ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელ იგორ სეჩინის სხვა განცხადებებს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ენერგეტიკულ პანელზე ტელეგრამ- არხი „O!News“-ი აქვეყნებს:
* აშშ დოლარის სარეზერვო ვალუტისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ინსტრუმენტის პოზიციების ნელ-ნელა დაკარგვა პრობლემად იქცევა მთელი მსოფლიოსთვის;
* რუსეთის ფედერაციას სჭირდება საბანკო სისტემის გადახედვა ეკონომიკის დაკრედიტების ხელმისაწვდომობაზე, სესხების მაღალი ღირებულება ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მუხრუჭია;
*რუბლის კურსის ტარგეტირებაზე (ეკონომიკური სამიზნის არჩევა – ლ.მ.) უარის თქმა აფერხებს რეგიონული ანგარიშსწორების სისტემად ტრანსფორმაციას;
*ევროპა რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმისა და თხევადი ბუნებრივი აირის სხვა წყაროების არარსებობის შემდეგ მთლიანად დამოკიდებული შეიქნა შეერთებული შტატების ენერგომომარაგებაზე;
* 2045 წლისთვის ნავთობი და ბუნებრივი აირი განაგრძობს ენერგიაზე მოთხოვნის 53%-ზე მეტის უზრუნველყოფას;
* ნახშირბადოვანი ნეიტრალიტეტი მსოფლიოში მიუღწეველია „მწვანე“ ტექნოლოგიების ამჟამინდელი ფონდით;
*განცხადებები რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემოსავლების დაკარგვის შესახებ არასწორია. ბუნებრივი აირიდან შემოსავლების ამჟამინდელმა შემცირებამ არ უნდა გამოიწვიოს საგადასახადო ტვირთის გადატანა ნავთობის ინდუსტრიაზე.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ