერთი უნდა გიყვარდეს “მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით”, ზნეობრივი უნდა იყო “მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით”. დასავლეთში კი პირიქით არის სიტყვით თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე გაჰყვირან, მაგრამმთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებითადამიანის წინააღმდეგ მოქმედებენ და ავიწყდებათ, რომ არსებობს ზნეობისა და ჰუმანიზმის გაგება, რომელიც არათუ ადამიანის სიკვდილამდე, არამედ სიკვდილის შემდეგაც  არ გვათავისუფლებს მის წინაშე მოვალეობისგან. ჯოჯოხეთად ქცეულ ღაზ სექტორში გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი სტაქარნი, ანესთეზიის საშუალებათა უქონლობის გამო, იძულებულნი არიან, დაჭრილ ბავშვებს ანესთეზიის გარეშე გაუკეთონ ქირურგიული ოპერაციები, დასავლური ცხოვრების წესის მოციქული ბატონი ბორელი კიგვამშვიდებს“, – რა საჭიროა ჰუმანიტარული დახმარება, თუკი ეს ადამიანები ხვალ მაინც დაიღუპებიან! ბორელის ფილოსოფიას, რომელიც, სამწუხაროდ, დასავლეთის ფილოსოფიაა, თუ გავყვებით, ადამიანი თუ მაინც კვდება, სიკვდილის ტკივილის შემამსუბუქებელი გამაყუჩებლის მისაცემად ხარჯი რატომ უნდა გავწიოთ? აქედან უფრო შორს წასვლაც შეიძლება. უფრო სწორად დასავლეთის (ეშმაკის) ეს ფილოსოფია თვითონ მიდის უფრო შორს და უფრო უკიდეგანო აბსურდამდე – საყვარელი ადამიანი ხვალ თუ უნდა მოკვდეს, დღეს რისი მაქნისია მისი სიყვარული?!

დანაშაულებრივი ფილოსოფიაა ეს!

გახსოვთ, ალბათ, „ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი ვაშაძის მიერ ნათქვამი შემზარავი დებულება: „ჩვენ ახლა შავ ხვრელში ვასხამთ ფულს. რატომ? იმიტომ, რომ ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს! მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება”. ბევრს ეცადა ვაშაძე, ეს წინადადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაესაღებინა, მაგრამ რა კონტექსტშიც უნდა ჩავსვათ ეს სიტყვები, ისინი ზნეობისა და ჰუმანიზმის ნაკლებობაზე იღაღადებენ ყოველთვის, რადგან ეს იმ დასავლურ ფილოსოფიასთან ზიარების გამომხატველია, რომელიც ზნეობრივ საწყისებსა და ჰუმანიზმის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის და ღვთაებრივი საწყისისგან საბოლოოდ დაცლის უტყუარი სიმპტომია.

ჯოზეფ ბორელს ეკუთვნის უგუნურებისა და ამპარტავნების ეს აპოთეოზიც: ევროპა ბაღია. ჩვენ ავაშენეთ ბაღი, რომელში ყველაფერი მუშაობს. ეს ადამიანის მიერ შექმნილი პოლიტიკური თავისუფლების, ეკონომიკური აყვავების და სოციალური გაერთიანების საუკეთესო კომბინაციაა. დანარჩენი მსოფლიო, სხვა ქვეყნების დიდი ნაწილი ჯუნგლებია. ჯუნგლებს კი ბაღში შეჭრა შეუძლიათ.

ამპარტავნება ადამიანის შვიდ უმძიმეს მანკიერებას შორის უმთავრესია, რომელიც არამხოლოდ ადამიანის, არამედ ღმერთის უარყოფის უპირველესი დასტურია.

აქ მთავარი ვინმე ბორელი კი არ არის, რომლის მსგავსსაც მილიონობით ვნახავთ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, აქ მთავარი დასავლეთის სრული გადაგვარება და სატანასთან მისი წილნაყარობაა!

გადაჭარბებულია ეს ჩემი შეფასება? არ არის გადაჭარბებული!

ახლა მოვიტან ამონარიდს რუსეთში მოღვაწე ამერიკელი ჟურნალისტის, დიმიტრი საიმსის, ერთ-ერთი სატელევიზი გამოსვლიდან, რომელშიც მან ამერიკული სახელმწიფო  პირუთვნელად დაახასიათა: მე დიდხანს ვიცხოვრე ამერიკაში და, როდესაც ვხედავ, რომ რუსეთში ზოგჯერ დასცინიან ამერიკას, როდესაც ყურადღებას მხოლოდ მის ნაკლოვანებებზე ამახვილებენ, მეჩვენება, რომ ეს არც ისე გონივრული და არც ისე სამართლიანია. არც ისე გონივრული და არც ისე სამართლიანია არა ამერიკის, არამედ, პირველ რიგში, რუსეთის მიმართ, რადგან, როდესაც საქმე გვაქვს ასეთ მოწინააღმდეგესთან, შენ იგი უნდა აღიქვა მაქსიმალურად რეალურად, ნაცვლად იმისა, რომ მისგან სასურველი კარიკატურა შექმნა. ამერიკა უდიდესი დერჟავაა, უძლიერესი არმიით, მაგრამ არც ისე ძლიერით, როგორც რუსეთში ზოგიერთს ეჩვენება. ამერიკამ  შეძლო დაემტკიცებინა თავისი  შესაძლებლობები ტექნოლოგიურ ინოვაციებში. თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანები ძველებურად ცდილობენ, წავიდნენ ამერიკაში და იქ იცხოვრონ, უკვე მრავლისმეტყველია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ მეორეც…”

აქ ოდნავ მოვითქვათ სული. ეს რეალისტური, მაგრამ მაინც პოზიტიური, დახასიათებაა საკუთარი ქვეყნისა, რომლის ავ-კარგი საქმეში ღრმად ჩახედულმა ამ ადამიანმა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცის. აქედან ბატონი საიმსი ამერიკის დახასიათების იმ ნაწილზე გადადის, რომელიც ჩვენი დღევანდელი სტატიის პათოსს არა მხოლოდ შეესაბამება, არამედ პირდაპირ აგვირგვინებს:

ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც, არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმის, არის კლასიკური გენოციდის ქვეყანა! მე არ ვიცი არც ერთი ქვეყანა (ბუნებრივია, არ ვსაუბრობ ჰიტლერის გერმანიაზე ან თურქეთზე, სადაც გენოციდი მოუწყვეს სომხებს), რომელიც ათეული წლების განმავლობაში ანადგურებდა საკუთარ მოსახლეობას ინდიელებს. ვის შეუძლია თქვას, რომ ეს არ იყო გენოციდი. ეს თუ არ არის გენოციდი, მაშინ მე არ ვიცი, საერთოდ,  რა არის გენოციდი?! ახლა გავიხსენოთ გასული, მეოცე საუკუნე. ჰიტლერის გარდა ვინ წავიდოდა ისეთი ბოროტების ჩადენაზე, როგორიც იყო ატომური ბომბების შეგნებული გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ?! არა მოწინააღმდეგის მიმართ, რომელიც იერიშზე გადმოვიდა, არა მტრის მიმართ, რომელიც შენს დედაქალაქს მოადგა, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ვის სჭირდებოდა იაპონიაში ატომური ბომბების გამოყენება ომის დასასრულს, როდესაც ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო?! პირველი ბომბის ჩამოგდების შემდეგ უკვე ნათელი იყო,  რა მასშტაბის დამანგრეველი ძალა გააჩნდა მას, მაგრამ პრეზიდენტმა ტრუმენმა მეორე ბომბიც ჩამოაგდო მშვიდობიან ქალაქში. ამერიკაში არიან ისტორიკოსები, რომლებიც ამის შესახებ  წერენ, მაგრამ იქ  ჯერაც არავის გასჩენია ჩადენილი დანაშაულის მონანიების სურვილი. ამას ამერიკაში ვერ ნახავთ!” (ტელეგადაცემა “ბოლშაია იგრა”, 29 ნოემბერი, 2023 წ.).

ამ ამერიკელმა კაცმა ახლა ჩემი სათქმელი თქვა ისე, როგორც მე ვამბობდი მის სათქმელს აქამდე. განსხვავება ისაა, რომ მე სხვა ვიყავი, უცხო, გარედან დამკვირვებელი კვარაცხელია, რომელსაც ტენდენციურობა ადვილად დაბრალდებოდა. ის კი ამერიკელია, ამერიკის გულშემატკივარი და პატრიოტი საიმსი, რომელსაც მხოლოდ საწინააღმდეგო მიმართულების ტენდენციურობა თუ დაბრალდება. ისე, ტენდენციური მეც შეიძლება ვიყო და საიმსიც, მაგრამ რეალობა ვერ იქნება ტენდენციური. კვარაცხელია და საიმსი კი არა, თავად ამერიკული (დასავლური) რეალობა მოთქვამს და ყვირის:  დალპა დასავლეთი და ჩაიძირა უზნეობის ჭაობში!

დაყვირებიდან დაყვირებამდე ჩამოვარდნილ სიჩუმეში კი დაგვიანებული პასუხივით აღწევს გარდასულ საუკუნეთა ექო. ჯოჯოხეთის უდიდესი მესაიდუმლე დანტე ალიგიერი შვიდი საუკუნით ადრე  ნიშნის მოგებით აფრთხილებდა ამერიკული ცხოვრების წესის ფუძემდებლებსა და მიმდევრებს: და თუ ქვეყანა წარხდენილია, ამის მიზეზი თქვენშივეა, იქვე ეძიეთ!”

ვალერი კვარაცხელია                                                                                

1 COMMENT

  1. “ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვდიადის ხელშეწყობით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემოსავენ ხოლმე, ასე შემოსა ცოდვით ადამიანის სულიც ამა ქვეყნის მზაკვარმა მთავარმა, მთელი მისი ბუნება და სრული არსება შებილწა, სრული ადამიანი დაატყვევა თავისი წყვდიადის სამეფოში ისე, რომ მცირედი ნაწილიც კი არ დატოვა მასში თავისუფალი – არც ზრახვა–გულისთქმები, არც გონება, არც სხეული, ანუ მთლიანად შემოსა ადამიანი წყვდიადის “ძოწეულით”, – ბრძანებს წმინდა მაკარი ეგვიპტელი. ეს დიდი წმინდანი, მართალია….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here