იაპონიის ერთ-ერთ არხზე, საინფორმაციო გამოშვებას რობოტი წაიყვანს

1084
რობოტი, სახელად ერიკა, იაპონიის ერთ-ერთ არხზე, საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. მისთვის უკვე ამზადებენ შესაბამის ტანსაცმელს და ზრუნავენ მის იმიჯზე.

ერიკა ოსაკას უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეიქმნა და მისი შემქმნელის, ჰიროში იშიგუროს თქმით, მედიაში რობოტები მალე ჩაანაცვლებენ ადამიანებს.

რობოტი ვერ ამოძრავებს ხელებს, თუმცა მისი მიმიკა და სახის ნაკვთების მოძრაობა საინფორმაციო გამოშვებისთვის სრულიად საკმარისად მიაჩნიათ.

იაპონელებმა სიახლე არაერთგვაროვნად აღიქვეს. სოციალურ ქსელში გამოხმაურებიდან ირკვევა, რომ მათი ერთი ნაწილი რობოტს შემზარავად მიიჩნევს და მისი წამყვანად ხილვა არ სურთ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სიახლეს დადებითად აფასებს და ელის, როდის გააცნობს ახალ ამბებს რობოტი ერიკა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here