მთავარი პოლიტიკა ესენი ისევ ის “თამროები” არიან!

ესენი ისევ ის “თამროები” არიან!

“უცოდინარი” ყოფილი პროკურორი, “მუღამიდან გამოსული” ყოფილი პრეზიდენტი და “გამოსწორებული” ნაცები

733
გააზიარეთ
სააკაშვილი და გვარამია

მართლა სიმბოლურად დაემთხვა ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომრის გამოსვლა ზუსტად 7 ნოემბერს. სიმბოლურადვე ემთხვევანაცებისშესაძლო დაბრუნების საფრთხე ნოემბერს და, თუკინაციონალური მოძრაობამართლა დაბრუნდა (ღმერთმა დაგვიფაროს!) და პრეზიდენტისსუსტი ინსტიტუტისხელში ჩაგდებით, შემდეგ კი ამ ბერკეტის ეფექტიანი გამოყენებით ხელისუფლება სრულად ჩაიგდო ხელში, “ნაცების რევანშისთვე ნოემბერი იქნება.

2003 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე ზუსტად 15 წელიწადია. ქართული პოლიტიკა ამ 15 წელს 9+6 წლად ყოფს, “მანიაკობისა” და “უნიათობის” პერიოდებად. არჩევანიც მარტივია ნორმალური ადამიანისთვის _ კიდევ უფრო რომ გამოუნიათოვდეს ჩვენი ახლანდელი ხელისუფლება, მანიაკების დაბრუნება მაინც არ უნდა სურდეს მას, ვინც მაზოხისტი არ არის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ არჩევნების მეორე ტურამდე ჩემი გვერდის თემა მხოლოდ არჩევნების მეორე ტური იქნება და, ბუნებრივია, იმის პირდაპირი პროპაგანდაც, რატომ არის დაუშვებელი 5 ნომრის შემოხაზვა.

შეგნებულად არ ვწერ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ორი კანდიდატის სახელებსა და გვარებს. ასევე შეგნებულად არ ვწერ იმ მეორე რიცხვს, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში, 5-ის გარდა, ეწერება. ამას მნიშვნელობა არ აქვს და იმიტომ. რა გვარებიც უნდა იყონ მონაწილეები, ვინც უნდა იყვნენ ისინი და რა რიცხვიც უნდა ეწეროს, 5-ის გარდა, საარჩევნო ბიულეტენში, ჩვენ მაინც სწორედ ისსხვარიცხვი უნდა შემოვხაზოთ!

ამთავითვე ვაღიარებ, რომ არ ვაპირებ “ქართული ოცნების” ახლანდელი საცოდავი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და მეორე ტურის წინ მათ გამანადგურებელ კრიტიკას. მოკლედ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავისი ბოლო გამოსვლისას ნამდვილად აღარ იყო ჩვეული ჯიუტობისა და თავისნათქვამობის ხასიათზე, რაც გარკვეულ იმედს იძლევა. კონკრეტულად რის იმედს _ ამაზე მეორე ტურის შემდეგ ვილაპარაკოთ. ახლა იმაზე ვისაუბროთ, რას სთავაზობს “სახელცვლილი და გამოსწორებული” “ნაციონალური მოძრაობა” (ეს მათი მთავარი საარჩევნო მესიჯია) ხალხს. არ ვამბობ, თავის ამომრჩეველს-მეთქი, რადგან მათი სტაბილური ამომრჩეველი, ანუ საერთო რაოდენობის 15-17 პროცენტი მართლა ძალიან მდგრადია და, მიშამ მათი ოჯახებიც რომ დააწიოკოს, ისინი მაინც მას მისცემენ ხმას. ალბათ, დაზუსტება არ სჭირდება იმას, რომ არჩევნებზე მისული 46 პროცენტის 37 პროცენტი სწორედ 17 პროცენტია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა.

“ნაციონალური მოძრაობა” ახლა იმ ადამიანების ხმებზე “ჩალიჩობს”, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდა და მეორე ტურზე აუცილებლად მივა. რა თქმა უნდა, ზუსტად იმავეს ჩალიჩობს “ქართული ოცნებაც”. სწორედ ამით იყო განპირობებული ივანიშვილის “მონანიებაც” 2012 წლის “ძველი გვარდიის” მიმართ მათი არდაფასებისა და ფეხებზე დაკიდების გამო.

დემაგოგიას ჩვეულმა ნაცებმა და მათმა მიმდევრებმა უმალ დაცინვა დაუწყეს ბიძინას, _ ნახეთ, როგორი დამარცხებულის მანტია აქვს, მონანიებები დაიწყოო.

ამ დემაგოგებს ან გამორჩათ, ან განგებ დატოვეს ყურადღების მიღმა ის, რომ “მონანიებები” მათმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმაც დაიწყო და თანაც ისეთი, რეალურად როგორიც უნდა იყოს დამნაშავისა და ბოროტმოქმედის მონანიება.

ამაზე მინდა სწორედ თქვენი ყურადღება გავამახვილო, პოტენციურად მეორე ტურზე მიმსვლელო ამომრჩეველო, რათა სწორი არჩევანი გააკეთო _ ვის მისცე ხმა და ვინ არ მიუშვა არასოდეს ხელისუფლების არც ერთ შტოსთან, რაც უნდა “შეზღუდული უფლებები” ჰქონდეს ამ შტოს.

რასინანიებსბიძინა ივანიშვილი? იმას, რომ თანამებრძოლები არ დააფასა და კოაბიტაციის პროცესი, სინამდვილეში, ყოფილი სადისტების ხალხის თავზე დასმის პროცესში გადაიზარდა.

და რას ინანიებს სააკაშვილი?

მოდი, მოვუსმინოთ: აღარ ვარ მე უკვე სახლების ჩამორთმევის, ასე ვთქვათ, ბიზნესში. აღარ გავაკეთებ ამას. გეტყვით, რატომ _ როცა ერთს ჩამოართმევ სახლს, მერე ვეღარ ჩერდები და მერე კიდევ ართმევ და ართმევ. მერე გადადის რაღაც ვენდეტაში და შურისძიებაში. მე აღარ ვარ 2003 წლის ვერსიის სააკაშვილი, რევოლუციონერი ბოლშევიკი. მე უკვე მჯერა კანონის უზენაესობის. უკანონო ქონება არავის უნდა შერჩეს, მაგრამ ამისთვის არსებობს კანონიერი პროცედურები და ეს უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი და არა ასე ხელაღებით მივარდნა და ჩამორთმევა. მე ასე ხელაღებით არავის აღარ დავსჯი. მე გამოვიცვალე (ვინმეს რამეში ეჭვი რომ არ შეეპაროს, გეტყვთ, რომ ამ მონანიების არა მხოლოდ ტექსტური, არამედ ვიდეოვერსიაც არსებობს!).

აბა, ახლა მითხარი, ნორმალურო, დალაგებულო, თავში თუნდაც ერთი გრამი ტვინი რომ გაქვს, ისეთო მკითხველო _ რომელი “მონანიება” უფრო ფარისევლურია შენთვის და რომელი მისაღები?

ბიძინა ივანიშვილისმონანიებამხოლოდ ყოფილი თანამებრძოლების მიმართ მობოდიშებაა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი თავის მართლა მონანიებაში მის მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულს, სისტემურ კრახს, კრიმინალურ მმართველობას აღიარებს.

სასაცილოა, როცა ამბობს, ადამიანებისთვის სახლების უკანონოდ ჩამორთმევის მუღამიდან უკვე გამოვედიო. და ვინც აქ განსხვავებას ვერ ხედავს, ან იდიოტია, ან შეგნებული ნაძირალა.

ხშირად ისმის ფრაზა: “აღარ უნდა დავივიწყოთ ის 9 წელი? ეს ხომ წარსულია!” ერთი აბსურდი ისაა, რომ ამ ფრაზას ის ხალხი გაიძახის, რომელიც მერე დიდი გატაცებით საუბრობს “სტალინურ და საბჭოთა რეპრესიებზე 1937 წელს”. გეგონება 1937 წელი არ არის წარსული და 2007 წარსულია; გეგონება 80 წლის წინათ რაც მოხდა, ის არ უნდა დავივიწყოთ და, 10 წლის წინათ რაც მოხდა, ის უნდა დავივიწყოთ მხოლოდ…

ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ სააკაშვილისნაირი უტვინო მანიაკების ამმონანიებებითხელახლა გვიახლდება ის საშინელი ტკივილი და უბედურება, რომელსაც იმ 9 წლის განმავლობაში განვიცდიდით.

აბა, გავიაზროთ: 9 წლის განმავლობაში გვმართავდა ტირანი, რომელიც თავადვე აღიარებს, რომ “კანონის უზენაესობის აუცილებლობას” მხოლოდ ახლაღა მიხვდა _ მას შემდეგ, რაც (ის 2013 წლამდე იყო პრეზიდენტი) ჩამოაშორეს ხელისუფლებას, წავიდა ემიგრაციაში უკრაინაში, იქაც იმავეს ცდილობდა, მაგრამ მალევე გამოაბუნძულეს და მხოლოდ ამის შემდეგ კარგად ჩაფიქრდა და ჩაუღრმავდა. თურმე ახლაღა მიხვდა, რომ კანონი უზენაესი ყოფილა; მხოლოდ ახლაღა გააცნობიერა, რომ არ შეიძლება ადამიანთა ჯგუფებს კოლექტიური ბრალდებები წაუყენო კორუფციაში; არ შეიძლება ადამიანს მიუვარდე და ერთ ღამეში ჩამოართვა ქონება ყოველგვარი სასამართლოს გარეშე; თურმე ნებისმიერი აღსრულებითი მოქმედებისთვის არსებულა კანონიერი პროცედურები.

ხედავთ თქვენ? არ იცოდა ეს ყველაფერი კაცმა და რას ვიზამთ?! არცოდნის გულისთვის ხომ არ დავსჯით?!

არადა, 2003 წელს, როდესაც ეს შეურაცხადი მოდიოდა ხელისუფლების სათავეში, ყველგან, სადაც მიმიწვდებოდა ხმა, ვამბობდი: ამ სულით და ბუნებით სისხლისმსმელი ტირანის ხელისუფლებაში მოშვება არ შეიძლება-მეთქი!

მაშინ უმრავლესობა გაოცებითა და საყვედურით მპასუხობდა, რას ამბობ, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული იურისტიაო.

ჰოდა, ამ ცნობილ და მსოფლიოში აღიარებულ იურისტს თურმე არ სცოდნია, რომ კერძო საკუთრების ხელაღებით ჩამორთმევა, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და შესაბამისი კანონიერი ხანგრძლივი პროცედურების გარეშე, არ შეიძლება.

აი, ეს კაცი იყო არა მხოლოდ იმ ცხრა წლის, არამედ მანამდეც, წლების განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი და ბოლოს უკვე ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირი.

სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და აქვე უნდა ვახსენოთ იუსტიციის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე და ახლანდელი “დამოუკიდებელი ტელეკომპანიის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. აკი, მანაც თავისი “ბელადის” სტილში აღიარა: მე ახლა ვხვდები, დიდი შეცდომა იყო, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლოები პროკურატურას დავუმორჩილეთ და მოსამართლეები ფაქტობრივად პროკურორების ბრძანებებს ასრულებდნენ. ეს არ უნდა გვექნა. ძალიან შევცდით, ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა ეს ყოველივე და ახლა ჩვენ წინააღმდეგ იყენებს ამას ოლიგარქი ივანიშვილიო.

ხედავთ? მასაც ის აწუხებს, რას და როგორ იყენებს ივანიშვილი, და არა ის, რა ზარალი და უბუდურება მოუტანა სახელმწიფოს იმ შტერობამ, რომელსაც სასამართლოების “დაჩმორება” და პროკურატურისთვის მათი ფაქტობრივი დაქვემდებარება ჰქვია.

მაგრამ ამანაც არ იცოდა თურმე და ახლა მიხვდა. ვიმეორებ: გენერალური პროკურორის მოადგილემ და იუსტიციის მინისტრმა არ იცოდა, რომ არ შეიძლება, სასამართლოს ვინმე აკონტროლებდეს და მით უფრო ბრალმდებელთა “კანტორა” _ პროკურატურა.

სამაგიეროდ, ახლა უკვე ვიცით ეს ყოველივე, მიგვიშვით ისევ “ღუმელთან” და აღარ ვიქნებით “ცუდი ბიჭებიო,” _ გვევედრებიან “ხუთოსნები” და საბჭოთა “კა-გე-ბეს” ოფიცრის, გრიგოლ ვაშაძის, მხარდაჭერას გვთხოვენ.

ისე, რომ დავუკვირდეთ, მათ, “არ ვიცოდით და გვაპატიეთ” ფორმულის გარდა, კიდევ აქვთ ერთი თავის შესაცოდებელი მეთოდი _ “პრეზიდენტს დღევანდელი კონსტიტუციით არაფრის უფლება არ აქვს, ეს იქნება უბრალოდ სიმბოლური ჟესტი, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შტო ოპოზიციის ხელში გადავა და ეს გამოაფხიზლებს მოქმედ ხელისუფლებას”, _ ასე გაიძვერულად ცდილობენ ისინი ხალხის მოტყუებას.

აქ არ დავიწყებ იმის ახსნას, რა კონკრეტული ბერკეტები აქვს სინამდვილეში პრეზიდენტს საიმისოდ, ქვეყანა რომ არიოს. ვიტყვი, რომ ნაცებმა, მანიაკებმა, სადისტებმა და ნაძირალებმა საქართველოში სიმბოლურადაც კი ვერ უნდა გამარჯვონ!

იმ გულუბრყვილოებს კი, რომლებსაც სჯერათ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დაკნინებულია, არაფერს წარმოადგენს და არაა დიდი ტრაგედია, თუ მას ნაცები ჩაიგდებენ ხელში, შევახსენებ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, სწორედ ასე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის შესახებ, რომელიც საბოლოოდ ხელში ჩაიგდო და საიდანაც ტრამპლინივით ახტა ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე.

ეს გაკვეთილი, თხრობით არა, ზეპირადაა დასასწავლი!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ე.წ. სააკაშვილი არის გვარშეცვლილი არსება და ქართველთა პირსისხლიანი მტერი. ის არასოდეს
    არ გახდება მოკეთე. მისი მონანიებაც და სხვა ქმედებაც ყალბია თავიდან ბოლომდე.
    არავისთან არ შეიძლება მისი შედარება.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here