Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საეჭვო საქმიანობაშია ჩართული – არასამთავრობო ორგანიზაციების...

ირაკლი კობახიძე – ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საეჭვო საქმიანობაშია ჩართული – არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა“ არ შეიძლება, დიფერენცირება არის საჭირო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საეჭვო საქმიანობაშია ჩართული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე სექტორის დიფერენცირებაა საჭირო.

„არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული. ასე არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა“ არ შეიძლება, არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეკოლოგიური, სოფლის მეურნეობის საკითხით არის დაკავებული და ა.შ. თუმცა, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საეჭვო საქმიანობაში არის ჩართული, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და ასე შემდეგ. დიფერენცირება არის საჭირო, სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სადმე ირიბად ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ეს არის ცუდი. დანარჩენი, დეტალებია სანახავი“, – განაცხადა კობახიძემ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here