მედიასახლ „გურანიუსის“ გამომცემელი ია მამალაძის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.
ამის შესახებ მამალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, სადა “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მსჯელობდნენ.
„ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. გვჭირდება თუ არა ამგვარი საზოგადოებრივი მაუწყებელი? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან აქ მყოფი ადამიანების დიდი ხნის ზრუნვის საგანი იყო, რომ საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებულიყო, მაგრამ ის ყოფილიყო პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაც ჯერ განუხორციელებელი ოცნებაა. მე მაგონდება იმგვარი პროცესები, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს და მოვლენებს, რაც საქართველოში ხდებოდა მხოლოდ ორი-სამი არხი აკლდა. მაშინ საზოგადოებრივი არხის იქ არყოფნა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო”, – განაცხადა მამალაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ზრუნავდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე.