Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ზარქუა: ახლა, როცა იციან, რომ ხალხი არ გამოდის, მცდელობა აქვთ, სტრატეგიული...

ირაკლი ზარქუა: ახლა, როცა იციან, რომ ხალხი არ გამოდის, მცდელობა აქვთ, სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ ასეთი ბინძური პროვოკაციებით – არ გამოუვათ

26

ვატო წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, მიეჭრა, შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაციას შესაბამისად მოჰყვა ადეკვატური პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ანრი ოხანაშვილი მივიდა წერეთელთან და უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო. ამ პროცესში მოხდა შეხლა-შემოხლა და ჩვენ, ვინც ვიდექით იქ, გავაშველეთ. წერეთელი ამბობს, რომ 4 ადამიანი თავს დამესხაო და ვაგინეთ. საგინებლები კი არიან ასეთი ადამიანები, ვინც ამას ჩადიან და პროვოკატორობენ, მაგრამ იქ ამის არც აუცილებლობა იყო და არც მოცემულობა, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომაც ვიყავით იქ მთელი გუნდით წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რა როგორ მოხდა, ეს მიუღებელია, არ იყო ლამაზი და ეს არის დასაგმობი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ გახსოვთ ევროკავშირის წინ მელია კობახიძის წინააღმდეგ აგრესიით რომ გამოირჩეოდა. ეს ეტყობა მათი ხელწერაა. ახლა, როცა იციან, რომ ხალხი არ გამოდის, მცდელობა აქვთ, სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ ასეთი ბინძური პროვოკაციებით – არ გამოუვათ“, – აღნიშნა ზარქუამ.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here