მთავარი მსოფლიო იაპონელებმა სუპერიაფი წყალბადის მიღება ისწავლეს

იაპონელებმა სუპერიაფი წყალბადის მიღება ისწავლეს

ეს მათ საყურადღებოდ, ვინც საქართველოში ელექტრომობილების წარმოებას უკრავს ტაშს

3323
გააზიარეთ

ჩინელებმა ელექტრომობილების წარმოებაში ინვესტიციები უკვე შეწყვიტეს. იაპონიაში შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, წყალბადი სამჯერ უფრო იაფად მიიღონ, ვიდრე ტრადიციული მეთოდით. როგორც გამოცემა Hydrogen Fuel News-ი წერს, ეს ტექნოლოგია შეიმუშავა Eneco Holdings-მა. 

ტექნოლოგია, რომელსაც Plasma R Hydrogen-ი დაარქვეს, მცირე მოცულობის წყლის ელექტროლიზის მეშვეობით სამრეწველო მასშტაბის წყალბადის წარმოების საშუალებას იძლევა. შექმნილი მოწყობილობა მოიხმარს მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას და დაბალ ტემპერატურაზეც კი შეუძლია შეინარჩუნოს მაღალი მწარმოებლობა.

Plasma R Hydrogen-ს არ სჭირდება დიდი მოცულობის რესურსის იმპორტი ან ტრანსპორტირება, ან კიდევ დიდი კაპიტალდაბანდება; მისი ერთადერთი ნედლეული არის წყალი, რაც, აგრეთვე, პასუხობს CO2-ის გამოყოფის შემცირებაზე მომუშავე კომპანიის მიზნებს.

Eneco Holdings-ის მიზანია, მიაღწიოს საათში 65 კვტ ელექტროენერგიის გამომუშავებას 2 ლიტრი წყლით. ამჟამად 1 კუბ. მ წყალბადის საწვავის ფასი იაპონიაში 100 იენია (0,93 დოლარი). ვარაუდობენ, რომ ახალი ტექნოლოგიის გამოყენების ფასი 30 იენამდე (0,28 დოლარი) შემცირდება.

იაპონია, დიდი ხანია, ეძებს ენერგიის ახალ წყაროს, რომელიც შეცვლის ნახშირწყალბადსა და ატომურ ენერგიას. ყველაზე პერსპექტიულად კი ამ ქვეყნის მთავრობას წყალბადის ენერგეტიკა მიაჩნია, ამიტომ კვლევები ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. შარშან ოსაკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც წყალბადის მიღების საშუალებას იძლევა მზის სხივებზე მიმდინარე კატალიზური რეაქციის მეშვეობით ოთახის ტემპერატუზე.

“ადრე შეუძლებელი იყო სინათლის გამოყენება ფოტოკატალიზისთვის, _ ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მინშან ჩუუ, _ მაგრამ ჩვენ ამ რეაქციისთვის შევძელით ნანოსტრუქტურირებული შავი ფოსფორისა და ბისმუთის ვანადატის გამოყენება. შედეგად მზის სინათლის ხილულმა სპექტრმა აამუშავა წყალბადად და ჟანგბადად წყლის დაშლის რეაქცია, თანაც მაღალი ეფექტიანობით”.

შავ ფოსფორს აქვს ბრტყელი ორგანზომილებიანი სტრუქტურა, გრაფენის მსგავსი, და აქტიურად შთანთქავს სპექტრის ხილულ ნაწილს, ბისმუთის ვანადატი კი ჟანგვის ცნობილი კატალიზატორია.

იაპონელმა მეცნიერებმა შეძლეს ბუნებრივი ფოტოსინთეზის პროცესის ასლის შექმნა, თანაც ისე, რომ ორივე კომპონენტის _ წყალბადისა და ჟანგბადის _ მოცულობას იღებენ შეფარდებით 2:1-თან. “წყალბადის წარმოება სინათლის დახმარებით _ ეს მომავალია. ჩვენმა გამოგონებამ დაძლია უზარმაზარი წინაღობა ამ მომავლისკენ მიმავალ გზაზე. კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო, რათა წყალბადი საწვავის წყაროდ იქცეს”, _ განაცხადა პროექტის თანაავტორმა ტეცურო მაჯიმამ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here