Home ახალი ამბები საქართველო ჯენი ბურჯანაძე: რუსეთი კავკასიაში, და არა მხოლოდ კავკასიაში, სტაბილურობისა და მშვიდობის ერთადერთი...

ჯენი ბურჯანაძე: რუსეთი კავკასიაში, და არა მხოლოდ კავკასიაში, სტაბილურობისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტია

708

რამდენიმე დღის წინათ სამოქალაქო აქტივისტების, ჯენი ბურჯანაძისა და ილონა ბაცაცაშვილისინიციატივითა დაევრაზიის ინსტიტუტისმხარდაჭერით  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვა დაიწერა. ამის შესახებ მკითხველს 4 სექტემბერს ვაცნობეთ (იხ. მასალარიგითი ქართველების მიმართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი”).

ზემოაღნიშნული მიმართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან 13 სექტემბერს გაიგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელმომწერთა ნაკადი არ შეწყვეტილა…  მეტიც, რაიონებსა და სოფლებში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც   კარდაკარ სიარულით ხელმოწერების კვლავ შეგროვების სურვილი გამოთქვეს

გვესაუბრება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი მიმართვის გაგზავნის ერთერთი ინიციატორი ჯენი ბურჯანაძე:

_ 13 სექტემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა, “ევრაზიის ინსტიტუტის”  მხარდაჭერით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილი-მიმართვა გავუგზავნეთ და რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა ვთხოვეთ. მიმართვას სხვადასხვა ეროვნების ასობით მოქალაქემ მოაწერა ხელი. 14 სექტემბერს კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მივიღე თბილი, გულითადი პასუხი (ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ წერილის ბოლოს _ ე.ნ.).

ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვის ტექსტი რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ _ “საქართველო და მსოფლიოს” ინეტრნეტგამოცემაში. წერილის გასაჯაროებას ნაც-ლიბერასტ-ლგბტ-თა მხრიდან მოჰყვა საინიციატივო ჯგუფის წევრების _ ჩემი და ილონა  ბაცაცაშვილის _ საშინელი ლანძღვა-გინება. მეტიც, სააკაშვილის ხლისტებმა მე და ბოლნისელ დავით  გვასალიას პირად შეტყობინებებში მოგვწერეს, რომ ჩვენი, როგორც  ქართველი ერის  მოღალატეების, ფოტოები სათანადო წარწერებით გაიკვრებოდა საქართველოს რეგიონებში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში: ბაზრობებზე, მარკეტებში და ა.შ. ვსარგებლობ შემთხვევით და “ევრაზიის ინსტიტუტის” სახელით მადლობას ვუხდი რუსეთის პრეზიდენტისათვის გაგზავნილი მიმართვის ადრესანტებს _ უშიშარ, პოლიტიკურად გონიერ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს გადარჩენის გზას მართლმადიდებლურ რუსეთთან მეგობრობაში ხედავენ.

აქვე შინაური მტრების გასაგონად კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ, “ევრაზიის ინსტიტუტის” წარმომადგენლები, არ ვართ “მერუსეთეები” თუ “რუსეთუმეები”, ჩვენ რუსოფილები ვართ, დიახ, რუსოფილები, რომლებიც ვამბობთ, რომ რუსეთი კავკასიაში, და არა მხოლოდ კავკასიაში, სტაბილურობისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტია.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. უცვლელად გთავაზობთ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ პასუხს:

პატივცემულო ჯენი მიხაილოვნა!

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გამოგზავნილი თქვენი წერილი მიღებულია. მადლობას გიხდით სახელმწიფო მეთაურის მოღვაწეობის მაღალი შეფასების,აქტიური სამოქალაქო პოზიციისა  და ქვეყნის ცხოვრებისადმი ინტერესის გამო.

მოცემული წერილი ინფორმაციისთვის, აგრეთვე, გაიგზავნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

მოქალაქეებისა და ორგანიზაციების

 წერილობითი მიმართვების

დეპარტამენტის მრჩეველი                                                                          . რეზნიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here