Home ახალი ამბები მსოფლიო იაპონური მედია: პუტინის მიერ დასახული გეგმა შესრულდა _ უკრაინას აღარც ჯარისკაცები ჰყავს...

იაპონური მედია: პუტინის მიერ დასახული გეგმა შესრულდა _ უკრაინას აღარც ჯარისკაცები ჰყავს და აღარც ფული აქვს

292

იაპონური გამოცემა Sukan Gendai აზრით, დასავლეთიდან მიღებულმა იარაღმა და ფინანსურმა დახმარებამ ვერ გარდატეხა მოვლენების მსვლელობა უკრაინის სასარგებლოდ.

იაპონიის ეკონომიკური დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა კაძუჰიკო ფუძიმ ადგილობრივ გამოცემაში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში დასახულ ამოცანებს ასრულებს, ამასთანავე, ვერც აშშისა და სხვა ქვეყნების მიერ კიევისთვის მიწოდებულმა იარაღმა და ვერც ფინანსურმა მხარდაჭერამ ვერ შეძლო მოვლენების მსვლელობის გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინის რესურსები და შესაძლებლობები თვალსა და ხელს შუა დნება და, კაძუჰიკოს აზრით, სწორედ ასეთ შედეგს გეგმავდნენ კრემლში.

ექსპერტი უკრაინაში ამჟამად შექმნილ ვითარებას რუსეთის სასარგებლოდ აფასებს. მას მიაჩნია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კუთხეშია მიმწყვდეული. ბრძოლის ველიდან სულ უფრო ხშირად მოდის ინფორმაცია რუსეთის მაღალეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის მკვეთრად დაცემის შესახებ. რფ-ის შეიარაღებული ძალების არტილერია ძალიან აზიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინის არმიას სულ უფრო უძნელდება ვითარებასთან გამკლავება.

“უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უზარმაზარი დანაკარგები აქვს. ამერიკულმა საარტილერიო სისტემა HIMERS-მა, რომელიც რეკლამირებული იყო, როგორც “კოზირი” თუ “სადაზღვევო ბადე”, ფრონტზე  ვითარების შეცვლა ვერ შეძლო უკრაინის სასარგებლოდ”, _ წერს იაპონელი სპეციალისტი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის განკარგულებაშია რადიოელექტრონული ბრძოლის მძლავრი სისტემები, აგრეთვე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე კომპლექსები, რომლებიც მანევრირების საშუალებას არ აძლევს უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს და საბრძოლო მოქმედებების ეფექტიანობა საგრძნობლად მცირდება.

ამას  გარდა, რუსეთის არმიის საარტილერიო ძალები, რომლებიც რამდენიმეჯერ აღემატება უკრაინისას, 10-ჯერ მეტად ურტყამენ, ვიდრე უკრაინელები. უკრაინის არმია კი ამას, უბრალოდ, ვერაფერს უპირისპირებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განვითარებაზე პროგნოზირებისას ფუძი აღნიშნავს უკრაინის მიმართ პესიმიზმის მატებას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან მატულობს იარაღის მიწოდება.

ამასთანავე, ბრძოლებში განცდილი მარცხის ფონზე კიევისთვის წინა პლანზე გამოდის ეკონომიკური პრობლემებიც. კიევი ფინანსურ შესაძლებლობებსაც კარგავს თავდაცვისთვის გაღებული დიდი დანახარჯების გამო. უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებიდან კიევმა ხარჯი, რომელიც თებერვალში 250 მლნ-ს შეადგენდა, 3,3 მლრდ დოლარამდე გაზარდა.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის წიაღისეულ საბადოებზე, რომლებიც 12,4 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here