Home ახალი ამბები საქართველო სტოლტენბერგი: ნატო არ არის მზად, ალიანსში შესვლაზე საქართველოს რამეს დაჰპირდეს

სტოლტენბერგი: ნატო არ არის მზად, ალიანსში შესვლაზე საქართველოს რამეს დაჰპირდეს

გენმდივანი საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას სთავაზობს

67

ნატო ჯერჯერობით მზად არ არის,   ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების ვადების შესახებ  საქართველოს რამეს დაჰპირდეს”, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 29 ივნისს მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატოს სამიტის შედეგებს მიეძღვნა.

“რაც შეეხება წევრობას, ჩვენ არ ვაპირებთ თარიღების დასახელებას, _ თქვა გენმდივანმა. _ ჩვენ გავაძლიერებთ როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოსთვის ახალი პაკეტის საშუალებით, რათა დავეხმაროთ პოტენციალის შექმნაში, აგრეთვე, მედეგობის განმტკიცებაში, მათ შორის ნატოს კიბერსწავლებებში საქართველოს მონაწილეობის გზისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში”.

საქართველო ნატოსთან 1990-იანი წლებიდან თანამშრომლობს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here